Education Center LEAF
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Spring Fair 2023
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG

საერთაშორისო დასაქმება სტუდენტისთვის: კავშირების მნიშვნელობა

16/1/2023

 
Picture
​კავშირების დამყარება თითოეული სტუდენტის კარიერისთვის, განსაკუთრებით საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტისთვის, მნიშვნელოვანი ფაქტორია. სტუდენტი ხვდება ისეთ წინააღმდეგობებს, როგორებიცაა: ენობრივი ბარიერი, კულტურული განსხვავებულობა და ადგილობრივი დასაქმების ბაზრის შესაძლებლობების არ ცოდნა. ასეთ სიტუაციაში არსებული კავშირები გეხმარება სირთულეების დაძლევაში და ბევრ სარგებელს გთავაზობს.
​პირველ რიგში, კონტაქტების დამყარება ქმნის პროფესიულ ურთიერთობებს იმ ადამიანებთან, რომლებიც შესაძლოა კარიერის განმავლობაში გახდნენ შენი მენტორები და დაგეხმარონ გზის გაკვალვაში. ეს ურთიერთობები შეიძლება იყოს პროფესორებთან, კურსდამთავრებულებთან ან ინდუსტრიის იმ წარმომადგენლებთან, რომელთაც შეუძლიათ მოგცენ ახალი იდეები და ხედვები პროფესიულ სფეროსთან დაკავშირებით. ამ კავშირების დამყარებით უკეთ გაიცნობ სამუშაო ბაზარს და მოთხოვნად გამოცდილებასა და უნარებს.

მეორე მნიშვნელოვანი სარგებელი, რაც შეიძლება კავშირებიდან მიიღო, არის ის სამუშაო ან სტაჟირების შესაძლებლობები, რომლებიც არ არის საჯაროდ გამოქვეყნებული. ბევრ კომპანიას ურჩევნია ისეთი თანამშრომელი აიყვანოს, ვის შესახებაც უკვე აქვთ ინფორმაცია მათთვის სანდო წყაროდან. ისეთი ადამიანების ყოლა, რომელთაც იციან შენი უნარები და შესაძლებლობები ზრდის სამსახურში ან სტაჟირებაზე აყვანის შესაძლებლობებს. ასევე კავშირების საშუალებით ინფორმაცია გექნება გამოუქვეყნებელ სამუშაო ვაკანსიებსა და სტაჟირებებზე და სხვა კანდიდატებთან შედარებით უფრო წინ იქნები.

კავშირების მესამე სარგებელი არის შენი ცოდნისა და უნარების განვითარება. პროფესიონალებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისას გაიგებ მათი გამოცდილების შესახებ და იმ დაბრკოლებების შესახებ რომელთა გადალახვაც მათ თავიანთ კარიერაში მოუწიათ. შესაძლებლობა გექნება ისწავლო შენს პროფესიაში არსებული სიახლეების შესახებ, მიიღო ახალი იდეები, რაც სამუშაო ბაზარზე კონკურენტუნარიანს გაგხდის.

ამ ყველაფერთან ერთად, ზემოაღნიშნული ზრდის შენს თვითდაჯერებულობას და აუმჯობესებს კომუნიკაციის უნარებს. პროფესიონალებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობით განივითარებ შედეგიანი კომუნიკაციის უნარს, რაც მნიშვნელოვანია ნებისმიერი კარიერისთვის.
მაშ, როგორ შეგიძლია დაიწყო კონტაქტების შეძენა, როგორც საერთაშორისო სტუდენტს? აქ არის რამდენიმე რჩევა:

● დაესწარი კარიერის გამოფენებს და მსგავს ღონისძიებებს (career fairs and networking events), რომელსაც ბევრი უნივერსიტეტი აწყობს, რაც სტუდენტებს აძლევს პროფესიონალებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის შესაძლებლობას. დაესწარი ამ ღონისძიებებს და შეეცადე ისაუბრო რაც შეიძლება მეტ ადამიანთან.

● შეუერთდი სტუდენტურ ორგანიზაციებსა და კლუბებს: სტუდენტური ორგანიზაციები და კლუბები შესანიშნავი გზაა თანამოაზრეებთან შესახვედრად და შენი კონტაქტების შესაგროვებლად. შენ ასევე შეგიძლია ჩაერთო საზოგადოებრივ სამსახურში ან გახდე მოხალისე, რაც დაგეხმარება შენი უნარების განვითარებაში და პოზიტიური გავლენის მოხდენაში შენს გარშემომყოფებზე.

● გამოიყენე სოციალური მედია: სოციალური მედიის პლატფორმები, როგორიცაა LinkedIn, შესანიშნავი გზაა პროფესიონალებთან და კურსდამთავრებულებთან დასაკავშირებლად. შეგიძლია შეუერთდე შესაბამის ჯგუფებს, მონაწილეობა მიიღო დისკუსიებში და გააზიარო შენი აზრები და იდეები.

დასასრულს, კონტაქტები ნებისმიერი სტუდენტის კარიერის არსებითი ასპექტია და ის კიდევ უფრო გადამწყვეტი ხდება, როდესაც შენ სწავლობ საერთაშორისო უნივერსიტეტში. პროფესიული ურთიერთობების დამყარებით, სამუშაოსა და სტაჟირების შესაძლებლობების იდენტიფიცირებით და შენი უნარებისა და ცოდნის განვითარებით, შეგიძლია გადალახო საზღვარგარეთ სწავლის გამოწვევები და გააუმჯობესო შენი კარიერული პერსპექტივები. ასე რომ, შეეცადე სწორად გამოიყენო კონტაქტები და ისარგებლო შენთვის ხელმისაწვდომი შესაძლებლობებით.

ნებისმიერი ინგლისურენოვანი უნივერსიტეტის სააპლიკაციო პროცესში დასახმარებლად, ასევე SAT, IELTS, TOEFL კურსებისთვის მოსამზადებლად, შეგიძლია დაუკავშირდე განათლების ცენტრ LEAF-ს.
LEAF უკვე მე-14 წელია ეხმარება ქართველ აპლიკანტებს. ცენტრის ასობით სტუდენტს აქვს მოპოვებული სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება უცხოურ უნივერსიტეტებში, როგორიცაა Columbia University, Yale University, Harvard University, New York University, Oxford University, Hult University.

LEAF პარტნიორ უნივერსიტეტებთან სააპლიკაციო პროცესში დახმარებას უფასოდ გაგიწევს.
ვიზიტის ჩასანიშნად დაუკავშირდი ნომერზე: 032 294 61 74

Comments are closed.

    LEAF Blog

    განათლების ცენტრის ბლოგი

    Archives

    March 2023
    February 2023
    January 2023
    December 2022
    November 2022
    October 2022
    September 2022
    April 2022
    March 2022
    November 2021
    October 2021
    September 2021
    April 2021
    March 2021
    September 2020
    June 2020
    May 2020
    March 2020
    February 2020
    December 2019
    October 2019
    September 2019
    March 2019
    February 2019
    January 2019
    December 2018
    November 2018
    February 2017
    December 2016

    Subscribe to Newsletter

    All
    Alumni
    CBS International Business School
    College Counseling
    EU Business School
    IELTS
    MBA
    SAT
    TIO University Of Applied Sciences
    TOEFL
    ბაკალავრიატი ამერიკაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი ევროპაში
    ბაკალავრიატი ესპანეთში
    ბრიტანული დიპლომი
    ბრიტანული დიპლომი
    განათლების გამოფენა
    დაფინანსება გერმანიაში
    ინგლისური ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის კურსები
    ინგლისური ენის კურსები ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის შესწავლა
    ინგლისური ენის ცენტრი
    ინგლისური ლიტერატურა
    ინგლისური წიგნები უცხოელებისთვის
    მაგისტრატურა ამერიკაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა ევროპაში
    მაგისტრატურა ესპანეთში
    მარტივად წასაკითხი წიგნები ინგლისურ ენაზ
    რა არის GPA
    როგორ გადავიყვანოთ GPA
    როგორ გამოვთვალოთ GPA
    როგორ ვისაუბროთ ინგლისურად გამართულად?
    როგორ ვისწავლოთ ინგლისური ენა მარტივად
    სწავლა Jacobs ში
    სწავლა Jacobs-ში
    სწავლა ამერიკაში
    სწავლა ამსტერდამში
    სწავლა გერმანიაში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა ევროპაში
    სწავლა ესპანეთში
    სწავლა იტალიაში
    სწავლა ნიდერლანდებში
    სწავლა პრაღაში
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა ჰოლანდიაში
    სწავლის დაფინანსება
    წიგნები ინგლისურ ენაზე

    RSS Feed

გამსახურდიას (პეკინის) გამზ. 34

სასარგებლო ბმულები:

კურსები
უნივერსიტეტები
სწავლა საზღვარგარეთ

+995 32 294 6174

    გამოიწერეთ სიახლეები

გამოწერა
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Spring Fair 2023
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG