ბიზნესის მიმართულების ყველაზე მრავალფეროვან პროგრამებს გთავაზობს Wittenborg University of Applied Sciences ნიდერლანდებში. ეს არის კერძო უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს აპელდორნსა და ამსტერდამში.
განათლების ცენტრის ორგანიზებითა და ესპანურ IE University-თან, ამერიკულ The Academy of Mathematics and Science-სა და ამერიკულ უნივესიტეტ The Global American University, Schiller-თან თანამშრომლობით 2022 წლის 8 ოქტომბერს 12:00-დან 17:00 საათამდე სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 20 უნივერსიტეტს 18 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად გაესაუბრონ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები. გამოფენაზე ასევე იქნებიან LEAF-ის კონსულტანტები. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF არის 150-ზე მეტი უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი საქართველოში.
საქართველოში კერძოდ თბილისში ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის LEAF-ის მოწვევით ვიზიტით იმყოფებოდნენ ნიდერლანდური უნივერსიტეტის TIO University of Applied Sciences (ტიოს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი) წარმომადგენლები საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამნეტის ხელმძღვანელი მარტინ ვესტერბრინკი და უნივერსიტეტი ლექტორი ჯორჯ ოომენი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტიოს წარმომადგენლები ჩამოდიან. უნივერსიტეტი დაინტერესებულია საქართველოთი და გამოხატა მაღალი მზაობა მიიღოს სტუდენტები საქართველოდან ბაკალავრიატის დონეზე
ჰოლიდეი ინში ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრმა LEAF რიგით მეორე განათლების გამოფენას უმასპინძლა. პირველი გამოფენა 2019 წლის გაზაფხულზე გაიმართა და მასში მონაწილე მოსწავლეებისა და სტუდენტების სააპლიკაციო პროცესი ამ ეტაპზე მიმდინარეობს.
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი წარმოგიდგენთ უნივერსიტეტების ვიდეო-მიმოხილვების სერიას, რომელიც გაგაცნობთ 5 ოქტომბერს განათლების საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეებს.
![]() ტურიზმის მენეჯმენტი საქართველოშიც და მსოფლიოშიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პერსპექტიული პროფესიაა. ჰოლანდია კი, საუკეთესო ადგილია ამ სფეროს შესასწავლად, რადგან ტურიზმი ძალიან განვითარებულია და მუდმივად სიახლეებს სთავაზობს დამსვენებლს.
ნუცა გველესიანი ჩვენი კურსდამთავრებულია, რომელიც ამჟამად ამსტერდამში, TIO-ს უნივერსიტეტში, Hospitality-ის (ტურიზმნის მენეჯმენტი) ფაკულტეტის 1 კურსის სტუდენტი და სტიპენდიანტია. ნუცა ვიდეოში გვიყვება თავისი გამოცდილების შესახებ, TIO-ში სწავლასთან და ჩაბარების პროცესთან დაკავშირებით. ამ სასიამოვნო და მნიშვნელოვანი სიახლით დავიწყეთ ახალი წელი, მნიშნელოვანი, თუმცა მწირი ინფორმაციით. ახლა უკვე მზად ვართ, კიდევ უფრო მეტი გიამბოთ ამ სიახლის შესახებ.ნიდერლანდებში სწავლის გაგრძელების მსურველი ქართველი სტუდენტები გამუდმებით აწყდებოდნენ ერთ პროლემას. უმაღლესი კვლევითი უნივერსიტეტები არ აღიარებენ ქართულ ატესტატს. ჰოლანდიის უნივერსიტეტები მისდევენ NUFFIC-ის რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც ქართული ატესტატი არ უთანაბრდება ჰოლანდიის ატესტატს.
|
LEAF Blogგანათლების ცენტრის ბლოგი Archives
April 2023
|