EU Business School-მა (იუ ბიზნეს სკოლა) 28 ოქტომბერს გამართა შეხვედრა კურსდამთავრებულებთან. ასეთ შეხვედრებს იუს კურსდამთავრებულთა ასოციაცია უკვე 7 წელია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში რეგულარულად მართავს. წელიწადში 10-15 ასეთი შეხვედრა ტარდება სხვადასხვა ქვეყანაში ევროპასა და მის გარეთ.
საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას ახლავს ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავი — დაფინანსება. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF გთავაზობთ რჩევებს დაფინანსების მოპოვებასთან დაკავშირებით. რჩევებთან ერთად მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მომსახურება, რომლის ფარგლებშიც ცენტრის განათლების კონსულტანტები მათ დაეხმარებიან დაფინანსების მოპოვებაში. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
ჰოლიდეი ინში ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრმა LEAF რიგით მეორე განათლების გამოფენას უმასპინძლა. პირველი გამოფენა 2019 წლის გაზაფხულზე გაიმართა და მასში მონაწილე მოსწავლეებისა და სტუდენტების სააპლიკაციო პროცესი ამ ეტაპზე მიმდინარეობს.
ესპანეთი უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის წევრია, ისევე როგორც საქართველო. რაც იმას ნიშნავს რომ, საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება, ასევე მობილობის გაკეთება ჩვენი მოქალაქეებისთვის მარტივია. ვიდეოში შეიტყობთ, ესპანეთის უნივერსიტეტების საშუალო ფასებს, რა საბუთები და რომელი ტესტების ჩაბარება არის საჭირო ესპანეთში სწავლის გასაგრძელებლად.
გივი გუნცაძე გვიამბობს განათლების სამინისტროს ორგანიზაციაზე, რომლის ძირითადი მოვალეობა არის საგანმანათლებლო სივრცის ინტერნაციონალიზაცია (www.sepie.es). |
LEAF Blogამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ბლოგი Archives
April 2021
|