Education Center LEAF
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG

თუ საზღვარგარეთ გინდა ისწავლო იაფად, მაშინ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე უნდა მიხვიდე

25/3/2019

 
შენი ოცნების ახდენა შენს ხელშია, ამისათვის მხოლოდ მონდომებაა აუცილებელი და საჭირო ადგილას, საჭირო დროს უნდა აღმოჩნდე. ცხოვრებაში იშვიათად ხდება ისე, რომ ვინმემ გიკარნახოს, სად იხსნება შენი მომავლის კარი. თუმცა, შენ იღბლიანი ხარ, რადგან ამ სტატიაში ჩვენ სწორედ იმ ადგილს მიგასწავლით, სადაც დაგეხმარებიან გაიკვლიო გზა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებამდე, თანაც დიდი ფინანსების გარეშე.
Picture

საქართველოში არსებობს წარმოდგენა, რომ უცხოეთში სწავლის გასაგრძელებლად ძალიან დიდი ფინანსური გარანტიები უნდა გქონდეს. შესაძლოა, შენც იმ ადამიანების სიაში იყო, ვინც ასე ფიქრობს, თუმცა რეალობა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, განსხვავდება წარმოდგენებისგან. თუ ჯერ კიდევ ეჭვი გეპარება ზემოთ თქმულში, ამის გადამოწმების უნიკალური შანსი 29, 30 და 31 მარტს, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში — განათლების საერთაშორისო გამოფენაზე მოგეცემა.
განათლების საერთაშორისო გამოფენა საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით კი რეგიონების მოსახლეობისათვის საზღვარგარეთ სწავლის პერსპექტივების გაცნობის მიზნით ტარდება. ჩათვალეთ, ეს არის თქვენი შანსი პირისპირ გაესაუბროთ ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლებს და დაუსვათ ნებისმიერი კითხვა, რომელიც საზღვარგარეთ სწავლაში დაგეხმარებათ. მათ შორის, სტიპენდიების, დაფინანსებისა და ჩასაბარებელი გამოცდების შესახებ.
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ უნივერსიტეტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. საუნივერსიტეტო პროგრამების გარდა წარმოდგენილი იქნება საზაფხულო ბანაკები და სკოლები:
  • KTU - Kaunas University of Technology;
  • MRU - Mykolas Romeris University;
  • EU Business School;
  • GISMA Business School;
  • Wittenborg University of Applied Sciences;
  • Schiller International University;
  • IUBH University of Applied Sciences;
  • European School of Economics;
  • Rotterdam University of Applied Sciences;
  • Solbridge International School of Business;
  • Saxion University of Applied Sciences;
  • Budapest Metropolitan University;
  • Riseba University;
  • Quasar Institute for Advanced Design;
  • LUISS Business School;
  • Tio University of Applied Sciences;
გარდა წარმოდენილი უნივერსიტეტებისა, საშუალება გექნებათ დაესწროთ გიორგი ჩავლეიშვილის ლექციას, რომელიც წლების განმავლობაში ასობით სტუდენტს დაეხმარა საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებასა და დაფინანსების მოპოვებაში. გიორგი ჩავლეიშვილი LEAF-ის ერთ-ერთი დამფუძნებლი და College Counseling-ის პროგრამის ხელმძღვანელია. მისი ლექციიდან ზუსტად გაიგებთ, რა მოთხოვნები აქვთ უნივერსიტეტებს და რისი გაკეთება შეგიძლიათ თქვენ, რომ მიიღოთ დაფინანსება.
განათლების საერთაშორისო გამოფენაზე მისვლა საქართველოს სამ ქალაქში შეგიძლიათ.
  • 29 მარტს — თბილისში, საერთაშორისო აკადემია ლოგოსის შენობაში (პეკინის 34);
  • 30 მარტს — ქუთაისში, ქართულ-ამერიკულ სკოლა პროგრესში (აღმაშენებლის გამზ. 20);
  • 31 მარტს — ბათუმში, ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში BAU (ა. აბაშიძის 14);
სამივე ქალაქში გამოფენა 12:00 სთ-ზე გაიხსნება და 17:00 სთ-მდე გაგრძელდება.
ეს სწორედ ის შანსია, რომელიც ხელიდან არ უნდა გაუშვა. ვინ იცის, იქნებ ასობით წარმატებული სტუდენტის მსაგვსად, სწორედ აქედან იწყება შენი ცხოვრების დიდი გზაც?!


წყარო: on.ge


Comments are closed.

    LEAF Blog

    განათლების ცენტრის ბლოგი

    Archives

    April 2022
    March 2022
    November 2021
    October 2021
    September 2021
    April 2021
    March 2021
    September 2020
    June 2020
    May 2020
    March 2020
    February 2020
    December 2019
    October 2019
    September 2019
    March 2019
    February 2019
    January 2019
    December 2018
    November 2018
    February 2017
    December 2016

    Subscribe to Newsletter

    All
    Alumni
    CBS International Business School
    College Counseling
    EU Business School
    IELTS
    MBA
    SAT
    TIO University Of Applied Sciences
    TOEFL
    ბაკალავრიატი ამერიკაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი ევროპაში
    ბაკალავრიატი ესპანეთში
    ბრიტანული დიპლომი
    ბრიტანული დიპლომი
    განათლების გამოფენა
    დაფინანსება გერმანიაში
    ინგლისური ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის კურსები
    ინგლისური ენის კურსები ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის შესწავლა
    ინგლისური ენის ცენტრი
    ინგლისური ლიტერატურა
    ინგლისური წიგნები უცხოელებისთვის
    მაგისტრატურა ამერიკაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა ევროპაში
    მაგისტრატურა ესპანეთში
    მარტივად წასაკითხი წიგნები ინგლისურ ენაზ
    რა არის GPA
    როგორ გადავიყვანოთ GPA
    როგორ გამოვთვალოთ GPA
    როგორ ვისაუბროთ ინგლისურად გამართულად?
    როგორ ვისწავლოთ ინგლისური ენა მარტივად
    სწავლა Jacobs-ში
    სწავლა ამერიკაში
    სწავლა ამსტერდამში
    სწავლა გერმანიაში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა ევროპაში
    სწავლა ესპანეთში
    სწავლა იტალიაში
    სწავლა ნიდერლანდებში
    სწავლა პრაღაში
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა ჰოლანდიაში
    სწავლის დაფინანსება
    წიგნები ინგლისურ ენაზე

    RSS Feed

გამსახურდიას (პეკინის) გამზ. 34

სასარგებლო ბმულები:

კურსები
უნივერსიტეტები
სწავლა საზღვარგარეთ

+995 32 294 6174

    გამოიწერეთ სიახლეები

გამოწერა
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG