ისწავლე კომპიუტერული მენციერებები გერმანიის GISMA University-ში და დასაქმდი მის პარტნიორ კომპანიებში21/3/2023
თუ ხარ დაინტერესებული კომპიუტერული მეცნიერებებისა და ინჟინერიის მიმართულებებით, LEAF გთავაზობს GISMA გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტს გერმანიაში. GISMA-ს აქვს პარტნიორობა მსოფლიოს უამრავ წამყვან უნივერსიტეტთან და ბიზნეს სკოლებთან, მათ შორის Grenoble Ecole de Management საფრანგეთში, The University of Law დიდ ბრიტანეთში და Virginia Tech აშშ-ში. ეს პარტნიორობა საშუალებას მოგცემს მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში და ისწავლო სხვადასხვა ქვეყანაში. განათლების ცენტრ LEAF-ის ორგანიზებით 2023 წლის 8 აპრილს გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა. დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებლობა გექნება პირადად შეხვდე უნივერსიტეტის წარმომადგენელს, მიიღო შენთვის საჭირო ინფორმაცია უნივერსიტეტის პროგრამების, სტუდენტური ცხოვრების და დასაქმების პერსპექტივების შესახებ. GISMA-ს ასევე აქვს ძლიერი ინდუსტრიული ფოკუსირება და მისი სასწავლო პროგრამები შემუშავებულია წამყვან კომპანიებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. უნივერსიტეტს ჰყავს კარიერული სერვისების გუნდი, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს სტუდენტებთან, რათა დაეხმაროს მათ კარიერის დაგეგმვაში, სტაჟირებასა და დასაქმებაში. შემოთავაზებული საბაკალავრო პროგრამები:
შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამები:
GISMA აკრედიტებულია გერმანიის მეცნიერებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საბჭოს მიერ (Wissenschaftsrat) და ასევე არის ასოციაციის წევრი ბიზნესის განვითარების კოლეგიური სკოლების (AACSB). უნივერსიტეტი მოწოდებულია უზრუნველყოს მაღალი ხარისხის განათლება, რომელიც ამზადებს სტუდენტებს წარმატებული კარიერისთვის მათ არჩეულ სფეროებში. განათლების ცენტრი LEAF, GISMA-ს უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში, სააპლიკაციო პროცესში დახმარებას სრულიად უფასოდ გაგიწევს. გამოიყენე შესაძლებლობა პირადად შეხვდე ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს განათლების საერთაშორისო გამოფენაზე 8 აპრილს 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, Pullman Axis Towers-ში. განათლების გამოფენის ოქროს სპონსორია Transport and Telecommunication Institute, ხოლო ვერცხლის სპონსორია Academy of Mathematics & Science, The Global American University, Schiller; Constructor (Jacobs) University. რეგისტრაცია და დასწრება არის სრულიად უფასო. მონაწილეობის მისაღებად საჭიროა დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე. LEAF-ის განათლების გამოფენის პარტნიორია McCann Tbilisi. გამოფენის ფარგლებში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს Bene Exclusive. Comments are closed.
|
LEAF Blogგანათლების ცენტრის ბლოგი Archives
April 2023
|