გაინტერესებს კულინარია? გინდა, შეისწავლო კულინარიული და საკონდიტრო ხელოვნება საფრანგეთში? აირჩიე École Ducasse უნივერსიტეტი, რომელიც გთავაზობს ბაკალავრიატს კულინარიულ ხელოვნებასა და ფრანგულ საკონდიტრო ხელოვნებაში. საბაკალავრო პროგრამები ისეა შედგენილი, რომ სტუდენტებს საშუალებას აძლევს პრაქტიკულ, მენეჯერულ და სამეწარმეო უნარებს დაეუფლონ, რაც მათ იდეალურს ხდის კარიერის გზაზე და საშუალებას აძლევს, რეალიზდნენ კვებისა და სასმელების ინდუსტრიაში. განათლების ცენტრ LEAF-ის ორგანიზებით 2023 წლის 8 აპრილს განათლების საერთაშორისო გამოფენაზე École Ducasse-ს წარმოადგენს Sommet Education და დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებლობა გექნება, პირადად მიიღო შენთვის საჭირო ინფორმაცია უნივერსიტეტის პროგრამების, სტუდენტური ცხოვრებისა და დასაქმების პერსპექტივების შესახებ.
სწავლობენ, როგორ გახდნენ ლიდერები, კრეატიულები და მენეჯერები. მათ შეუძლიათ პროდუქტებისა და მომხმარებლის საჭიროებების ადაპტირება მომხმარებელთა ქცევის ევოლუციასთან და აქვთ უნარი, აწარმოონ მაღალი ხარისხის საქონელი ბიუჯეტის შეზღუდვების გათვალისწინებით.
გამოიყენე შესაძლებლობა, პირადად შეხვდე ევროპისა და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს განათლების საერთაშორისო გამოფენაზე 8 აპრილს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, Pullman Axis Towers-ში. განათლების ცენტრ LEAF-ის კონსულტანტები სააპლიკაციო პროცესის ყველა საფეხურზე დაგეხმარებიან. რეგისტრაცია და დასწრება არის სრულიად უფასო. მონაწილეობის მისაღებად საჭიროა დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე: logos.edu.ge/leaf/ განათლების გამოფენის ოქროს სპონსორია Transport and Telecommunication Institute — TSI, ხოლო ვერცხლის სპონსორია Academy of Mathematics & Science, The Global American University, Schiller; Constructor (Jacobs) University. LEAF-ის პარტნიორია ბრიტანული კომპანია QS (Quacquarelli Symonds), რომელიც ცნობილია საუნივერსიტეტო რეიტინგების კვლევებითა და განაცხადების პლატფორმით, რაც საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მარტივი სააპლიკაციო პროცედურით გააგზავნონ განაცხადები პარტნიორ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში. LEAF-ის განათლების გამოფენის პარტნიორია McCann Tbilisi. გამოფენის ფარგლებში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს Bene Exclusive. Comments are closed.
|
LEAF Blogგანათლების ცენტრის ბლოგი Archives
April 2023
|