Education Center LEAF
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Spring Fair 2023
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG

ისწავლე და დასაქმდი კრეატიულ ინდუსტრიაში — MDH უნივერსიტეტის პრეზენტაცია

2/3/2023

 
Picture
ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ უნახავს სამეფო კარის თამაშები. HBO-ს ამ სატელევიზიო პროექტმა მსოფლიოს არაერთი მაყურებელი აღაფრთოვანა, რეალობას მოწყვიტა და მაგიურ რეალიზმში გადაისროლა.
​
საინტერესოა, შენ თუ იცოდი, რომ ამ სერიალზე მუშაობდნენ არა მხოლოდ პროფესიონალები, აგრეთვე, ჯერ კიდევ უნივერსიტეტის სტუდენტები, რომელთაც არ შეეშინდათ თავიანთი საუცხოო იდეების გაჟღერება და მათი რეალობად ქცევა?
​გინახავს მალეფისენტი? სწორედ ის მალეფისენტი, რომელშიც ანჯელინა ჯოლიმ თავის შვილთან, ვივიენ ჯოლი პიტთან ერთად, დაუვიწყარი კომპიუტერული სპეცეფექტების ფონზე პერსონაჟის პოსტმოდერნული გარდასახვა გვიჩვენა.

ამ ფილმებზე სწორედ MDH უნივერსიტეტის კურსის სტუდენტები მუშაობდნენ.

MDH-ის კურსდამთავრებულთა შესანიშნავ ნამუშევრებშია აგრეთვე ყველასთვის ასე საყვარელი იურული პერიოდის პარკი, ფორსაჟი 8, ადამიანი ობობა, X-ადამიანები, გალაქტიკის მცველები, შავი პანთერა და სხვ.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ციფრული დიზაინისა და მენეჯმენტის მიმართულებით MDH University of Applied Sciences მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია.

განათლების ცენტრი LEAF ქართველ ახალგაზრდებს და მათ, ვისაც სურს სწავლა ამ მიმართულებით გერმანიაში გააგრძელონ, შესაძლებლობას გაძლევთ, შეხვდეთ და გაესაუბროთ MDH-ის წარმომადგენლებს თბილისში, 4 მარტს 14:00 სთ-ზე Pullman Axis Towers-ში!
​

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შეხვედრის ფარგლებში გიორგი ჩავლეიშვილი ისაუბრებს გერმანიაში სასწავლებლად ჩაბარებასთან დაკავშირებულ პროცესებზე და საჭიროებებზე ქართველებისთვის. გიორგის მეშვეობით ასობით მოსწავლე ჩაირიცხა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით.
​ახლა კი ცოტა უფრო დეტალურად უნივერსიტეტის შესახებ:

MDH უნივერსიტეტი 1988 წელს დაარსდა და უკვე 35-ე წელია, ინოვაციური იდეების მქონე მსოფლიოს სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებს ერთ სივრცეში აერთიანებს.

უნივერსიტეტმა სრული აკრედიტაცია 2004 წელს მოიპოვა.

MDH უნივერსიტეტის სასწავლო კამპუსები მდებარეობს ბერლინში, მიუნხენსა და დიუსელდორფში. უნივერსიტეტი გვთავაზობს სასწავლო პროგრამებს კინოს, ვიდეო თამაშების, დიზაინის, მოდისა და ამ სფეროების მენეჯმენტის მიმართულებით.

MDH პირველი კერძო უნივერსიტეტია გერმანიაში, რომელმაც მედია დიზაინის, თამაშებისა და ფილმების დიზაინის მიმართულებით აკადემიური ხარისხის მოპოვების შესაძლებლობა მისცა სტუდენტებს. MDH არის ის უნივერსიტეტი, რომელმაც არაერთ ადამიანს საკუთარი ნიჭი აღმოაჩენინა, დაეხმარა განვითარებაში და მათ გენიალურ იდეებს ფრთები შეასხა, მსოფლიოს მაყურებლებს კი ასე საყვარელი ფილმები თუ სერიალები უსახსოვრა.

MDH მსოფლიოს ყველაზე უნიკალური, პატარა უნივერსიტეტია, რომელიც ლიდერია მსოფლიოს კრეატიულ-შემოქმედებით უნივერსიტეტის შორის. სტუდენტების 87% ევროკავშირის მოქალაქეა.

ამჟამად უნივერსიტეტი 6 000-ზე მეტი საერთაშორისო ინდუსტრიული კომპანიის პარტნიორია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ სწავლა კრეატიულ ინდუსტრიაში დასაქმებისთვის ერთგვარი კარიბჭეა.
უნივერსიტეტის კრეატიულ კურსს მაღალკვალიფიციური და დიდი გამოცდილების მქონე პროფესორები უძღვებიან.

უნივერსიტეტი მე-5 სემესტრის სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ჩაერთონ ანაზღაურებად სტაჟირებებში. სტუდენტებს გაუვლიათ სტაჟირება და პროფესორებთან ერთად უმუშავიათ მარველის ფილებზე.

უნივერსიტეტს ჰყავს 40 000-ზე მეტი კურსდამთავრებული, რომელთაგან 120-ზე მეტს აღმასრულებელი დირექტორის პოზიცია უკავია Linkedin-ის მონაცემებით.

უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები მუშაობენ ისეთ დიდ კომპანიებში, როგორიცაა Trixter, Scanline, Pixomondo, Rise FX, BMW, Bosch/Siemens.

სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ იმუშაონ კომპიუტერულ თამაშებსა და მაღალი მოდის ციფრულ ინდუსტრიაშიც.

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, სტუდენტები გერმანიაში სამსახურის მოძიებისთვის მაქსიმუმ 18-თვიან სავიზო გარანტიას იღებენ.

კომპიუტერული თამაშების მიმართულებით, MDH-ის სტუდენტები 2016 წლის "ახალგაზრდა ტალანტების კონკურსის" პრიზიორები გახდნენ, წლის საუკეთესო ვიდეო თამაშისთვის Cubiverse.

ამავე მიმართულებით, MDH-ის კურსდამთავრებულებმა იმუშავებს ისეთი ვიდეო თამაშების შექმნაზე, როგორიცაა: Realm of the Machines, Mercury Shift 3D, Tink, The Last Tinker: City of Colors, Windchaser და სხვ.
​
მოდის მენეჯმენტი გაინტერესებს? ამ შემთხვევაშიც, MDH საუკეთესო არჩევანი იქნება. MDH-ის მოდის მენეჯმენტის კურსდამთავრებულები დღეს მუშაობენ ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის, როგორებიცაა: Giorgio Armani, Michael Kors, Tommy Hilfieger, Lacoste, Hugo Boss, Louis Vuitton, Hermes და სხვ.
Picture
​MDH გთავაზობს ბაკალავრიატის 6 პროგრამას:
  • ციფრული ფილმის დიზაინი VFX;
  • მოდის მენეჯმენტი;
  • თამაშების დიზაინი;
  • მედიის დიზაინი;
  • მედიის მენეჯმენტი;
  • Legal Tech;

მაგისტრატურის ორ პროგრამას:
  • დიზაინის მენეჯმენტი;
  • ციფრული ლიდერშიფი.

უნივერსიტეტში 25%-იანი დაფინანსების მოპოვებაც არის შესაძლებელი.
დაინტერესების შემთხვევაში, LEAF გაგიწევთ სრულ დახმარებას სააპლიკაციო პროცესში უფასოდ. გამოფენაზე 4 მარტს, 14:00 საათზე, Pullman Tbilisi Axis Towers- ში გელოდებიან. დასწრება უფასოა.
​
დარეგისტრირდი ახლა, რადგან რეგისტრაცია შეწყდება 3 მარტს 14:00 სთ-ზე.

Comments are closed.

    LEAF Blog

    განათლების ცენტრის ბლოგი

    Archives

    March 2023
    February 2023
    January 2023
    December 2022
    November 2022
    October 2022
    September 2022
    April 2022
    March 2022
    November 2021
    October 2021
    September 2021
    April 2021
    March 2021
    September 2020
    June 2020
    May 2020
    March 2020
    February 2020
    December 2019
    October 2019
    September 2019
    March 2019
    February 2019
    January 2019
    December 2018
    November 2018
    February 2017
    December 2016

    Subscribe to Newsletter

    All
    Alumni
    CBS International Business School
    College Counseling
    EU Business School
    IELTS
    MBA
    SAT
    TIO University Of Applied Sciences
    TOEFL
    ბაკალავრიატი ამერიკაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი ევროპაში
    ბაკალავრიატი ესპანეთში
    ბრიტანული დიპლომი
    ბრიტანული დიპლომი
    განათლების გამოფენა
    დაფინანსება გერმანიაში
    ინგლისური ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის კურსები
    ინგლისური ენის კურსები ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის შესწავლა
    ინგლისური ენის ცენტრი
    ინგლისური ლიტერატურა
    ინგლისური წიგნები უცხოელებისთვის
    მაგისტრატურა ამერიკაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა ევროპაში
    მაგისტრატურა ესპანეთში
    მარტივად წასაკითხი წიგნები ინგლისურ ენაზ
    რა არის GPA
    როგორ გადავიყვანოთ GPA
    როგორ გამოვთვალოთ GPA
    როგორ ვისაუბროთ ინგლისურად გამართულად?
    როგორ ვისწავლოთ ინგლისური ენა მარტივად
    სწავლა Jacobs ში
    სწავლა Jacobs-ში
    სწავლა ამერიკაში
    სწავლა ამსტერდამში
    სწავლა გერმანიაში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა ევროპაში
    სწავლა ესპანეთში
    სწავლა იტალიაში
    სწავლა ნიდერლანდებში
    სწავლა პრაღაში
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა ჰოლანდიაში
    სწავლის დაფინანსება
    წიგნები ინგლისურ ენაზე

    RSS Feed

გამსახურდიას (პეკინის) გამზ. 34

სასარგებლო ბმულები:

კურსები
უნივერსიტეტები
სწავლა საზღვარგარეთ

+995 32 294 6174

    გამოიწერეთ სიახლეები

გამოწერა
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Spring Fair 2023
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG