Kaplan-ის საერთაშორისო ორგანიზაცია გთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამების დიდ არჩევანს და წარმოდგენილია 26 უნივერსიტეტით დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ავსტრალიასა და ახალი ზელანდიიდან. საერთაშორისო უნივერსიტეტების გამოფენაზე LEAF უზრუნველყოფს შენს დაკავშირებას Kaplan -ის ორგანიზაციასთან, რომელიც დაგეხმარება მარტივად შეარჩიო შენთვის საინტერესო პროგრამა სასურველ ქვეყანაში. Kaplan International Pathways გთავაზობს საუნივერსიტეტო მოსამზადებელ კურსებს, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, ასევე პროფესიული განვითარების კურსებს. პროგრამები შემოთავაზებულია თითოეული ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებთან პარტნიორობით, რაც უზრუნველყოფს სტუდენტებს მაღალი ხარისხის განათლებასა და რესურსებზე წვდომას.
განათლების ცენტრ LEAF-ის ორგანიზებით 2023 წლის 8 აპრილს გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა. საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებით დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებლობა გექნება პირადად შეხვდე უნივერსიტეტების წარმომადგენელს, მიიღო შენთვის საჭირო ინფორმაცია უნივერსიტეტის პროგრამების, სტუდენტური ცხოვრების და დასაქმების პერსპექტივების შესახებ. Kaplan-ის მიერ შემოთავაზებული უნივერსიტეტები: USA
დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ავსტრალიაში ან ახალ ზელანდიაში სწავლის არჩევამ შეიძლება შემოგთავაზოს მთელი რიგი უპირატესობები, მათ შორის მაღალი ხარისხის განათლებაზე წვდომა, მრავალფეროვანი და მულტიკულტურული გარემო და პიროვნული და პროფესიული ზრდის შესაძლებლობები. თითოეულ ქვეყანას აქვს თავისი უნიკალური თვისებები და უპირატესობები, როგორიცაა:
განათლების ცენტრი LEAF, Kaplan-ს უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში, სააპლიკაციო პროცესში დახმარებას სრულიად უფასოდ გაგიწევს. გამოიყენე შესაძლებლობა პირადად შეხვდე ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს განათლების საერთაშორისო გამოფენაზე 8 აპრილს 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, Pullman Axis Towers-ში. რეგისტრაცია და დასწრება არის სრულიად უფასო. მონაწილეობის მისაღებად საჭიროა დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე: logos.edu.ge/leaf/ განათლების გამოფენის ოქროს სპონსორია Transport and Telecommunication Institute - TSI, ხოლო ვერცხლის სპონსორია Academy of Mathematics & Science, The Global American University, Schiller; Constructor (Jacobs) University. LEAF-ის პარტნიორია ბრიტანული კომპანია QS (Quacquarelli Symonds), რომელიც ცნობილია საუნივერსიტეტო რეიტინგების კვლევებითა და განაცხადების პლატფორმით, რაც საშუალებას აძლევს საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველ სტუდენტებს მარტივი სააპლიკაციო პროცედურით გააგზავნონ განაცხადები პარტნიორ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში. LEAF-ის განათლების გამოფენის პარტნიორია McCann Tbilisi. გამოფენის ფარგლებში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს Bene Exclusive. Comments are closed.
|
LEAF Blogგანათლების ცენტრის ბლოგი Archives
April 2023
|