ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებითა და ესპანურ IE University-სა და ფრანგულ უნივერსიტეტ Audencia Business School-თან თანამშრომლობით 2022 წლის 2 აპრილს 12:00-დან 17:00 საათამდე სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 15 უნივერსიტეტს 13 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად გაესაუბრონ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები. გამოფენაზე ასევე იქნებიან LEAF-ის კონსულტანტები. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF არის 150-ზე მეტი უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი საქართველოში. University of Nevada Reno 1874 წელს დაარსდა ნევადას შტატში,ამერიკის შეერთებულ შტატებში. უნივერსიტეტი გახლავთ სახელმწიფო სტატუსის მატარებელი. ნევადას უნივერსიტეტი რენო კარნეგის ფონდის მიერ ერის საუკეთესო კვლევითი უნივერსიტეტების რიგშია. უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები წყვეტენ ჩვენი დროის აქტუალურ საკითხებს და უზრუნველჰყოფენ ახალ შესაძლებლოებს მომავალი თაობის ლიდერებისთვის. გასული ათწლეულის განმავლობაში, უნივერსიტეტი გაიზარდა დინამიური და რეკორდული ტემპით, რაც აისახა ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობაზე, გაიზარდა ეროვნული დამსახურების მეცნიერთა რაოდენობა, სტუდენტთა მრავალფეროვნება,ფაკულტეტის მიღწევები და პროდუქტიულობა, ასევე ინფრასტრუქტურა.
ნევადას უნივერსიტეტში, რენოში არის მრავალფეროვანი დეპარტამენტები, განყოფილებები, ცენტრები, ლაბორატორიები და საოცარი ფაკულტეტები, პროფესიონალი და გამოცდილი პერსონალით. საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს საინტერესო და აქტუალურ პროგრამებს. საბაკალავრო დონეზე სტუდენტებს დიდი არჩევანი აქვთ:
შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამებია:
შემოთავაზებული სადოქტორო პროგრამებია:
უნივერსიტეტს აქვს უამრავი კლუბი და ორგანიზაცია, როგორიცაა სტუდენტური ჩართულობის კლუბი, ახალი სტუდენტური ინიციატივები, სტუდენტური კვლევის ოფისი, მულტიკულტურული ცენტრი, ფიტნესისა და რეკრეაციული სპორტის კლუბი. რენო ნევადას უნივერსიტეტში სწავლის, ცხოვრების, დაზღვევის, ადმინისტრაციული ხარჯებისა და სასწავლო მასალების ღირებულების გათვალისწინებით წლიური საფასურია 40 067 ამერიკული დოლარი. უნივერსიტეტი აკადემიურად გამორჩეულ აპლიკანტებსა და სტუდენტებს აძლევს დაფინანსები მიღების შესაძლებლობასაც. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, პირადად შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს და გაესაუბროთ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში 2 აპრილს შუა დღის 12 საათიდან საღამოს 5 საათამდე. შემოგვიერთდით: http://logos.edu.ge/leaf/ Comments are closed.
|
LEAF Blogგანათლების ცენტრის ბლოგი Archives
April 2023
|