Education Center LEAF
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Spring Fair 2023
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG

CBS International Business School განათლების საერთაშორისო გამოფენაზე

18/3/2022

 
Picture
​ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებითა და ესპანურ IE University-ის და ფრანგულ უნივერსიტეტ Audencia Business School-თან თანამშრომლობით, 2022 წლის 2 აპრილს 12 საათიდან 17 საათამდე, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 15 უნივერსიტეტს 13 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. ასევე, პირადად გაესაუბროს უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვას მისთვის საინტერესო კითხვები.
​გამოფენაზე ასევე იქნებიან LEAF-ის კონსულტანტები. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF არის 150-ზე მეტი უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი საქართველოში.
Picture
გამოფენის ერთ-ერთი მონაწილის, CBS International Business School-ის (სი-ბი-ეს საერთაშორისო ბიზნესის სკოლა) წარმომადგენელი შარლოტ კრამერი 2020 წლის თებერვალში იმყოფებოდა ვიზიტით თბილისში. უნივერსიტეტმა მიზნად დაისახა ქართული საგანმანათლებლო სივრცის უკეთ შესწავლა და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შეარჩიონ ისეთი სტუდენტები, რომლებიც წარმატებით დაძლევენ პროგრამას და ახალ სიტყვას იტყვიან ბიზნეს სამყაროში. ამჯერად უნივერსიტეტი ვირტუალურად ბრუნდება პოტენციურ სტუდენტებთან შესახვედრად.
​CBS საერთაშორისო ბიზნეს სკოლა 1993 წელს გერმანიაში, ქალაქ კელნში დაარსდა და გამოირჩევა ინგლისურენოვანი პროგრამების ფართო არჩევანით ბიზნესის სფეროში. ის გამოყენებითი მეცნიერებების ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია გერმანიაში, რომლის სლოგანია "თქვენი კარიერა ჩვენი ამოცანაა". მისი კამპუსები გერმანიის ულამაზეს ქალაქებში, კელნში, მაინცსა და პოტსდამში მდებარეობს, სადაც მსოფლიოს 75 ეროვნების, დაახლოებით, 1 900-მდე სტუდენტი სწავლობს. CBS-ს პარტნიორული ურთიერთობები აქვს 120-ზე მეტ სხვა უნივერსიტეტთან და მრავალ კომპანიასთან.
უნივერსიტეტი აპლიკანტებს საბაზისო მოსამზადებელ, ეგრეთ წოდებულ Foundation, პროგრამასაც სთავაზობს. პროგრამის ხანგრძლივობა 1 წელია. ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის ხანგრძლივობა 3 წელია, ხოლო მაგისტრატურის შემთხვევაში — 2. გამონაკლისია საერთაშორისო MBA-ს დაჩქარებული პროგრამა, რომელიც 1 წელი გრძელდება.
საერთაშორისო ბიზნეს სკოლა, როგორც კერძო უნივერსიტეტი, აკრედიტებულია სახელმწიფო დონეზე Wissenschaftsrat-ისა (German Science Council) და the North Rhine-Westphalian Ministry of Science-ის მიერ. გარდა ამისა, პროგრამები აკრედიტებულია FIBAA-ს მიერ (Foundation for International Business Administration Accreditation) German Accreditation Council-ს სახელით და ასევე International Accreditation Council for Business Education (IACBE)-ს მიერ.
შემოთავაზებული საბაკალავრო პროგრამებია:
  • ფინანსები და მართვა
  • ბიზნეს ფსიქოლოგია
  • საერთაშორისო ბიზნესი
  • საერთაშორისო ტურიზმი
შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამებია:
  • ბიზნეს ფსიქოლოგია
  • ციფრული მარკეტინგი
  • საერთაშორისო ბიზნესი
  • გლობალური ფინანსები
სწავლის საფასური მოსამზადებელ პროგრამაზე არის 10 500 ევრო. საბაკალავრო პროგრამებზე ფასი 13 800 ევროდან 14 500 ევრომდე მერყეობს წელიწადში, ხოლო სამაგისტრო პროგრამებზე — 14 500 ევროდან 23 000 ევრომდე წელიწადში.
CBS დაფინანსებას ხელმისაწვდომს ხდის ევროკავშირის არაწევრი სხვადასხვა ქვეყნიდან მომავალი სტუდენტებისათვის. ამისთვის წინასწარ უნდა მიმართოთ უნივერსიტეტს ამჟამად ხელმისაწვდომი დაფინანსებების შესახებ. აპლიკანტებს ასევე შეუძლიათ, განაცხადი გააკეთონ ერთჯერად 3000-ევროიან თანადაფინანსებაზე.
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, პირადად შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს და გაესაუბროთ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" 2 აპრილს, შუადღის 12 საათიდან საღამოს 5 საათამდე. ამისთვის კი, მიჰყევით ბმულს.

Comments are closed.

    LEAF Blog

    განათლების ცენტრის ბლოგი

    Archives

    March 2023
    February 2023
    January 2023
    December 2022
    November 2022
    October 2022
    September 2022
    April 2022
    March 2022
    November 2021
    October 2021
    September 2021
    April 2021
    March 2021
    September 2020
    June 2020
    May 2020
    March 2020
    February 2020
    December 2019
    October 2019
    September 2019
    March 2019
    February 2019
    January 2019
    December 2018
    November 2018
    February 2017
    December 2016

    Subscribe to Newsletter

    All
    Alumni
    CBS International Business School
    College Counseling
    EU Business School
    IELTS
    MBA
    SAT
    TIO University Of Applied Sciences
    TOEFL
    ბაკალავრიატი ამერიკაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი ევროპაში
    ბაკალავრიატი ესპანეთში
    ბრიტანული დიპლომი
    ბრიტანული დიპლომი
    განათლების გამოფენა
    დაფინანსება გერმანიაში
    ინგლისური ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის კურსები
    ინგლისური ენის კურსები ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის შესწავლა
    ინგლისური ენის ცენტრი
    ინგლისური ლიტერატურა
    ინგლისური წიგნები უცხოელებისთვის
    მაგისტრატურა ამერიკაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა ევროპაში
    მაგისტრატურა ესპანეთში
    მარტივად წასაკითხი წიგნები ინგლისურ ენაზ
    რა არის GPA
    როგორ გადავიყვანოთ GPA
    როგორ გამოვთვალოთ GPA
    როგორ ვისაუბროთ ინგლისურად გამართულად?
    როგორ ვისწავლოთ ინგლისური ენა მარტივად
    სწავლა Jacobs ში
    სწავლა Jacobs-ში
    სწავლა ამერიკაში
    სწავლა ამსტერდამში
    სწავლა გერმანიაში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა ევროპაში
    სწავლა ესპანეთში
    სწავლა იტალიაში
    სწავლა ნიდერლანდებში
    სწავლა პრაღაში
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა ჰოლანდიაში
    სწავლის დაფინანსება
    წიგნები ინგლისურ ენაზე

    RSS Feed

გამსახურდიას (პეკინის) გამზ. 34

სასარგებლო ბმულები:

კურსები
უნივერსიტეტები
სწავლა საზღვარგარეთ

+995 32 294 6174

    გამოიწერეთ სიახლეები

გამოწერა
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Spring Fair 2023
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG