კიდევ ერთი საგანმანათლებლო შესაძლებლობა კრეატიულ და სახელოვნებო ინდუსტრიაში განათლების ცენტრ LEAF-ისგან. მათ ვისაც სურს სწავლა მუსიკალური მიმართულების საზღვარგარეთ გააგრძელოს, განათლების ცენტრი LEAF გთავაზობთ ბრიტანეთისა და ირლანდიის თანამედროვე მუსიკის ინსტიტუტს. British and Irish Modern Music Institute -ბრიტანული და ირლანდიური თანამედროვე მუსიკის ინსტიტუტია.
BIMM 1983 წელს დაარსდა და მუსიკისა და დრამის სკოლას წარმოადგენდა. დღეისათვის კი რვა დამოუკიდებელ კოლეჯს აერთიანებს. BIMM-ის კამპუსები ლონდონში, დუბლინში, ბრისტოლში, მანჩესტერში, ბერლინში, ბირმინგემში, ჰამბურგსა და ბრაიტონში მდებარეობს. BIMM-ის დაარსების მიზანი იყო მუსიკით გატაცებული მსოფლიოს სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები ერთ სივრცეში გაეერთიანებინა. BIMM-ის მუსიკალურ ინსტიტუტში საერთაშორისო სტუდენტებს შეუძლიათ უმაღლესი ხარისხის განათლება მიიღონ ხელმისაწვდომ ფასად. BIMM ინსტიტუტი 18 საბაკალავრო კურსს გთავაზობთ:
BIMM ინსტიტუტი 2 სამაგისტრო კურსს გთავაზობთ:
ინსტიტუტს სწავლების მაღალი სტანდარტები აქვს. ისინი სტუდენტებს მუსიკის კრეატიულ ინდუსტრიაში მყარი კარიერის შექმნისთვის ამზადებენ. ინსტიტუტში სწავლების კომბინირებული მეთოდი გამოიყენება: სტუდენტები მაღალი ხარისხის აკადემიური განათლების პარალელურად, უდიდეს პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ. მათ შესაძლებლობა აქვთ იმუშაონ კონკრეტულ მუსიკალურ პროექტებზე. ინსტიტუტში 7000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს. ერთი საბაკალავრო წლის საფასური საერთაშორისო სტუდენტებისთვის 15 950 ფუნტ სტერლინგს შეადგენს. ერთწლიანი დიპლომის კურსი საერთაშორისო სტუდენტებისთვის 12 450 ფუნტ სტერლინგს შეადგენს. სამაგისტრო პროგრამის ერთი აკადემიური წლის საფასური 15 450 ფუნტ სტერლინგია. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ: +995 32 294 61 74 +995 577 68 77 33 info@leaf.ge გაიგეთ მეტი: განათლება, LEAF Comments are closed.
|
LEAF Blogგანათლების ცენტრის ბლოგი Archives
March 2023
|