თუ გსურს ისწავლო ბერლინის უნივერსიტეტში, რომელიც გთავაზობს კვლევებსა და ინოვაციებზე დაფუძნებულ პრაქტიკულ სასწავლო პროგრამას, მაშინ LEAF გირჩევს SRH ბერლინის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტს. მრავალფეროვანი პროგრამები საშუალებას მოგცემს მარტივად იპოვო შენთვის საინტერესო მიმართულება. SRH უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების 97% დასაქმებულია სწავლის დასრულების პირველივე წელს. უნივერსიტეტის პარტნიორ კომპანიებთან თანამშრომლობის ფარგლებში საშუალება გექნება სწავლის პროცესში იმუშაო რეალურ ქეისებზე და მათთან გაიარო სტაჟირებები. განათლების ცენტრ LEAF-ის ორგანიზებით 2023 წლის 8 აპრილს გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა. დაინტერესების შემთხვევაში შესაძლებლობა გექნება პირადად შეხვდე უნივერსიტეტის წარმომადგენელს, მიიღო შენთვის საჭირო ინფორმაცია უნივერსიტეტის პროგრამების, სტუდენტური ცხოვრების და დასაქმების პერსპექტივების შესახებ. შემოთავაზებული საბაკალავრო პროგრამები:
განათლების ცენტრი LEAF, SRH-ს უნივერსიტეტთან პარტნიორობის ფარგლებში, სააპლიკაციო პროცესში დახმარებას სრულიად უფასოდ გაგიწევს. გამოიყენე შესაძლებლობა პირადად შეხვდე ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლებს განათლების საერთაშორისო გამოფენაზე 8 აპრილს 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, Pullman Axis Towers-ში. განათლების გამოფენის ოქროს სპონსორია Transport and Telecommunication Institute, ხოლო ვერცხლის სპონსორია Academy of Mathematics & Science, The Global American University, Schiller; Constructor (Jacobs) University. რეგისტრაცია და დასწრება არის სრულიად უფასო. მონაწილეობის მისაღებად საჭიროა დარეგისტრირდეთ შემდეგ ბმულზე. LEAF-ის განათლების გამოფენის პარტნიორია McCann Tbilisi. გამოფენის ფარგლებში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს Bene Exclusive. Comments are closed.
|
LEAF Blogგანათლების ცენტრის ბლოგი Archives
April 2023
|