ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF გაძლევთ შესაძლებლობას, რომ მიიღოთ კონსულტაცია და დახმარება მსოფლიოს საუკეთესო MBA პროგრამებზე ჩასარიცხად ამერიკისა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტებში. ამ შესაძლებლობის გამოყენების საუკეთესო დრო შეიძლება სწორედ ახლა იყოს. გაეცანით LEAF-ის MBA College Counseling-ის მომსახურების ხელმძღვანელის ჯაბა შალამბერიძის მოსაზრებას:
EU Business School-მა (იუ ბიზნეს სკოლა) 28 ოქტომბერს გამართა შეხვედრა კურსდამთავრებულებთან. ასეთ შეხვედრებს იუს კურსდამთავრებულთა ასოციაცია უკვე 7 წელია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში რეგულარულად მართავს. წელიწადში 10-15 ასეთი შეხვედრა ტარდება სხვადასხვა ქვეყანაში ევროპასა და მის გარეთ.
საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას ახლავს ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავი — დაფინანსება. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF გთავაზობთ რჩევებს დაფინანსების მოპოვებასთან დაკავშირებით. რჩევებთან ერთად მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მომსახურება, რომლის ფარგლებშიც ცენტრის განათლების კონსულტანტები მათ დაეხმარებიან დაფინანსების მოპოვებაში. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
სტუდენტების უმრავლესობას ერთხელ მაინც უფიქრია, ხომ არ გაეგრძელებინა სწავლა საზღვარგარეთ? როცა ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ პირველი, რაც უნდა აირჩიოთ ქვეყანაა. გახსნილი საზღვრები და შენგენის ზონაში თავისუფალი მიმოსვლა საკმაოდ ბევრ შესაძლებლობას გთავაზობთ. ამ სტატიით ვეცდებით, რომ თქვენი არჩევანი გერმანიაზე შევაჩეროთ
ჰოლიდეი ინში ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრმა LEAF რიგით მეორე განათლების გამოფენას უმასპინძლა. პირველი გამოფენა 2019 წლის გაზაფხულზე გაიმართა და მასში მონაწილე მოსწავლეებისა და სტუდენტების სააპლიკაციო პროცესი ამ ეტაპზე მიმდინარეობს.
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი წარმოგიდგენთ უნივერსიტეტების ვიდეო-მიმოხილვების სერიას, რომელიც გაგაცნობთ 5 ოქტომბერს განათლების საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეებს.
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი წარმოგიდგენთ უნივერსიტეტების ვიდეო-მიმოხილვების სერიას, რომელიც გაგაცნობთ 5 ოქტომბერს განათლების საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეებს. მათ შორის არის ვილნიუსის უნივერსიტეტი, რომელიც ლიეტუვას დედაქალაქში მდებარეობს. ის ყველაზე დიდი უნივერსიტეტია ლიეტუვაში და ასევე არის ბალტიისპირეთში ყველაზე ძველი, 440 წლის.
ბრიტანეთის საკონსულოს კვლევის მიხედვით, სტუდენტები რამდენიმე კრიტერიუმის გამო ირჩევენ უცხოეთში სწავლას. მათ შორისაა ახალი კულტურისა და ცხოვრების სტილის გაცნობა. ისინი ასევე ფიქრობენ, რომ ეს გამოცდილება მათ პროფესიულ კარიერას სამომავლოდ მეტ პერსპექტივას შესძენს.
თუ საზღვარგარეთ გინდა ისწავლო იაფად, მაშინ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე უნდა მიხვიდე25/3/2019
შენი ოცნების ახდენა შენს ხელშია, ამისათვის მხოლოდ მონდომებაა აუცილებელი და საჭირო ადგილას, საჭირო დროს უნდა აღმოჩნდე. ცხოვრებაში იშვიათად ხდება ისე, რომ ვინმემ გიკარნახოს, სად იხსნება შენი მომავლის კარი. თუმცა, შენ იღბლიანი ხარ, რადგან ამ სტატიაში ჩვენ სწორედ იმ ადგილს მიგასწავლით, სადაც დაგეხმარებიან გაიკვლიო გზა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებამდე, თანაც დიდი ფინანსების გარეშე.
იტალიაში უნივერსიტეტების უმრავლესობა საჯაროა და შედარებით ხელმისაწვდომი ფასები აქვს, 1000-დან 2000 ევრომდე წელიწადში. თუმცა კეძო უნივერსიტეტის შემთხვევაში გადასახადი გაცილებით მეტია.
|
LEAF Blogამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ბლოგი Archives
April 2021
|