Education Center LEAF
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG

მარტივად საკითხავი 5 ინგლისური წიგნი

22/12/2016

 

დაპირებისამებრ, გთავაზობთ საინტერესო და მარტივი წიგნების ხუთეულს, რომელიც შეგიძლიათ ინგლისურ ენაზე წაიკითხოთ

Picture
1. Charlotte’s Web – E.B. White
ეს არის წიგნი, რომელიც ერთნაირად საინტერესოა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. წიგნი დაწერილია ინგლისურენოვანი ბავშვებისთვის და ბევრი სკოლის პროგრამაშიც შედის. თუმცა იგი დღემდე რჩება არაერთი ზრდასრული ადამიანის საყვარელ ნაწარმოებად.

მოკლე შინაარსი: წიგნი მოგვითხრობს გოჭის ისტორიას, რომელსაც დაკვლას უპირებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაზე პატარა დაიბადა, მიიჩნევენ მას უსარგებლოდ და არასაჭიროდ. გოჭს შეიფარებს პატარა გოგონა - ფერნი, რომელიც იწყებს ზრუნვას მეგობარზე. ფერნმა გოჭს სახელად ვილბურნი დაარქვა. თუმცა მალე გოჭი იზრდება და ფერნის ბიძის ფერმაში გზავნიან საცხოვრებლად. ეს არის პატარა ისტორია დიდ მეგობრობაზე.
​
წიგნის შესახებ:https://goo.gl/kKTKmI
წიგნის ონლაინ ვერსია იხილეთ აქ: https://goo.gl/wPYbxJ
წიგნის შეძენა შეგიძლიათ: 
https://goo.gl/1spb84
Picture
2. Mieko and the Fifth Treasure – Eleanor Coerr
მართალია, ეს წიგნი წინამორბედის მსგავსად პოპულარული არ არის, მაგრამ საოცრად ლამაზად არის მოთხრობილი იაპონიისა და მისი საინტერესო კულტურის შესახებ. წიგნი არის პატარა, მოიცავს, იგი დაწერილია ინგლისურენოვანი ახალგაზრდებისთვის, მაგრამ მარტივი ენით.
​
მოკლე შინაარსი: წიგნში მოთხრობილია პატარა იაპონელი გოგონას, მეიკოს ემოციური ისტორია, რომელიც ნიჭიერი მხატვარია. გოგონას დაბომბვის შედეგად მძიმედ დაუზიანდა ხელი და საცხოვრებლად ბებია-ბაბუასთან გაგზავნეს. მეიკო ღელავს, რომ მან დაკარგა მთავარი საგანძური ცხოვრებაში - სილამაზე მის გულში. ეს განძი კი არის მისი ბედნიერების მთავარი გასაღები. მეიკო სიარულს იწყებს ახალ სკოლაში, სადაც ახალ მეგობრებთან შეჩვევა უჭირს. მის თანაკლასელებსაც არ ესმით მეიკოსი და ხშირად დასცინიან და აბუჩად იგდებენ.
​
წიგნის შესახებ: https://goo.gl/orX9tI
წიგნის ონლაინ ვერსია იხილეთ აქ: https://goo.gl/vn0g4P
წიგნის შეძენა შეგიძლიათ: https://goo.gl/de8PNW
​
Picture

​3. The Outsiders – S.E. Hinton
წიგნში საუბარია თემებზე, რომლებიც მსოფლიოს ნებისმიერ მხარეში ერთნაირად აქტუალურია თინეიჯერებისთვის. წიგნი დაწერილია მარტივად, მოკლე წინადადებებით, ასე რომ, მისი წაკითხვა არ უნდა გაგიჭირდეთ.
​
მოკლე შინაარსი: წიგნის მთავარი გმირის პენიბოის ცხოვრება მოზარდებისთვის აქტუალური პრობლემების გარშემო ტრიალებს, სიყვარული, მეტოქეები, მტრულად განწყობილი დაჯგუფებები, გაუგებრობა ოჯახში. საბოლოოდ ცხოვრება მას ციხემდე მიიყვანს, სადაც უკვე მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, დამნაშავეა იგი თუ არა.

