ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებითა და ესპანურ IE University-სა და ფრანგულ უნივერსიტეტ Audencia Business School-თან თანამშრომლობით 2022 წლის 2 აპრილს 12:00-დან 17:00 საათამდე სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 15 უნივერსიტეტს 13 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად გაესაუბრონ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები. გამოფენაზე ასევე იქნებიან LEAF-ის კონსულტანტები. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF არის 150-ზე მეტი უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი საქართველოში. განათლების გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: http://logos.edu.ge/leaf/
გამოფენის მონაწილე Gisma Business School გახლავთ კერძო, თანამედროვე ბიზნეს სკოლა, რომელსაც კამპუსები ჰანოვერში, ბერლინში, პოცდამსა და ჰამბურგში აქვს. უნივერსიტეტს გერმანული აკრედიტაცია აქვს, რომელსაც გერმანიაში Hochschule Status-ით იცნობენ. უნივერსიტეტი 1999 წელს დაარსდა და ის გერმანულ უნივერსიტეტთა იმ სიაში შედის, რომლის კარებიც ნებისმიერი საერთაშორისო სტუდენტისვისაა ღია. Gisma მომავალ სტუდენტებს საბაკალავრო და სამასგიტრო ხარისხებს სრულიად ინგლისურ ენაზე სთავაზობს. მოგეხსენებათ გერმანული განათლება დღევანდელ დღეს საკმაოდ პრესტიჟულია, ამასთან ერთად დიპლომი რომელსაც უნივერსიტეტი გასცემს, არის არა მარტო გერმანიაში, არამედ საერთაშორისოდ აკრედიტირებული. უნივერსიტეტს წელიწადში 4 მიღება აქვს, რაც სტუდენტს აძლევს მყარად საუნივერსიტეტოდ მომზადების საშუალებას. ამასთან ერთად უნივერსიტეტს აქვს მოსამზადებელი კურსები, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებისთვის, ასევე გერმანულ ენაში მოსამზადებელი კურსებიც. გერმანულ ენაში მოსამზადებელი კურსი საერთაშორისო სტუდენტს საშუალებას აძლევს ჩააბაროს 1-წლიან მოსამზადებელ კურსზე გერმანულ ენაში, რის შემდეგაც ბაკალავრზე ჩაბარება ბევრად მარტივი ხდება. საბაკალავრო პროგრამები:
სამაგისტრო პროგრამები:
Comments are closed.
|
LEAF Blogგანათლების ცენტრის ბლოგი Archives
April 2023
|