American-Georgian Education Center
  • შესახებ
    • ცენტრი
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • სიახლეები
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო სკოლები
    • კურიკულუმი
    • კალენდარი
  • გალერეა
    • ფოტო
    • ვიდეო
  • Virtual Fair 2021
  • კონტაქტი
  • ENG

ინგლისური ენა ბავშვებს ჯგუფში შევასწავლოთ თუ ინდივიდუალურად?

22/12/2016

 

ინგლისური ენის კურსები სჯობს თუ რეპეტიტორი? სად უფრო ვითარდება ბავშვი? კითხვა, რომელიც ყველა მშობელს უჩნდება. 

inglisuris swavla bavshvebistvis jgufshi individualurad
ინგლისური ენის შესწავლის აუცილებლობაზე დღეს აღარავინ დაობს, სადავო დარჩა შესწავლის მეთოდები. ეს საკითხი განსაკუთრებით საფრთხილო არის ბავშვებისთვის.
ნებისმიერი მშობლის სურვილია, მისმა შვილმა ინგლისური ენა ხარისხიანად და საფუძვლიანად შეისწავლოს. შესაბამისად, იწყებენ არა ინგლისური ენის კურსების, არამედ საუკეთესო მასწავლებლის მოძიებას. ბავშვის რეპეტიტორთან, ინდივიდუალურად მომზადება ძალიან გავრცელებული სწავლის მეთოდია ჩვენს ქვეყანაში. ამ შემთხვევაში მშობლის მიზანია, რომ მის შვილს უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს მასწავლებელმა, უფრო მეტად აკონტროლოს და უკეთ ასწავლოს.

სწორია თუ არა მშობლის გადაწყვეტილება? არის თუ არა ეს კეთილი განზრახვა გამართლებული? სპეციალისტები ერთხმად თანხმდებიან, რომ არა.
ჯგუფში სწავლა ბევრად უფრო ეფექტური და ხარისხიანია ვიდრე ინდივიდუალური გაკვეთილები.

გთავაზობთ სამ მიზეზს, რატომ სჯობს ჯგუფური მეცადინეობა ინდივიდუალურს:

1 – მეტი კომუნიკაცია - ინგლისური ენის შესწავლის პროცესში.ძალიან მნიშნელოვანი არის არა მხოლოდ დავალებების შესრულება, არამედ ინლისური ენის ხშირად გამოყენება პრაქტიკაში. ენის გავარჯიშების საუკეთესო გზა კი ჯგუფში კომუნიკაციაა. ექსპერტები თანხმდებიან, რომ ჯგუფური სწავლება არამხოლოდ მომგებიანი, არამედ ენის შესწავლის ბუნებრივი პროცესია. მოსწავლე სწავლობს არამხოლოდ მეტყველებას, არამედ სხვის მოსმენასაც, საუბრისა და განხილვის თემებიც სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება. ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია თანატოლებს შორის, ენის შესწავლის ყველაზე ეფექტური გზა არის.

2 – მეტად მოტივირებული - ყველამ კარგად ვიცით, რომ ენის შესწავლის პროცესი არის რთული. ხანდახან გგონია, რომ მიცოცავ უზარმაზარ მთაზე, რომელსაც დასასრული არ უჩანს. განსაკუთრებით რთულია ბავშვებისთვის, როდესაც სწავლის პროცესი ნელ-ნელა სავალდებულო მოსაწყენ რუტინად იქცევა, რომელიც უნდა გააკეთოს. ასეთი იძულებით ნასწავლი ინგლისური ენა ან უხარისხოა, ან კიდევ გადაღლილი და იმედგაცრუებული ბავშვი ხურავს წიგნს და ნებდება. მაგრამ როდესაც ბავშვი გარშემორტყმულია მოტივირებული თანატოლებით, ისიც უფრო მეტად მობილიზებული ხდება და ენთუზიაზმით აგრძელებს სწავლას.
წარმოიდგინეთ საკუთარ მაგალითზე. ვთქვათ, ყოველ დილით დგებით ადრე და დარბიხართ დღეში 5 კილომეტრს. თუ დარბიხართ მარტო, მალე მოგბეზრდებათ ეს გზა, შესაძლოა 3 კილომეტრის შემდეგ უბრალოდ მოგწყინდეთ, შეწყვიტოთ სირბილი და დაბრუნდეთ შინ. ხოლო თუ ჯგუფთან ერთად დარბიხართ, თქვენ აუცილებლად ხალისით გააგრძელებთ სირბილს და არ მიატოვებთ მას შუა გზაზე, თუნდაც თანაგუნდელების ხათრით. ეს არის მიზნისკენ ჯგუფური სწრაფვის ძალა, ასეთ შემთხვევაში გზა ბევრად უფრო მოკლეა, ვიდრე მარტო მავალის.

3 – გამოცდილების გაზიარება - ჯგუფთან ერთად ინგლისური ენის შესწავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლიუსი გამოცდილების გაზიარება არის. წარმოიდგინეთ, ჯგუფის ყოველი წევრი ფლობს სწავლის თავის ინდივიდუალურ მეთოდს. ისინი ერთმანეთს უზიარებენ საკუთარი სწავლის მეთოდებს და ხრიკებს, შედეგად ბავშვი სწავლობს უფრო დინამიურად და აფართოვებს პერსპექტივას, ენის სწავლის პროცესი ხდება უფრო სწრაფი და ხარისხიანი და მიზნის მიღწევა – უფრო მარტივი.

Comments are closed.

    LEAF Blog

    ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ბლოგი

    Archives

    September 2020
    June 2020
    May 2020
    March 2020
    February 2020
    December 2019
    October 2019
    September 2019
    March 2019
    February 2019
    January 2019
    December 2018
    November 2018
    February 2017
    December 2016

    Subscribe to Newsletter

    All
    Alumni
    CBS International Business School
    College Counseling
    EU Business School
    IELTS
    MBA
    SAT
    TIO University Of Applied Sciences
    TOEFL
    ბაკალავრიატი ამერიკაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი ევროპაში
    ბაკალავრიატი ესპანეთში
    ბრიტანული დიპლომი
    ბრიტანული დიპლომი
    განათლების გამოფენა
    დაფინანსება გერმანიაში
    ინგლისური ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის კურსები
    ინგლისური ენის კურსები ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის შესწავლა
    ინგლისური ენის ცენტრი
    ინგლისური ლიტერატურა
    ინგლისური წიგნები უცხოელებისთვის
    მაგისტრატურა ამერიკაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა ევროპაში
    მაგისტრატურა ესპანეთში
    მარტივად წასაკითხი წიგნები ინგლისურ ენაზ
    რა არის GPA
    როგორ გადავიყვანოთ GPA
    როგორ გამოვთვალოთ GPA
    როგორ ვისაუბროთ ინგლისურად გამართულად?
    როგორ ვისწავლოთ ინგლისური ენა მარტივად
    სწავლა Jacobs-ში
    სწავლა ამერიკაში
    სწავლა ამსტერდამში
    სწავლა გერმანიაში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა ევროპაში
    სწავლა ესპანეთში
    სწავლა იტალიაში
    სწავლა ნიდერლანდებში
    სწავლა პრაღაში
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა ჰოლანდიაში
    სწავლის დაფინანსება
    წიგნები ინგლისურ ენაზე

    RSS Feed

გამსახურდიას (პეკინის) გამზ. 34

სასარგებლო ბმულები:

კურსები
უნივერსიტეტები
სწავლა საზღვარგარეთ

+995 32 294 6174

    გამოიწერეთ სიახლეები

გამოწერა
  • შესახებ
    • ცენტრი
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • სიახლეები
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო სკოლები
    • კურიკულუმი
    • კალენდარი
  • გალერეა
    • ფოტო
    • ვიდეო
  • Virtual Fair 2021
  • კონტაქტი
  • ENG