Speak Like a Native Speakerგსურთ ისაუბროთ ინგლისურ ენაზე, ისე როგორც Native Speaker-მა? მაშინ გთავაზობთ 5 წესს, გაითვალისწინეთ შემოთავაზებული რჩევები და შედეგს მალე იგრძნობთ. 1. ბევრს ნუ იფიქრებთ გრამატიკაზე. თუ გამოცდის ჩაბარება გსურთ, გრამატიკის ცოდნა აუცილებელია. ხოლო გამართულად საუბარისთვის ეცადეთ, ბევრი არ იფიქროთ გრამატიკაზე. ასეთ შემთხვევაში ინგლისურად საუბრისას დაიწყებთ ფიქრს, წინადადება გრამატიკულად გამართულია თუ არა. ეს კი თქვენს მეტყველებას შეაფერხებს. გახსოვდეთ, რომ ინგლისური ენის გრამატიკა მათაც არ იციან ზედმიწევნით, ვისთვისაც ის მშობლიური ენაა. ხშირად უცხოელები უფრო დაწვრილებით ერკვევიან გრამატიკის წესებში, ვიდრე ინგლისურენოვანები. ამიტომ გადაწყვიტეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია: აუცილებლად სწორ ფორმაში ჩასვათ ზმნა, თუ თავისუფლად ისაუბროთ. 2. ისწავლეთ ფრაზები და არა სიტყვები. ხშირად სტუდენდები იზუთხავენ მთლიან ლექსიკონს, ცალკეულ სიტყვებს, თუმცა პრაქტიკაში ამ სიტყვების გამოყენება არ შეუძლიათ, ან ქმნიან არასწორ სიტყვათა წყობას. მიზეზი კი ცალკეული სიტყვების დაზეპირებაა და არა ფრაზების. მნიშნელოვანი არის მთლიანი ფრაზების, სიტყვათა წყობის დაზეპირება სწორ ფორმაში, ეს საშუალებას მოგცემთ უკვე ავტომატურად გამოიყენოთ ფრაზები საუბრისას და შეადგინოთ არაერთი წინადადება.
ნუ თარგმნით! ნუ თხზავთ წინადადებას ჯერ ქართულად და შემდეგ ნუ თარგმნით ინგლისურად. სიტყვებისა და წინადადებების წყობა, როგორც წესი განსხვავებულია. თუ ჯერ მშობლიურ ენაზე ქმნი წინადადებას და შემდეგ თარგმნი, აზროვნებ ნელა და არასწორად, თავიდანვე არასწორად აწყობ წინადადებას. შეეცადე პირდაპირ ინგლისურ ენაზე წარმოთქვა წინადადება, ფიქრის გარეშე, ავტომატურად. ამიტომ არის საჭირო ფრაზების სწავლა. 3. ისაუბრეთ და გაიმეორეთ ის, რაც გესმით. კითხვა, მოსმენა და საუბარი არის ყველზე უფრო მნიშვნელოვანი ასპექტები ენის შესწავლისას. ბავშვებისთვის ჩვეულებრივი პროცესია ჯერ საუბრის დაწყება, შემდეგ კი კითხვისა და წერის სწავლა. მეორადი ენის შესწავლისას ჯერ ვსწავლობთ კითხვას, წერას, მოსმენასა და ბოლოს საუბარს. საუბრის პრაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. თუ საშუალება არ გაქვთ მუდმივად ესაუბროთ ვინმეს ინგლისურ ენაზე, იკითხეთ ხმამაღლა. ასევე უსმინეთ სხვადასხვა მასალებს და რასაც ისმენთ, იმეორეთ ტექსტი ხმამაღლა. ასეთი სავარჯიშოები საშუალებას მოგცემთ შეეჩვიოთ ინგლისურად საუბარს. 4. ჩაიძირეთ ინგლისურენოვან გარემოში თუ დააკვირდებით, იმ ადამიანების დიდი ნაწილი, ვინც თავისუფლად საუბრობს ინგლისურ ენაზე, სწავლობდა ინგლისურენოვან სასწავლებლებში. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა გაითვალისწინეთ, ისინი თავისუფლად საუბრობენ ინგლისურად არა იმის გამო, რომ ინგლისურ სკოლაში დადიოდნენ, არამედ იმიტომ, რომ მოხვდნენ გარემოში სადაც ინგლისური ენა დომინირებდა. იმისთვის, რომ თავისუფლად ისაუბრო ინგლისურად, აუცილებელი არ არის შენც წახვიდე ინგლისურენოვან ქვეყანაში სასწავლებლად, საკმარისია მხოლოდ შეიქმნა ინგლისური ენით გაჯერებული გარემო. მაგალითად, შეგიძლიათ შეუთანხმდეთ მეგობრებს, რომ კვირაში ერთი დღე შეიკრიბოთ და მხოლოდ ინგლისურად ისაუბროთ. ასევე შეგიძლიათ უსმინოთ ინგლისურ წინადადებებს, ფილმებს ინგლისურ ენაზე. როგორც ხედავთ, არ არის აუცილებელი სხვაგან წახვიდე, უბრალოდ შექმენი ინგლისური გარემო შენს გარშემო. 5. გამოიყენეთ სწორი მასალები პრაქტიკა ძალიან კარგია, თუმცა აუცილებელია, რომ ეს პრაქტიკა იყოს სწორი. თუ არასწორად შერჩეული მასალებით ცდილობთ ენის ცოდნის გაუმჯობესებას, მაშინ უბრალოდ არასწორად ისწავლით საუბარს. ხშირად სტუდენტები სწავლობენ ახალ ამბების ტექსტებს, თუმცა სიტყვები და ფრაზები რომელიც ახალი ამბების ფორმატში გამოიყენება არის ძალიან ფორმალური და ჩვეულებრივ საუბარში არ ვიყენებთ. ეცადეთ ისეთი ტიპის მალასები გამოიყენოთ, რომელიც სასაუბრო ენაში გამოგადგებად. თუ თქვენ დაიცავთ ამ ხუთივე წესს, ძალიან მალე იგრძნობთ შედეგს და თქვენი საუბრის მკვეთრს გაუმჯობესებას. Comments are closed.
|
LEAF Blogგანათლების ცენტრის ბლოგი Archives
April 2023
|