Education Center LEAF
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG

სამმაგი აკრედიტაციის მქონე პროგრამები დისტანციურად – EU Business School

20/3/2020

 
Picture
​მსოფლიოში პანდემიის გამო შექმნილმა მდგომარეობამ დიდი გავლენა იქონია განათლების სექტორზე. სულ უფრო მეტი სკოლა და უნივერსიტეტი გადადის მუშაობისა და სწავლების დისტანციურ რეჟიმზე. ამასთან ერთად, არსებობს უნივერსიტეტები, რომლებსაც დისტანციური სწავლებისა და online საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ოპერირების დიდი გამოცდილება აქვთ.
ერთ-ერთი ასეთი უნივერსიტეტია შვეიცარული EU Business School, რომელიც ონლაინ პროგრამების ფართო არჩევანს გთავაზობთ ბიზნესის კუთხით, როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურზე. პროგრამები მოიცავენ ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომის გაცემას. უნივერსიტეტის მიზანია სტუდენტებს შესთავაზოს ხარისხიანი ალტერნატივა იმისათვის, რომ მათ არ მოუწიოთ უარის თქმა განათლების მიღებაზე. აპლიკანტებს შეუძლიათ დისტანციურ რეჟიმში სწავლა როგორც დროებით, სანამ ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს არ დაუბრუნდებიან და ვერ შეძლებენ უნივერსიტეტის 4 კამპუსიდან ერთ-ერთში სწავლას, ასევე, მთელი პროგრამის ხანგრძლივობით.

დისტანციური პროგრამების შესახებ დამატებით ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ ეწვიოთ EU Business School-ის ვებ-გვერდს და გაიაროთ რეგისტრაცია. ასევე შეგიძლიათ მიმართოთ ამერიკულ-ქართულ განათლების ცენტრ LEAF-ს, სადაც სააპლიკაციო პროცესში დისტანციურად და სრულიად უფასოდ დაგეხმარებიან.

შემოთავაზებული კურსების მიმოხილვა იხილეთ ქვემოთ.

ბაკალავრიატი:ბაკალავრიატის საფეხურზე, უნივერსიტეტს აქვს ბიზნეს ადმინისტრირების ონლაინ საბაკალავრო პროგრამა და ე.წ. Executive Bachelor in Business Administration.

Ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა (BBA - Bachelor of Business Administration) 3-წლიანია. Პროგრამაზე მიღება წელიწადში ოთხჯერ ხდება და დაწყების ეტაპებია ოქტომბერში, თებერვალში, ივნისსა და აგვისტოში.
​
EBBA - Executive Bachelor in Business Administration - აღნიშნული კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც არ აქვს ბაკალავრის დიპლომი, თუმცა აქვს მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება საშუალო და მაღალ მენეჯერულ პოზიციებზე. კურსი ერთწლიანია. იქიდან გამომდინარე, რომ ამ კურსის სტუდენტებს პრაქტიკული გამოცდილება საკმაოდ აქვთ, კურსის ძირითადი ნაწილი მოიცავს თეორიული ცოდნის გაღრმავებასა და საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებისაკენ მიმართულ კურსებს. ამ კურსის დასრულების შემდგომ, სტუდენტებს აქვთ საშუალება, გაიარონ მაგისტრატურა EU Business School-ში.
Picture
სწავლის დასრულების შემდგომ კურსდამთავრებული მიიღებს ბაკალავრის დიპლომს EU Business School-ისგან, რომელიც საერთაშორისოდ აკრედიტებულია ACBSP-ის, IACBE-ის და IQA-ის მიერ და სერტიფიცირებულია eduQua-ს მიერ.

BBA პროგრამის შემთხვევაში, ასევე, სახელმწიფო აღიარების მქონე ბაკალავრის დიპლომს ესპანური უნივერსიტეტის - Universidad Católica San Antonio de Murcia (UCAM)-სგან (título propio).

მაგისტრატურა:
  • Master in Management
  • Master in Marketing
  • Master in Innovation & Entrepreneurship
  • Master in Fashion & Luxury Business

აღნიშნული ოთხივე სამაგისტრო პროგრამა ერთწლიანია, რაც სამ სემესტრს მოიცავს. ეს სამაგისტრო პროგრამები წელიწადში სამჯერ იწყება: ოქტომბერში, იანვარსა და მარტში.
  • MBA in International Business
  • MBA in Communication & Public Relations
  • MBA in International Marketing
  • MBA in Global Banking & Finance
  • MBA in Entrepreneurship
  • MBA in Digital Business
  • MBA in Human Resources Management
  • MBA in Blockchain Management
  • Master of Business Administration (MBA)
  • MSc in International Management

აღნიშნული MBA პროგრამები ერთწლიანია, რაც სამ სემესტრს მოიცავს. აღნიშნული სამაგისტრო პროგრამებიც წელიწადში სამჯერ იწყება: ოქტომბერში, იანვარსა და მარტში.

MBA პროგრამებზე სწავლის დროს, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ მეორე კვალიფიკაცია, მეორე სახელმწიფოს მიერ აკრედიტებული ხარისხი ლონდონის University of Roehampton-ის მიერ. აღსანიშნავია, რომ ის სტუდენტები, რომლებსაც 2 წელზე ნაკლები პროფესიული გამოცდილება ექნებათ, მიიღებენ MSc in International Management ხარისხს მაშინ, როცა 2 წელზე მეტი გამოცდილების მქონე სტუდენტები მიიღებენ MBA-ს. ორივე ხარისხის მისაღებად სტუდენტებს მოეთხოვებათ, EU MBA საკურსო ნამუშევართან ერთად, დაასრულონ EU business competency simulation და დაწერონ University of Roehampton-ის დისერტაცია.

სწავლის დასრულების შემდგომ კურსდამთავრებული მიიღებს მაგისტრის დიპლომს EU Business School-ისგან, რომელიც საერთაშორისოდ აკრედიტებულია ACBSP-ის, IACBE-ის და IQA-ის მიერ და სერტიფიცირებულია eduQua-ს მიერ.
​
ასევე, სახელმწიფო აღიარების მქონე მაგისტრის დიპლომს ესპანური უნივერსიტეტის - Universidad Católica San Antonio de Murcia (UCAM)-სგან (título propio).

Comments are closed.

    LEAF Blog

    განათლების ცენტრის ბლოგი

    Archives

    April 2022
    March 2022
    November 2021
    October 2021
    September 2021
    April 2021
    March 2021
    September 2020
    June 2020
    May 2020
    March 2020
    February 2020
    December 2019
    October 2019
    September 2019
    March 2019
    February 2019
    January 2019
    December 2018
    November 2018
    February 2017
    December 2016

    Subscribe to Newsletter

    All
    Alumni
    CBS International Business School
    College Counseling
    EU Business School
    IELTS
    MBA
    SAT
    TIO University Of Applied Sciences
    TOEFL
    ბაკალავრიატი ამერიკაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი ევროპაში
    ბაკალავრიატი ესპანეთში
    ბრიტანული დიპლომი
    ბრიტანული დიპლომი
    განათლების გამოფენა
    დაფინანსება გერმანიაში
    ინგლისური ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის კურსები
    ინგლისური ენის კურსები ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის შესწავლა
    ინგლისური ენის ცენტრი
    ინგლისური ლიტერატურა
    ინგლისური წიგნები უცხოელებისთვის
    მაგისტრატურა ამერიკაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა ევროპაში
    მაგისტრატურა ესპანეთში
    მარტივად წასაკითხი წიგნები ინგლისურ ენაზ
    რა არის GPA
    როგორ გადავიყვანოთ GPA
    როგორ გამოვთვალოთ GPA
    როგორ ვისაუბროთ ინგლისურად გამართულად?
    როგორ ვისწავლოთ ინგლისური ენა მარტივად
    სწავლა Jacobs-ში
    სწავლა ამერიკაში
    სწავლა ამსტერდამში
    სწავლა გერმანიაში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა ევროპაში
    სწავლა ესპანეთში
    სწავლა იტალიაში
    სწავლა ნიდერლანდებში
    სწავლა პრაღაში
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა ჰოლანდიაში
    სწავლის დაფინანსება
    წიგნები ინგლისურ ენაზე

    RSS Feed

გამსახურდიას (პეკინის) გამზ. 34

სასარგებლო ბმულები:

კურსები
უნივერსიტეტები
სწავლა საზღვარგარეთ

+995 32 294 6174

    გამოიწერეთ სიახლეები

გამოწერა
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG