მსოფლიოში პანდემიის გამო შექმნილმა მდგომარეობამ დიდი გავლენა იქონია განათლების სექტორზე. სულ უფრო მეტი სკოლა და უნივერსიტეტი გადადის მუშაობისა და სწავლების დისტანციურ რეჟიმზე. ამასთან ერთად, არსებობს უნივერსიტეტები, რომლებსაც დისტანციური სწავლებისა და online საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ოპერირების დიდი გამოცდილება აქვთ.
საქართველოში კერძოდ თბილისში, ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის მოწვევით, ვიზიტით იმყოფებოდა გერმანული უნივერსიტეტის CBS International Business School-ის (სი ბი ეს საერთაშორისო ბიზნესის სკოლა) წარმომადგენელი შარლოტ კრამერი. უნივერსიტეტმა მიზნად დაისახა ქართული საგანმანათლებლო სივრცის უკეთესად შესწავლა და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეარჩიონ ისეთი სტუდენტები, რომლებიც წარმატებით დაძლევენ მათ პროგრამას და ახალ სიტყვას იტყვიან ბიზნეს სამყაროში.
EU Business School-მა (იუ ბიზნეს სკოლა) 28 ოქტომბერს გამართა შეხვედრა კურსდამთავრებულებთან. ასეთ შეხვედრებს იუს კურსდამთავრებულთა ასოციაცია უკვე 7 წელია მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში რეგულარულად მართავს. წელიწადში 10-15 ასეთი შეხვედრა ტარდება სხვადასხვა ქვეყანაში ევროპასა და მის გარეთ.
საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას ახლავს ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავი — დაფინანსება. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF გთავაზობთ რჩევებს დაფინანსების მოპოვებასთან დაკავშირებით. რჩევებთან ერთად მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ მომსახურება, რომლის ფარგლებშიც ცენტრის განათლების კონსულტანტები მათ დაეხმარებიან დაფინანსების მოპოვებაში. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
|
LEAF Blogამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ბლოგი Archives
April 2021
|