წიგნის შესახებ: https://goo.gl/U1rTor
წიგნის ონლაინ ვერსია იხილეთ აქ:  https://goo.gl/xQ6e5o
წიგნის შეძენა შეგიძლიათ: https://goo.gl/VAx8et


Picture

4. The House On Mango Street – Sandra Cisneros
აღსანიშნავია, რომ ეს წიგნი არის საოცრად საინტერესო საკითხავი. წიგნი დაწერილია პირველ პირში და კითხვისას რეალურად გრძნობ, რას განიცდის მთავარი გმირი. წინადადებები არის მოკლე და მარტივად გასაგები. რამდენიმე რთული სიტყვა და მოკლე აღწერილობითი თხრობა არ ართულებს წიგნის აღქმას. ერთის მხრივ მარტივი გასაგებია კონტექსტიდან გამომდინარე, მეორეს მხრივ წარმოადგენს პატარა გამოწვევას, გაიგოთ ოდანვ რთული წინადადებები. ამ წიგნის კიდევ ერთ ღირებულებას წარმოადგენს ის, რომ საშუალებას გაძლევთ სიღრმისეულად შეისწავლოთ განსხვავებული კულტურა.

მოკლე შინაარსი: წიგნში მოხრობილია მექსიკელი გოგოს, ესპერანსას ცხოვრების ისტორია, რომელიც საცხოვრებლად ახალ სახლში გადადის მანგოს ქუჩაზე, ჩიკაგოს ლათინურ უბანში. ესპერანსა კი სხვანაირ ცხორებაზე ოცნებობს. ის პირობას აძლევს საკუთარ თავს, რომ ერთ მშვენიერ დღეს იცხოვრებს საკუთარ, ახალ სახლში. ესპერანსა იზრდება და მის ცხოვრებაში ახალი თავგადასავლები ჩნდება, თუმცა ოჯახის სიღარიბეზე დარდს ვერ გაურბის. ამ სევდისგან თავშესაფარს ის პოეზიაში პოულობს და ჩუმად წერს ლექსებს. ესპერანსა აკვირდება ქალების ყოფას თავის გარშემო, მათ შეგუებას ბედისადმი და ხვდება, რომ არ სურს იცხოვროს მათსავით, ამიტომ უნდა წავიდეს.


წიგნის შესახებ: https://goo.gl/thNpgf
წიგნის ონლაინ ვერსია იხილეთ აქ:  https://goo.gl/I1vpzb

წიგნის შეძენა შეგიძლიათ: https://goo.gl/THM4Ow

Picture
5. Thirteen Reasons Why – Jay Asher
ამ წიგნს იხილავთ NY times best books list-ში და არის არაერთი ჯილდოს მფლობელი. ნაწარმოები ემოციურად რთულად საკითხავია, ამიტომ თუ რაიმე მსუბუქი და მხიარული სიუჟეტის წაკითხვა გსურთ, ამ წიგნზე ნუ შეაჩერებთ არჩევანს. ემოციური დრამატული ჟანრის მოყვარულებს კი ვურჩევთ. წიგნში თხრობა მიდის აწმყოში, ამიტომ გამოყენებულია მარტივი გრამატიკა. წინადადებები მოკლეა და ლექსიკა მარტივი, პატარა პარაგრაფები კი ამარტივებს კითხვის პროცესს.
​
მოკლე შინაარსი: წიგნის მთავარი გმირი, სკოლიდან სახლში დაბრუნებისას, კართან აღმოაჩენს პაკეტს, სადაც 7 კასეტა დევს. კასეტები მას ყოფილმა კლასელმა - ჰანამ გამოუგზავნა, რომელმაც ემოციური პრობლემების გამო თავი მოიკლა. ამანათს თან ახლავს ინსტრუქცია, სადაც მითითებულია, რომ კასეტები უნდა გადაეცეს ერთი სტუდენტიდან მეორეს, მოცემული სიის მიხედვით. სიაში არის 12 ადამიანი, ის 12 ადამიანი, რომლებმაც უბიძგეს მას თვითმკვლელობისკენ და შეუქმნეს ამისთვის13 მიზეზი. ჰანა ასევე წერს, რომ იგივე კასეტები გაუგზავნა სხვა ადამიანს და აფრთხილებს ამხანაგებს, რომ თუ არ გადასცემენ ამ კასეტებს ერთმანეთს ინსტრუქციის მიხედვით, მთელი სკოლა შეიტყობს, თუ როგორ უბიძგეს გოგონას თვითმკვლელობისკენ. წიგნში კარგად არის წარმოჩენილი ჰანას ტკივილი. იგი იხსენებს თავის პირველ კოცნას, ადამიანებს, რომლებმაც მოატყუეს. ყველაფერი დაიწყო ჭორით, შემდეგ ჭორი აზვირთდა და გახდა უკონტროლო. წიგნი მიჰყვება თითოეული ადამიანის ისტორიას და იმ მიზეზს, რატომაც მიაყენეს ჰანას ტკივილი. დამნაშავე ადამიანთა შორის არის ინგლისური ენის მასწავლებელიც, რომელმაც სერიოზულად არ ჩათვალა გოგონას პრობლემები.

წიგნის შესახებ: https://goo.gl/AfQxoZ
წიგნის ონლაინ ვერსია იხილეთ აქ:  https://goo.gl/zM74DX
წიგნის შეძენა შეგიძლიათ: https://goo.gl/c7XiDZ
Picture

Comments are closed.

    LEAF Blog

    განათლების ცენტრის ბლოგი

    Archives

    March 2022
    November 2021
    October 2021
    September 2021
    April 2021
    March 2021
    September 2020
    June 2020
    May 2020
    March 2020
    February 2020
    December 2019
    October 2019
    September 2019
    March 2019
    February 2019
    January 2019
    December 2018
    November 2018
    February 2017
    December 2016

    Subscribe to Newsletter

    All
    Alumni
    CBS International Business School
    College Counseling
    EU Business School
    IELTS
    MBA
    SAT
    TIO University Of Applied Sciences
    TOEFL
    ბაკალავრიატი ამერიკაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი ევროპაში
    ბაკალავრიატი ესპანეთში
    ბრიტანული დიპლომი
    ბრიტანული დიპლომი
    განათლების გამოფენა
    დაფინანსება გერმანიაში
    ინგლისური ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის კურსები
    ინგლისური ენის კურსები ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის შესწავლა
    ინგლისური ენის ცენტრი
    ინგლისური ლიტერატურა
    ინგლისური წიგნები უცხოელებისთვის
    მაგისტრატურა ამერიკაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა ევროპაში
    მაგისტრატურა ესპანეთში
    მარტივად წასაკითხი წიგნები ინგლისურ ენაზ
    რა არის GPA
    როგორ გადავიყვანოთ GPA
    როგორ გამოვთვალოთ GPA
    როგორ ვისაუბროთ ინგლისურად გამართულად?
    როგორ ვისწავლოთ ინგლისური ენა მარტივად
    სწავლა Jacobs-ში
    სწავლა ამერიკაში
    სწავლა ამსტერდამში
    სწავლა გერმანიაში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა ევროპაში
    სწავლა ესპანეთში
    სწავლა იტალიაში
    სწავლა ნიდერლანდებში
    სწავლა პრაღაში
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა ჰოლანდიაში
    სწავლის დაფინანსება
    წიგნები ინგლისურ ენაზე

    RSS Feed

გამსახურდიას (პეკინის) გამზ. 34

სასარგებლო ბმულები:

კურსები
უნივერსიტეტები
სწავლა საზღვარგარეთ

+995 32 294 6174

    გამოიწერეთ სიახლეები

გამოწერა
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG