აირჩიე სასტუმრო ინდუსტრიის ლიდერი Les Roches უნივერსიტეტი და დასაქმდი მის პარტნიორ კომპანიებში4/4/2023
სასტუმრო მენეჯმენტის მიმართულებით დაინტერესებულებს, მსოფლიოს ლიდერი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში — Les Roches უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრის შანსი გაქვთ. Les Roches-ს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მისი ძლიერი ინდუსტრიული კავშირები, აკადემიური და პრაქტიკული სწავლების ძლიერი რეპუტაცია და პარტნიორობა სასტუმროს ბიზნესის წამყვან კომპანიებთან მთელ მსოფლიოში. ეს საშუალებას აძლევს სტუდენტებს, მიიღონ ღირებული პრაქტიკული გამოცდილება სტაჟირების გზით და მნიშვნელოვნად უხსნის მათ სამომავლო კარიერის გზას ბრენდულ კომპანიებში დასაქმებისთვის. Les Roches უნივერსიტეტი თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორებიცაა: Marriott, Qatar Airways, Booking.com, Accor Hotels, Four seasons, The Ritz-Carlton, Jumeirah, Hublot, LV, Tesla, და ა.შ. Les Roches წარმოდგენილია სამი კამპუსით: შვეიცარიაში, ესპანეთსა და ჩინეთში.
განათლების ცენტრ LEAF-ის ორგანიზებით 2023 წლის 8 აპრილს განათლების საერთაშორისო გამოფენაზე Sommet Education წარმოადგენს Les Roches უნივერსიტეტს. შემოთავაზებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები:
პროგრამა ასევე მოიცავს საქმიან ვიზიტებს შანხაისა და ჩიკაგოში. უნივერსიტეტის სწავლების სისტემა დაფუძნებულია ინდუსტრიაში მიმდინარე მოვლენების განხილვაზე, რაც მოიცავს საქმიან ექსკურსიებს სხვადასხვა პარტნიორ კომპანიაში, მოწვეული ექსპერტების ლექციებს, პროფესიულ სტაჟირებებს და ბიზნეს პროექტებზე მუშაობას, სადაც სტუდენტს აქვს შანსი იმუშაოს რეალურ სამყაროში არსებულ გამოწვევებზე. სასწავლო პროგრამაში არის სავალდებულო ერთ ან ორ-სემესტრიანი პრაქტიკის განხორციელება. გამოიყენე შესაძლებლობა პირადად შეხვდე ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს განათლების საერთაშორისო გამოფენაზე 8 აპრილს 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, Pullman Axis Towers-ში. განათლების ცენტრ LEAF-ის კონსულტანტები სააპლიკაციო პროცესის ყველა საფეხურზე დაგეხმარებიან. რეგისტრაცია და დასწრება არის სრულიად უფასო. მონაწილეობის მისაღებად საჭიროა დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე. განათლების გამოფენის ოქროს სპონსორია Transport and Telecommunication Institute — TSI, ხოლო ვერცხლის სპონსორია Academy of Mathematics & Science, The Global American University, Schiller; Constructor (Jacobs) University. LEAF-ის პარტნიორია ბრიტანული კომპანია QS (Quacquarelli Symonds), რომელიც ცნობილია საუნივერსიტეტო რეიტინგების კვლევებითა და განაცხადების პლატფორმით, რაც საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს მარტივი სააპლიკაციო პროცედურით გააგზავნონ განაცხადები პარტნიორ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში. LEAF-ის განათლების გამოფენის პარტნიორი კომპანიებია:
გამოფენის ფარგლებში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს Bene Exclusive. Comments are closed.
|
LEAF Blogგანათლების ცენტრის ბლოგი Archives
April 2023
|