Education Center LEAF
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG

TIO University of Applied Sciences-ის წარმომადგენლები თბილისელ მოსწავლეებს შეხვდნენ

9/3/2020

 
Picture
საქართველოში კერძოდ თბილისში ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის LEAF-ის მოწვევით ვიზიტით იმყოფებოდნენ ნიდერლანდური უნივერსიტეტის TIO University of Applied Sciences (ტიოს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი) წარმომადგენლები საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამნეტის ხელმძღვანელი მარტინ ვესტერბრინკი და უნივერსიტეტი ლექტორი ჯორჯ ოომენი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ტიოს წარმომადგენლები ჩამოდიან. უნივერსიტეტი დაინტერესებულია საქართველოთი და გამოხატა მაღალი მზაობა მიიღოს სტუდენტები საქართველოდან ბაკალავრიატის დონეზე
ტიომ რამდენიმე შეხვედრა გამართა სკოლის მოსწავლეებთან. უნივერსიტეტი 24, 25 და 26 თებერვალს ეწვია საერთაშორისო აკადემია ლოგოსს, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლას, IB მთიებს, წმ. გიორგის სახელობის ბრიტანულ-ქართულ სკოლას, მე-6 საავტორო სკოლასა და ქართულ-ამერიკულ სკოლას, სადაც ჩატარდა გაცნობითი სახის პრეზენტაციები. მოსწავლეებს ქონდათ საშუალება პირადად გასაუბრებოდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენელს და დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები.

საქართველოს მოქალაქე აპლიკანტებს აქვთ შესაძლებლობა მოიპოვონ დაფინანსება უნივერსიტეტისგან. ტიოს აქვს 25%-იანი და 50%-იანი საგრანტო პროგრამა მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებისათვის.

უნივერსიტეტს ასევე აქვს საზაფხულო პროგრამა, რომელში მონაწილეობაც ღირს 795 ევრო. აღნიშნული თანხა მოაკლდება სწავლის საფასურს იმ შემთხვევაში, თუ საზაფხულო პროგრამის მონაწილე სწავლას ტიოში გააგრძელებს. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საკმარისია ეწვიოთ ტიოს უნივერსიტეტის გვერდს leaf.ge-ზე და გაიაროთ რეგისტრაცია.
​
მარტინმა და ჯორჯმა სპეციალურად LEAF-ისთვის ჩაწერეს ვიდეო პრეზენტაცია, რომელსაც ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ.
ტიოს შესახებტიოს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს საერთაშორისო ტურიზმი, ბიზნესი ან ივენთ მენეჯმენტი. ჩამოთვლილ სფეროებში ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკული ცოდნის მიღება, რომელიც თანხვედრაშია თანამედროვე ტენდეციებთან. ტიო მდებარეობს ჰოლანდიაში. მას გააჩნია რამდენიმე კამპუსი სხვადასხვა ქალაქში: უტრეხტი, ამსტერდამი, ეინდჰოვენში, ჰენგელოსა და როტერდამში. ინგლისურენოვანი პროგრამა მხოლოდ უტრეხტისა და ამსტერდამის კამპუსებზე ისწავლება.

ტიო გასცემს ბაკალავრის დიპლომს ოთხი მიმართულებით: სასტუმროსა და ივენთების მართვა, საერთაშორისო ტურიზმი, საერთაშორისო ბიზნესი და კომერცია-მეწარმეობა-ორგანიზაციაში (CEO). უნივერსიტეტში მიმდინარეობს პროექტებზე დაფუძნებული სწავლება. ანუ სტუდენტები სწავლობენ კეთებით და აკადემიური პროგრამა არ შემოიფარგლება მხოლოდ თეორიული ცოდნის გადაცემით. სასწავლო ჯგუფები არის მცირე ზომის, რაც ნიშნავს ინდივიდუალურ ყურადღებასა და სტუდენტების საჭიროებების გათვალისწინებას.
​
სწავლის ღირებულება არის 19 400 ევრო წელიწადში. იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ისწავლის 4 წლიანი პროგრამით, მე-4 აკადემიური წლის ღირებულება არის 9 700 ევრო. აღნიშნულ თანხაში შედის სასწავლო მასალა და საგანმანათლებლო მოგზაურობები.

Comments are closed.

    LEAF Blog

    განათლების ცენტრის ბლოგი

    Archives

    April 2022
    March 2022
    November 2021
    October 2021
    September 2021
    April 2021
    March 2021
    September 2020
    June 2020
    May 2020
    March 2020
    February 2020
    December 2019
    October 2019
    September 2019
    March 2019
    February 2019
    January 2019
    December 2018
    November 2018
    February 2017
    December 2016

    Subscribe to Newsletter

    All
    Alumni
    CBS International Business School
    College Counseling
    EU Business School
    IELTS
    MBA
    SAT
    TIO University Of Applied Sciences
    TOEFL
    ბაკალავრიატი ამერიკაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი ევროპაში
    ბაკალავრიატი ესპანეთში
    ბრიტანული დიპლომი
    ბრიტანული დიპლომი
    განათლების გამოფენა
    დაფინანსება გერმანიაში
    ინგლისური ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის კურსები
    ინგლისური ენის კურსები ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის შესწავლა
    ინგლისური ენის ცენტრი
    ინგლისური ლიტერატურა
    ინგლისური წიგნები უცხოელებისთვის
    მაგისტრატურა ამერიკაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა ევროპაში
    მაგისტრატურა ესპანეთში
    მარტივად წასაკითხი წიგნები ინგლისურ ენაზ
    რა არის GPA
    როგორ გადავიყვანოთ GPA
    როგორ გამოვთვალოთ GPA
    როგორ ვისაუბროთ ინგლისურად გამართულად?
    როგორ ვისწავლოთ ინგლისური ენა მარტივად
    სწავლა Jacobs-ში
    სწავლა ამერიკაში
    სწავლა ამსტერდამში
    სწავლა გერმანიაში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა ევროპაში
    სწავლა ესპანეთში
    სწავლა იტალიაში
    სწავლა ნიდერლანდებში
    სწავლა პრაღაში
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა ჰოლანდიაში
    სწავლის დაფინანსება
    წიგნები ინგლისურ ენაზე

    RSS Feed

გამსახურდიას (პეკინის) გამზ. 34

სასარგებლო ბმულები:

კურსები
უნივერსიტეტები
სწავლა საზღვარგარეთ

+995 32 294 6174

    გამოიწერეთ სიახლეები

გამოწერა
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG