ჩეხეთის სასწავლო სისტემა ცნობილია ხარისხიანი განათლებითა და კვლევებით. ქვეყანას აქვს რამდენიმე მსოფლიოში ცნობილი უნივერსიტეტი, რომლებიც გთავაზობენ პროგრამების ფართო სპექტრს სხვადასხვა მიმართულებებით. ჩეხეთის განათლების ცენტრი დაგეხმარება შენზე მორგებული საინტერესო პროგრამა შეარჩიო სასურველი ბიუჯეტის ფარგლებში. განათლების ცენტრ LEAF-ის ორგანიზებით 2023 წლის 8 აპრილს გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა. საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებით დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებლობა გექნება პირადად შეხვდე უნივერსიტეტის წარმომადგენელს, მიიღო შენთვის საჭირო ინფორმაცია უნივერსიტეტის პროგრამების, სტუდენტური ცხოვრების და დასაქმების პერსპექტივების შესახებ. პრაღის განათლების ცენტრის მიერ შემოთავაზებული უნივერსიტეტები:
ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩეხეთის რესპუბლიკაში ცხოვრების ღირებულება და სწავლის საფასური შედარებით ხელმისაწვდომია. ჩეხეთი არის მულტიკულტურული ქვეყანა მდიდარი ისტორიითა და მრავალფეროვანი საზოგადოებით. ჩეხეთს აქვს ძლიერი ეკონომიკაც, აქ არაერთი მსოფლიოში წარმატებული კომპანიის ოფისია განთავსებული. განათლების ცენტრი LEAF, პრაღის განათლების ცენტრის პარტნიორობის ფარგლებში, სააპლიკაციო პროცესში დახმარებას სრულიად უფასოდ გაგიწევს. გამოიყენე შესაძლებლობა პირადად შეხვდე ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს განათლების საერთაშორისო გამოფენაზე 8 აპრილს 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, Pullman Axis Towers-ში. განათლების გამოფენის ოქროს სპონსორია Transport and Telecommunication Institute, ხოლო ვერცხლის სპონსორია Academy of Mathematics & Science, The Global American University, Schiller; Constructor (Jacobs) University. რეგისტრაცია და დასწრება არის სრულიად უფასო. მონაწილეობის მისაღებად საჭიროა დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე: logos.edu.ge/leaf/ LEAF-ის განათლების გამოფენის პარტნიორია McCann Tbilisi. გამოფენის ფარგლებში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს Bene Exclusive. Comments are closed.
|
LEAF Blogგანათლების ცენტრის ბლოგი Archives
April 2023
|