Education Center LEAF
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG

რა არის SAT და როდის გვჭირდება იგი?

23/12/2016

 

საზღვარგარეთ სწავლა თუ გსურთ, შესაძლოა მოგთხოვონ SAT ტესტის ჩაბარება. რა არის SAT და რა შემთხვევაში ბარდება გამოცდა, გაეცანით სტატიაში.

SAT test preparation
SAT არის სტანდარტული მისაღები გამოცდა ამერიკის უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად. ​
აღსანიშნავია, რომ ევროპული უნივერსიტეტები ფაქტიურად აღარ მოითხოვენ SAT ჩაბარებას, რამდენიმე სასწავლებლის გამოკლებით.
SAT არსებობს ორი სახის: General SAT და Subject Test.
 
General SAT მოიცავს:
  • კრიტიკული აზროვნების ნაწილს (ტექსტის ანალიზი და ლექსიკა)
  • მათემატიკას
  • ესსეს წერას (2016 წლის განახლების შემდგომ აღარ არის სავალდებულო)
 
SAT ქულის მაქსიმალური რაოდენობა არის 1600, ძლიერ უნივერსიტეტში მოსახვედრად საჭირო არის 1300 და მეტი ქულის მიღება. 2016 წელს შეტანილი ცვლილებების შედეგად ქულები ნაწილდება შემდეგნაირად:
  • უნარები + გრამატიკა - 800 ქულა
  • მათემატიკა - 800 ქულა.

SAT ქულა არის დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, თუმცა არა გადამწყვეტი. არსებობს შემთხვევები, როდესაც შედარებით დაბალი ქულის მიღების შემთხვევაში ძლიერ აპლიკაციასთან და რეკომენდაციებთან ერთად, სტუდენტს სწავლის სრული დაფინანსება მიუღია.
 
SAT – Subject Tests
​

SAT -ის საგნობრივი გამოცდა ბარდება ორ შემთხვევაში:
1 - უნივერსიტეტის მოთხოვნით - თუ თქვენ გსურთ ჩაბარება ტექნიკურ ფაკულტეტზე, მაგალითად ინჟინერიის სპეციალობაზე, უნივერსიტეტმა შესაძლოა მოგთხოვოთ საგნობრივი ტესტის ჩაბარება მათემატიკასა და ფიზიკაში. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნილი გამოცდების ჩაბარების გარეშე უნივერსიტეტი არც კი განიხილავს თქვენს აპლიკაციას.
2 - საკუთარი ინიციატივით - თუ თქვენ განსაკუთრებით ძლიერი ხართ რომელიმე საგანში და გსურთ რომ ეს სიძლიერე უნივერსიტეტს დაანახოთ, შეგიძლიათ ამ საგანში ჩააბაროთ SAT-ის საგნობრივი ტექსტი და სხვა მოთხოვნილ დოკუმენტებთან ერთად გაუგზავნოთ უნივერსიტეტს. ასეთ შემთხვევაში მსგავსი გამოცდის ტესტი შესაძლოა დაგეხმაროთ უნივერსიტეტში ჩაბარებაში. საგნობრივი ტესტების შემთხვევაში კარგ ქულად ითვლება 600 და მეტი, თუმცა 500 ქულის მიღების შემთხვევაშიც შესაძლებელია ტესტის პასუხის გაგზავნა.
 

​

nona link
24/2/2020 04:36:21 pm

გამარჯობათ,
მაინტერესებს SAT-ის გამოცდისთვის ვის შეიძლება მოვამზადებინოთ ბავშვი

LEAF link
25/2/2020 12:49:24 pm

მოგესალმებით, ნონა

SAT-ში მოსწავლის მოსამზადებლად შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ამერიკულ-ქართულ განათლები ცენტრ LEAF-ში:
ტელ: 2 94 61 74
email: info@leaf.ge
დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამავე ვებ-გვერდზე: http://www.leaf.ge/sat-momzadeba.html


Comments are closed.

    LEAF Blog

    განათლების ცენტრის ბლოგი

    Archives

    March 2022
    November 2021
    October 2021
    September 2021
    April 2021
    March 2021
    September 2020
    June 2020
    May 2020
    March 2020
    February 2020
    December 2019
    October 2019
    September 2019
    March 2019
    February 2019
    January 2019
    December 2018
    November 2018
    February 2017
    December 2016

    Subscribe to Newsletter

    All
    Alumni
    CBS International Business School
    College Counseling
    EU Business School
    IELTS
    MBA
    SAT
    TIO University Of Applied Sciences
    TOEFL
    ბაკალავრიატი ამერიკაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი ევროპაში
    ბაკალავრიატი ესპანეთში
    ბრიტანული დიპლომი
    ბრიტანული დიპლომი
    განათლების გამოფენა
    დაფინანსება გერმანიაში
    ინგლისური ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის კურსები
    ინგლისური ენის კურსები ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის შესწავლა
    ინგლისური ენის ცენტრი
    ინგლისური ლიტერატურა
    ინგლისური წიგნები უცხოელებისთვის
    მაგისტრატურა ამერიკაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა ევროპაში
    მაგისტრატურა ესპანეთში
    მარტივად წასაკითხი წიგნები ინგლისურ ენაზ
    რა არის GPA
    როგორ გადავიყვანოთ GPA
    როგორ გამოვთვალოთ GPA
    როგორ ვისაუბროთ ინგლისურად გამართულად?
    როგორ ვისწავლოთ ინგლისური ენა მარტივად
    სწავლა Jacobs-ში
    სწავლა ამერიკაში
    სწავლა ამსტერდამში
    სწავლა გერმანიაში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა ევროპაში
    სწავლა ესპანეთში
    სწავლა იტალიაში
    სწავლა ნიდერლანდებში
    სწავლა პრაღაში
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა ჰოლანდიაში
    სწავლის დაფინანსება
    წიგნები ინგლისურ ენაზე

    RSS Feed

გამსახურდიას (პეკინის) გამზ. 34

სასარგებლო ბმულები:

კურსები
უნივერსიტეტები
სწავლა საზღვარგარეთ

+995 32 294 6174

    გამოიწერეთ სიახლეები

გამოწერა
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG