თუ ხარ დაინტერესებული კომპიუტერული მეცნიერებებითა და ბიოტექნოლოგიების შესწავლით LEAF გთავაზობს Constructor (Jacobs) University-ს გერმანიაში, რომელიც ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია მსოფლიოს მასშტაბით. ჯეიკობსის უნივერსიტეტი ფუნქციონირებს ახალი სახელწოდებით, როგორც კონსტრუქტორ უნივერსიტეტი. სასწავლო პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს სხვადასხვა პროექტებსა და კვლევებში ჩაერთონ პირველივე კურსიდან. სასწავლო ჯგუფები არის მცირერიცხოვანი, რაც სტუდენტების მაქსიმალურ ჩართულობას უზრუნველყოფს მიმდინარე აქტივობებში.
ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ უნახავს სამეფო კარის თამაშები. HBO-ს ამ სატელევიზიო პროექტმა მსოფლიოს არაერთი მაყურებელი აღაფრთოვანა, რეალობას მოწყვიტა და მაგიურ რეალიზმში გადაისროლა.
საინტერესოა, შენ თუ იცოდი, რომ ამ სერიალზე მუშაობდნენ არა მხოლოდ პროფესიონალები, აგრეთვე, ჯერ კიდევ უნივერსიტეტის სტუდენტები, რომელთაც არ შეეშინდათ თავიანთი საუცხოო იდეების გაჟღერება და მათი რეალობად ქცევა? ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებითა და ესპანურ IE University-სა და ფრანგულ უნივერსიტეტ Audencia Business School-თან თანამშრომლობით 2022 წლის 2 აპრილს 12:00-დან 17:00 საათამდე სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 15 უნივერსიტეტს 13 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად გაესაუბრონ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები. გამოფენაზე ასევე იქნებიან LEAF-ის კონსულტანტები. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF არის 150-ზე მეტი უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი საქართველოში.
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებითა და ესპანურ IE University-ის და ფრანგულ უნივერსიტეტ Audencia Business School-თან თანამშრომლობით, 2022 წლის 2 აპრილს 12 საათიდან 17 საათამდე, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 15 უნივერსიტეტს 13 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. ასევე, პირადად გაესაუბროს უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვას მისთვის საინტერესო კითხვები.
მსოფლიოში პანდემიის გამო შექმნილმა მდგომარეობამ დიდი გავლენა იქონია განათლების სექტორზე. სულ უფრო მეტი სკოლა და უნივერსიტეტი გადადის მუშაობისა და სწავლების დისტანციურ რეჟიმზე. ამასთან ერთად, არსებობს უნივერსიტეტები, რომლებსაც დისტანციური სწავლებისა და online საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ოპერირების დიდი გამოცდილება აქვთ.
საქართველოში კერძოდ თბილისში, ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის მოწვევით, ვიზიტით იმყოფებოდა გერმანული უნივერსიტეტის CBS International Business School-ის (სი ბი ეს საერთაშორისო ბიზნესის სკოლა) წარმომადგენელი შარლოტ კრამერი. უნივერსიტეტმა მიზნად დაისახა ქართული საგანმანათლებლო სივრცის უკეთესად შესწავლა და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეარჩიონ ისეთი სტუდენტები, რომლებიც წარმატებით დაძლევენ მათ პროგრამას და ახალ სიტყვას იტყვიან ბიზნეს სამყაროში.
EU Business School-მა (იუ ბიზნეს სკოლა) 28 ოქტომბერს გამართა შეხვედრა კურსდამთავრებულებთან. ასეთ შეხვედრებს იუს კურსდამთავრებულთა ასოციაცია უკვე 7 წელია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში რეგულარულად მართავს. წელიწადში 10-15 ასეთი შეხვედრა ტარდება სხვადასხვა ქვეყანაში ევროპასა და მის გარეთ.
სტუდენტების უმრავლესობას ერთხელ მაინც უფიქრია, ხომ არ გაეგრძელებინა სწავლა საზღვარგარეთ? როცა ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ პირველი, რაც უნდა აირჩიოთ ქვეყანაა. გახსნილი საზღვრები და შენგენის ზონაში თავისუფალი მიმოსვლა საკმაოდ ბევრ შესაძლებლობას გთავაზობთ. ამ სტატიით ვეცდებით, რომ თქვენი არჩევანი გერმანიაზე შევაჩეროთ
ჰოლიდეი ინში ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრმა LEAF რიგით მეორე განათლების გამოფენას უმასპინძლა. პირველი გამოფენა 2019 წლის გაზაფხულზე გაიმართა და მასში მონაწილე მოსწავლეებისა და სტუდენტების სააპლიკაციო პროცესი ამ ეტაპზე მიმდინარეობს.
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი წარმოგიდგენთ უნივერსიტეტების ვიდეო-მიმოხილვების სერიას, რომელიც გაგაცნობთ 5 ოქტომბერს განათლების საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეებს.
|
LEAF Blogგანათლების ცენტრის ბლოგი Archives
April 2023
|