აშშ-ის ერთ-ერთ წამყვან ფორტ ჰეიზის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს სასკოლო ასაკის მოსწავლეთათვის განკუთვნილი პროგრამა, მათემატიკისა და მეცნიერების აკადემია — Academy of Mathematics & Science, რომელიც აშშ-ში, კანზასში მდებარეობს. აკადემია სთავაზობს STEM-ზე დაფუძნებულ სასწავლო პროგრამას, რომელიც სხვადასხვა საგნების ინტეგრირებულ სწავლებას ითვალისწინებს. ეს სისტემა არა მხოლოდ ეხმარება სტუდენტებს აკადემიურ განვითარებასა და მიღწევებში, არამედ უზრუნველყოფს აკადემიურ და კლასგარეშე მრავალფეროვნებას ყველა ინტერესისთვის.
აირჩიე სასტუმრო ინდუსტრიის ლიდერი Les Roches უნივერსიტეტი და დასაქმდი მის პარტნიორ კომპანიებში4/4/2023
სასტუმრო მენეჯმენტის მიმართულებით დაინტერესებულებს, მსოფლიოს ლიდერი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში — Les Roches უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შანსი გაქვთ.
გაინტერესებს ტურიზმის ინდუსტრია? შეარჩიე Glion-ის უნივერსიტეტი შვეიცარიაში და მიიღე შანსი დასაქმდე სასტუმრო ინდუსტრიაში მოღვაწე მსოფლიოს წამყვან კომპანიებში. აქ შეგიძლია შეისწავლო Hospitality ინდუსტრიის მართვის ყველა საფეხური და მიიღო პრაქტიკული გამოცდილება პარტნიორ კომპანიებში.
QA Higher Education არის ბრიტანეთში დაფუძნებული უმაღლესი განათლების პროვაიდერი, რომელიც გთავაზობს ბაკალავრიატის და მაგისტრატურის პროგრამებს ინგლისის წამყვან უნივერსიტეტებთან პარტნიორობით. QA ორიენტირებულია სტუდენტებისთვის მაღალი ხარისხის განათლების მიწოდებაზე, რომელიც ამზადებს მათ საერთაშორისო ბაზარზე სამუშაო ადგილისთვის. შემოთავაზებული კურსები შექმნილია იმისათვის, რომ სტუდენტებს შესძინოს ის უნარები და ცოდნა, რომლებიც მათ არჩეულ კარიერულ გზაზე წარმატების მისაღწევად სჭირდებათ.
გაინტერესებს კულინარია? გინდა, შეისწავლო კულინარიული და საკონდიტრო ხელოვნება საფრანგეთში? აირჩიე École Ducasse უნივერსიტეტი, რომელიც გთავაზობს ბაკალავრიატს კულინარიულ ხელოვნებასა და ფრანგულ საკონდიტრო ხელოვნებაში.
გაინტერესებს მოდის ინდუსტრია? მაშინ გამოიყენე შანსი, ისწავლო LIM College-ში, ნიუ იორკში. LIM (Laboratory Institute of Merchandising) College დაფუძნებულია ბიზნესისა და მოდის სამყაროს ცენტრში და სპეციალიზებულია მოდის და მასთან დაკავშირებული ინდუსტრიების ბიზნესში.
ამერიკაში სწავლის გაგრძელებით თუ ხარ დაინტერესებული, LEAF QS-თან პარტნიორობის ფარგლებში გთავაზობს Miami University Ohio-ს, რომლის მიერ შემოთავაზებულ მრავალფეროვან პროგრამებში ნამდვილად იპოვი შენთვის სასურველ საბაკალავრო თუ სამაგისტრო მიმართულებას.
ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების დიდი არჩევანი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ უნივერსიტეტში — GBSB გლობალურ ბიზნესის სკოლას, კამპუსებით ბარსელონაში, მადრიდსა და მალტაზე, განსაკუთრებული აქცენტი აქვს ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე და სტუდენტებს ინკლუზიურ სასწავლო გარემოსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო ციფრულ ხელსაწყოებს სთავაზობს, ასევე საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე დისტანციურ სწავლებას სრულად გამართული ელექტრონული სისტემით.
თუ გაინტერესებს საერთაშორისო ურთიერთობები ან საერთაშორისო ბიზნესი, აირჩიე Webster Vienna Private University, რომელიც სწავლების განსაკუთრებულ სისტემას გთავაზობს საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე, ინდივიდუალურ მიდგომას თეორიისა და პრაქტიკის ინტეგრაციითა და კვლევითი საქმიანობით.
ბიზნესის მიმართულების ყველაზე მრავალფეროვან პროგრამებს გთავაზობს Wittenborg University of Applied Sciences ნიდერლანდებში. ეს არის კერძო უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს აპელდორნსა და ამსტერდამში.
|
LEAF Blogგანათლების ცენტრის ბლოგი Archives
April 2023
|