Education Center LEAF
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG

5 მიზეზი, რატომაც გერმანიაში უნდა ისწავლო

18/10/2019

 
Picture
​სტუდენტების უმრავლესობას ერთხელ მაინც უფიქრია, ხომ არ გაეგრძელებინა სწავლა საზღვარგარეთ? როცა ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ პირველი, რაც უნდა აირჩიოთ ქვეყანაა. გახსნილი საზღვრები და შენგენის ზონაში თავისუფალი მიმოსვლა საკმაოდ ბევრ შესაძლებლობას გთავაზობთ. ამ სტატიით ვეცდებით, რომ თქვენი არჩევანი გერმანიაზე შევაჩეროთ
​სტუდენტების უმრავლესობას ერთხელ მაინც უფიქრია, ხომ არ გაეგრძელებინა სწავლა საზღვარგარეთ? როცა ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ პირველი, რაც უნდა აირჩიოთ ქვეყანაა. გახსნილი საზღვრები და შენგენის ზონაში თავისუფალი მიმოსვლა საკმაოდ ბევრ შესაძლებლობას გთავაზობთ. ამ სტატიით ვეცდებით, რომ თქვენი არჩევანი გერმანიაზე შევაჩეროთ.

სანამ სხვა დეტალებზე გადავალთ გეტყვით, რომ მსოფლიოს სტუდენტებისთვის სწავლის გასაგრძელებლად გერმანია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია და 2018 წლის მონაცემებით ევროპაში პირველ ადგილს იკავებს.

1. გერმანიაში შეგიძლიათ უფასოდ ისწავლოთგერმანია იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც შეგიძლიათ ისე მიიღოთ უმაღლესი განათლება, რომ ამაში ფული არ გადაიხადოთ. დამეთანხმებით, რომ მომავალი სტუდენტებისთვის თანხა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია და საზღვარგარეთ სწავლა იაფი სულაც არ არის. ამიტომ ეს პირველი და მთავარი უპირატესობაა, რატომაც გერმანიაში სწავლის გაგრძელება ნამდვილად კარგი იდეაა.
2014 წლის ოქტომბერში მიღებული გადაწყვეტილებით, ყველა საერთაშორისო სტუდენტი, რომელიც სწავლას გერმანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელებს, თავისუფლდება ჩვეულებრივი სწავლის საფასურის გადახდისგან. უცხოელ სტუდენტებს მხოლოდ ადმინისტრაციული ხარჯების გადახდა მოუწევთ, როგორიცაა სტუდენტური შენატანი, სტუდენტური გაერთიანების საფასური და საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთი, რაც მთლიანობაში სემესტრში საშუალოდ 250 ევროს შეადგენს.

2. გერმანიის სასწავლო პროგრამები მსოფლიოშია აღიარებულიმომავალი სტუდენტებისთვის განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად კარგად გამოიყენებს ის უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნას. გერმანიაში თანამედროვე სასწავლო სისტემაა და აქ მიღებული განათლება ნებისმიერ ქვეყანაში შეგიძლიათ გამოიყენოთ. სასწავლო გეგმა მუდმივად იხვეწება და იცვლება, გერმანიაში ზრუნავენ, რომ თეორიული ცოდნა სტუდენტებს რაც შეიძლება სწორად მიაწოდონ და პრაქტიკულ, კვლევით ნაწილშიც მისცენ გამოცდილება. შესაბამისად, გერმანიაში სწავლის დასრულების შემდეგ თქვენს დიპლომს საერთაშორისო ძალა ექნება, რადგან მას ყველგან აღიარებენ და თამამად შეგეძლებათ, რომ ნებისმიერ პასუხისმგებლობას შეეჭიდოთ.

3. ცხოვრების ხელმისაწვდომი ფასებითანხის მენეჯმენტი კიდევ ერთი ახალ გამოწვევა იქნება, რომელთან გამკლავებაც მოგიწევთ, თუ სასწავლებლად საზღვარგარეთ წახვალთ. ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით გერმანიის ქალაქები საცხოვრებლად უფრო იაფია. რა თქმა უნდა, პრესტიჟულ უბნებში მაღალ ფასებს უნდა ელოდოთ, თუმცა თუ მოინდომებთ ხელმისაწვდომ ვერსიას ნამდვილად იპოვით.
ქირაში ნაკლების დასახარჯად საუკეთესო გადაწყვეტილება მეწყვილის მოძებნაა, ასეთ შემთხვევაში თქვენი ხარჯები თანაბრად გაიყოფა და სახლის საქმეებისთვისაც ნაკლები დროის დახარჯვა მოგიწევთ. კვება, გართობა და თავის მოვლა მისაღებ ფასადაა შესაძლებელი. თუ თქვენს შემოსავალს სწორად გაანაწილებთ კაფეში მეგობრებთან ერთად გასვლას თავისუფლად მოახერხებთ. დამატებითი შემოსავლის მოძიებაში კი შემდეგ ქვეთავში მოგიყვებით.

4. სტუდენტებს შეუძლიათ სწავლის პარალელურად იმუშაონმალევე დარწმუნებით, რომ სწავლის გასაგრძელებლად გერმანია შესანიშნავი არჩევანია თუმცა, ცოტა დამატებით შემოსავალზეც ვისაუბროთ, რაც, ნამდვილად არ გაწყენთ. გერმანიაში საერთაშორისო სტუდენტებს შეუძლიათ ნახევარ განაკვეთზე კვირაში 20 საათი იმუშაონ. დასაქმება თქვენსავე უნივერსიტეტშიც შეიძლება მოახერხოთ, როგორც აკადემიურმა ასისტენტმა და სამუშაოდ წასვლა შორს აღარ მოგიწევთ. ასე დამატებითი შემოსავალიც გექნებათ და თან გამოცდილებასაც მიიღებთ.
როგორც სტუდენტს თქვენ შეგიძლიათ იმუშაოთ:
  • ნახევარ განაკვეთზე;
  • ზაფხულო ან ზამთრის არდადეგების დროს;
  • გაიაროთ სტაჟირება;
  • ჩაერთოთ მოხალისეობის პროგრამაში.
ასე თქვენ არა მხოლოდ სახარჯო ფული გექნებათ, არამედ გადასახადების გადახდასაც შეძლებთ და კარგი CV-ს შედგენასაც.

5. შეგიძლიათ მარტივად იმოგზაუროთსწავლის და სამუშაო გამოცდილების გარდა არ დაგავიწყდეთ, რომ თუ გერმანიაში წახვალთ ევროპის შუაგულში მოგიწევთ ცხოვრება. გერმანია საკმაოდ დიდი, საინტერესო და მრავალფეროვანი ქვეყანაა, დასვენების დღეებში შეგიძლიათ სხვადასხვა ქალაქს თუ მხარეს ეწვიოთ, გასინჯოთ შესანიშნავი ლუდი, გაერთოთ ყველაზე ცნობილ კლუბებში და ხელოვნების გამორჩეული ნიმუშებით დატკბეთ. ხოლო დედაქალაქის მოსანახულებლად გირჩევთ, მინიმუმ ერთი შაბათ-კვირა მაინც გამოყოთ.

როცა გერმანიის კულტურისა და ისტორიის გაცნობას მორჩებით გაიხსენეთ, რომ თქვენი სტუდენტური ვიზით თავისუფლად შეძლებთ ევროპის ულამაზესი ქვეყნებიც დაათვალიეროთ. ბელგია, ჰოლანდია, შვეიცარია, საფრანგეთი, იტალია... თქვენს წინ საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანია, ასე რომ, ფული არდადეგებისთვისაც შეინახეთ.
​
მგონი საკმარისი მიზეზი გაქვთ, რომ გერმანიაში სწავლის გაგრძელებაზე იფიქროთ. მსოფლიო უნივერსიტეტების რანგირების ცხრილში არაერთი გერმანული უნივერსიტეტი შეგხვდებათ, მათ შორის არჩევანის გაკეთება რომ არ გაგიჭირდეთ ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი დაგეხმარებათ. LEAF-ის მომსახურება ითვალისწინებს:
  • სასურველი პროგრამების მოძიებას;
  • ევროპასა და ამერიკაში უნივერსიტეტის შერჩევას;
  • დაფინანსების მოპოვებაში დახმარებას;
  • სასურველ უნივერსიტეტებთან კონტაქტის დამყარებას;
  • შესაბამისი განაცხადებისა და დოკუმენტაციის მომზადება-გადაგზავნას.
გერმანულენოვანი College Counseling-ის მომსახურება საბაკალავრო და ბაკალავრიატისთვის მოსამზადებელ პროგრამებსა და ენის კურსებზე ვრცელდება. ერთ უნივერსიტეტზე მომსახურების ღირებულება 250 ლარია და შერჩეული უნივერსიტეტების მაქსიმალური რაოდენობა ოთხი. დამატებით ინფორმაცია სხვა დეტალებზე შეგიძლიათ ნახოთ აქ.

Comments are closed.

    LEAF Blog

    განათლების ცენტრის ბლოგი

    Archives

    April 2022
    March 2022
    November 2021
    October 2021
    September 2021
    April 2021
    March 2021
    September 2020
    June 2020
    May 2020
    March 2020
    February 2020
    December 2019
    October 2019
    September 2019
    March 2019
    February 2019
    January 2019
    December 2018
    November 2018
    February 2017
    December 2016

    Subscribe to Newsletter

    All
    Alumni
    CBS International Business School
    College Counseling
    EU Business School
    IELTS
    MBA
    SAT
    TIO University Of Applied Sciences
    TOEFL
    ბაკალავრიატი ამერიკაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი ევროპაში
    ბაკალავრიატი ესპანეთში
    ბრიტანული დიპლომი
    ბრიტანული დიპლომი
    განათლების გამოფენა
    დაფინანსება გერმანიაში
    ინგლისური ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის კურსები
    ინგლისური ენის კურსები ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის შესწავლა
    ინგლისური ენის ცენტრი
    ინგლისური ლიტერატურა
    ინგლისური წიგნები უცხოელებისთვის
    მაგისტრატურა ამერიკაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა ევროპაში
    მაგისტრატურა ესპანეთში
    მარტივად წასაკითხი წიგნები ინგლისურ ენაზ
    რა არის GPA
    როგორ გადავიყვანოთ GPA
    როგორ გამოვთვალოთ GPA
    როგორ ვისაუბროთ ინგლისურად გამართულად?
    როგორ ვისწავლოთ ინგლისური ენა მარტივად
    სწავლა Jacobs-ში
    სწავლა ამერიკაში
    სწავლა ამსტერდამში
    სწავლა გერმანიაში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა ევროპაში
    სწავლა ესპანეთში
    სწავლა იტალიაში
    სწავლა ნიდერლანდებში
    სწავლა პრაღაში
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა ჰოლანდიაში
    სწავლის დაფინანსება
    წიგნები ინგლისურ ენაზე

    RSS Feed

გამსახურდიას (პეკინის) გამზ. 34

სასარგებლო ბმულები:

კურსები
უნივერსიტეტები
სწავლა საზღვარგარეთ

+995 32 294 6174

    გამოიწერეთ სიახლეები

გამოწერა
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG