Education Center LEAF
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG

CoVid-19 - რამდენად მიზანშეწონილია საკუთარ განათლებაში ინვესტიციის ჩადება დღეს?

28/5/2020

 
Picture
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF გაძლევთ შესაძლებლობას, რომ მიიღოთ კონსულტაცია და დახმარება მსოფლიოს საუკეთესო MBA პროგრამებზე ჩასარიცხად ამერიკისა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტებში. ამ შესაძლებლობის გამოყენების საუკეთესო დრო შეიძლება სწორედ ახლა იყოს. გაეცანით LEAF-ის MBA College Counseling-ის მომსახურების ხელმძღვანელის ჯაბა შალამბერიძის მოსაზრებას:
„ზაფხულში სად იქნები სტაჟირებაზე?“ - ამ კითხვამ ყველაზე დიდი ტრანსფორმაცია განიცადა ამერიკის ბიზნეს სკოლების კამპუსებზე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში.

ზაფხულის სტაჟირება სხვადასხვა ინდუსტრიის კერძო კომპანიებში, სამთავრობო, თუ საქველმოქმედო ორგანიზაციებში, ბიზნესის მაგისტრატურის (MBA) პროგრამის პირველ-კურსელთათვის ძალიან მნიშვნელოვანი წინაპირობაა სწავლის დამთავრების შემდგომ სამუშაოს პოვნისათვის. როგორც წესი, ზაფხულის სტაჟირების წარმატებულად დასრულებისთანავე, კომპანიები სტუდენტებს აძლევენ სამუშაო ხელშეკრულებებს, ანუ გარანტიას რომ სწავლის მეორე წლის დასრულების (დიპლომის აღების) შემდეგ  მათთვის სამუშაო ადგილი იქნება ამ კომპანიაში შეთანხმებულ პოზიციაზე, შეთანხმებული ანაზღაურებით.

„ზაფხულში სად იქნები სტაჟირებაზე?“ - საკმაოდ მსუბუქი შეკითხვა იყო პირველ სემესტრში, დეკემბრამდე, რადგან ყველა სტუდენტს ან უკვე ჰქონდა სტაჟირების მოწვევა, იყო აპლიკაციის პროცესში ან უბრალოდ შემდეგი სემესტრის დაწყებას ელოდებოდა.  დამკვიდრებული წესისამებრ, კომპანიების უმრავლესობა მეორე სემესტრში მოდის კამპუსზე სტუდენტების სტაჟირებაზე რეკრუტინგისთვის… უფრო სწორად მოდიოდნენ. 2020 წელს, მეორე სემესტრიდან თითქმის ყველა ბიზნეს სკოლა გადავიდა ონლაინ სწავლებაზე. შეფერხდა ყველანაირი ღონისძიება კამპუსებზე - მათ შორის დასაქმების ღონისძიებები, რომლის ფარგლებშიც მოდიოდნენ კომპანიები.

„ზაფხულში სად იქნები სტაჟირებაზე?“ - არის კითხვა რომელსაც უკვე აღარავინ სვავს, რადგან ყველა ერიდება უხერხულ პასუხს: „ჯერ არ ვიცი.“
​

მსოფლიო ეკონომიკა უნიკალურ მდგომარეობაშია რადგან ერთდროულად მოხდა მსოფლიო ბაზარზე მიწოდების და მოთხოვნის რადიკალური შემცირება. გაურკვევლობა პანდემიის დასრულების თარიღებზე უბიძგებს კერძო კომპანიებს იყვნენ კონსერვატიულნი, შეამცირონ ან გადადონ ხარჯები და ინვესტიციები; მათ შორის ინვესტიცია ხალხში. ამერიკაში უმუშევრობის დონე სტაბილურად დაბალი მაჩვენებლიდან ძალიან მოკლე დროში ისტორიულად მაღალ დონეს მიუახლოვდა და საინვესტიციო ბანკ გოლდმენ საქსის გათვლებით შეიძლება 25%-ს მიაღწიოს. ეს ნიშნული უტოლდება 1929 წელს დაწყებული ამერიკის დიდი დეპრესიის უმუშევრობის ნიშნულს.

​

იბადება კითხვა: „რამდენად მიზანშეწონილია ახლა საკუთარ განათლებაში ინვესტიციის ჩადება?“

ქართველებისთვის განათლება ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. საბჭოთა კავშირის ჩამოშლის შემდეგ ეტაპობრივად გაიზარდა საზღვარგარეთ ქართველი სტუდენტების რიცხვი. არის მრავალი დონორული პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვის, ბაკალავრის სტუდენტებისთვის, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის, სადაც დაფინანსების მისაღებად ყოველ წელს ათასობით ქართველი სტუდენტი გადის გასაუბრების და ტესტირების რამდენიმე რაუნდს. როგორც წესი, ეს პროგრამები სრულად ფარავენ სწავლის და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით ხარჯს. პროგრამის დასრულების შემდეგ, ეს სტუდენტები ვალდებულნი არიან დაბრუნდნენ საქართველოში.
ასევე არის კონტიგენტი სტუდენტებისა რომლებიც თავიანთი ფინანსური პასუხისმგებლობით მიდიან ამერიკის და ევროპის მოწინავე სკოლებში. იხდიან სწავლის ფულს და იღებენ საკმაოდ დიდ სესხს იმ იმედით, რომ სწავლის დამთავრების შემდეგ, შეძენილი ცოდნით და მინიჭებული პრესტიჟული ხარისხით, შეძლებენ სესხების გასტუმრებას. მაგრამ სესხების გასტუმრება რთულდება, როდესაც მოულოდნელად სამუშაო ბაზარი 25%-ით იკუმშება. 

ამ ერთი შეხედვით ისტორიულად რთული სიტუაციის მიუხედავათ მე ვფიქრობ რომ პასუხი ზემოთდასმულ შეკითხვაზე სწავლაში ინვესტიციის ჩადებასთან დაკავშირებით არის „კი!“. ჩემი მოსაზრების ასახსნელად, ილუსტრაციისთვის ავიღებ ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული პროგრამას, MBA-ს.

სამუშაო ბაზარი გაჯანსაღდება. დღევანდელი ეკონომიკური შოკი დროებითია და კორონავირუსის ვაქცინის შექმნასთან ერთად ეკომონიკა დაიწყებს გახსნას. შესაბამისად, სამუშაო ბაზარიც გაჯანსაღებას. რა თქმა უნდა ეს იქნება ეტაპობრივი პროცესი, მაგრამ ლოგიკურია იმის ვარაუდი, რომ ეს პროცესი უკვე დაწყებული იქნება 2021 წლის მეორე ნახევარში. ანუ MBA სტუდენტი, რომელიც წელს ან მომავალ წელს დაიწყებს სწავლას და შესაბამისათ 2022 ან 2023 წელს დაამთავრებს პროგრამას, ზაფხულში შეუერთდება ჯანსაღ სამუშაო ბაზარს.

ყველა ინდუსტრია ერთნაირად არ დაზიანდა მიუხედავათ იმისა რომ, ზოგადად, სამუშაო ბაზარმა დარტყმა მიიღო, რიგ ინდუსტრიებში არ მომხდარა მკვეთრი შემცირება. მეტიც, ზოგი ინდუსტრია მსგავსი ეკონომიკური კრიზისების დროს აძლიერებს რეკრუტინგს რადგან ისინი ემზადებიან ეკონომიკის გაჯანსაღებისა და ბიზნესის რესტრუქტურიზაციისთვის. ესენი არიან საინვესტიციო ბანკები, კერძო კაპიტალის და მენეჯმენტ საკონსულტაციო ფირმები. ამ ინდუსტრიის კომპანიები ყოველ წელს MBA სტუდენტების ყველაზე დიდი დამსაქმებლები არიან. ამ სამ ინდუსტრიას ასევე ემატება ტექ-კომპანიები, რომლებმაც შედარებით კარგად შეძლეს ადაპტირება და ჩვეულებისამებრ აგრძელებენ სტაჟირებებისა და სამუშაო ხელშეკრულებების გაცემას. ასევე მოსალოდნელია უფრო დიდი ინვესტიციები ფარმა და სამედიცინო ინდუსტრიაში, როგორც დიდი კომპანიებში ასევე ახალ სტარტაპებში.

უნივერსიტეტები მზად არიან დაეხმარონ სტუდენტებს. უნივერსიტეტების ადმინისტრაციები იხილავენ თითეული სტუდენტის ფინანსურ მდგომარეობას და შესაბამისათ აძლევენ სწავლის ხარჯების კონკრეტული ნაწილის დაფინანსებას. კორონავიურის მიერ გამოწვეული გაუთვალისწინებელი ფინანსური სიდუხჭირის გამო, იზრდება უნივერსიტეტების მიერ გაცემული დაფინანსებების ოდენობა. განსაკუთრებით დიდი ბიუჯეტის მქონე უნივერსიტეტები, რომლებთაც აქვთ სარეზერვო ბალანსები, შეძლებისდაგვარად ცდილობენ რომ არცერთი კარგი კანდიდატი არ დარჩეს პროგრამის გარეთ ფინანსური მიზეზების გამო.

შეიძლება ეს იდეალური დრო იყოს დროებით გამოვეთიშოთ სამუშაო ბაზარს. ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, კორონავირუსის ვაქცინა შემდეგი წლის დასაწყისში იქნება. ვაქცინის ქვეყნებზე გადანაწილება, ადმინისტრირება და შემდგომ სტანდარტების დაცვა დროს მოითხოვს. ეკონომიკა უფრო ნელი ტემპებით მიჰყვება სამედიცინო პროგრესს. ამ პერიოდში, შეზღუდული იქნება კომპანიებში ახალი კადრების აყვანა, შიდა დაწინაურებები,  ფინანსური თუ არა-ფინანსური ინსენტივები. ანუ არ იქნება პროფესიული განვითარებისთვის ხელისშემწყობი გარემო. უხეშად რომ დავითვალოთ სამაგისტრო პროგრამების ნამდვილი ხარჯი: ის უდრის სწავლის საფასურს დამატებული ის თანხა, რასაც გამოვიმუშავებდით იგივე პერიოდში რომ გვემუშავა და არ დაგვეთმო დრო სწავლისთვის. ამას ე.წ. „შესაძლებლობის ხარჯი“ ეწოდება. რაც უფრო არასახარბიელო სამუშაო ბაზარია, მით უფრო დაბალია „შესაძლებობის ხარჯი.“ ამიტომ, შეგვიძლია ვიმედოვნოთ რომ ეს პერიოდი ყველაზე ხელსაყრელია საკუთარ განათლებაში ინვესტირებისთვის და მომავლისთვის მომზადებისთვის.
​

რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის გარემოება, ინტერესები, და პრიორიტეტები ინდივიდუალურია. დღევანდელ სამყაროში შეკითხვა გაცილებით უფრო მეტია ვიდრე პასუხი და, სიმართლე რომ ითქვას, დაზუსტებით არავინ იცის, სად ვიქნებით მომავალ თვეებსა და წლებში. ჩვეულებრივ უპანდემიო დროსაც კი, სწავლის გაგრძელება დიდი გადაწყვეტილებაა განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება სამსახურის მიტოვებას და ფინსანსური ვალდებულებების აღებას. ეს არის მცდელობა უფრო ფართო და გრძელვადიან ჭრილში შევაფასოთ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში უმაღლესი განათლების შესაძლო ნამდვილი ღირებულება დღეს და ახლო მომავალში, რათა მიეცეთ სტიმული იმ ადამიანებს, რომლებიც გადაწყვეტილების პირას არიან. ახლა შეიძლება იყოს საუკეთესო დრო, ჩააბაროთ მსოფლიოს მოწინავე MBA პროგრამებზე საუკეთესო უნივერსიტეტებში.

​
Picture

ჯაბა შალამბერიძე

Harvard Business School, MBA 2021
საერთაშორისო ბიზნესის მართვის ექვსწლიანი გამოცდილებით


Comments are closed.

    LEAF Blog

    განათლების ცენტრის ბლოგი

    Archives

    March 2022
    November 2021
    October 2021
    September 2021
    April 2021
    March 2021
    September 2020
    June 2020
    May 2020
    March 2020
    February 2020
    December 2019
    October 2019
    September 2019
    March 2019
    February 2019
    January 2019
    December 2018
    November 2018
    February 2017
    December 2016

    Subscribe to Newsletter

    All
    Alumni
    CBS International Business School
    College Counseling
    EU Business School
    IELTS
    MBA
    SAT
    TIO University Of Applied Sciences
    TOEFL
    ბაკალავრიატი ამერიკაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი ევროპაში
    ბაკალავრიატი ესპანეთში
    ბრიტანული დიპლომი
    ბრიტანული დიპლომი
    განათლების გამოფენა
    დაფინანსება გერმანიაში
    ინგლისური ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის კურსები
    ინგლისური ენის კურსები ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის შესწავლა
    ინგლისური ენის ცენტრი
    ინგლისური ლიტერატურა
    ინგლისური წიგნები უცხოელებისთვის
    მაგისტრატურა ამერიკაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა ევროპაში
    მაგისტრატურა ესპანეთში
    მარტივად წასაკითხი წიგნები ინგლისურ ენაზ
    რა არის GPA
    როგორ გადავიყვანოთ GPA
    როგორ გამოვთვალოთ GPA
    როგორ ვისაუბროთ ინგლისურად გამართულად?
    როგორ ვისწავლოთ ინგლისური ენა მარტივად
    სწავლა Jacobs-ში
    სწავლა ამერიკაში
    სწავლა ამსტერდამში
    სწავლა გერმანიაში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა ევროპაში
    სწავლა ესპანეთში
    სწავლა იტალიაში
    სწავლა ნიდერლანდებში
    სწავლა პრაღაში
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა ჰოლანდიაში
    სწავლის დაფინანსება
    წიგნები ინგლისურ ენაზე

    RSS Feed

გამსახურდიას (პეკინის) გამზ. 34

სასარგებლო ბმულები:

კურსები
უნივერსიტეტები
სწავლა საზღვარგარეთ

+995 32 294 6174

    გამოიწერეთ სიახლეები

გამოწერა
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG