American University in Bulgaria (AUBG) გახლავთ კერძო უნივერსიტეტი ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში. უნივერსიტეტი დაარსდა 1991 წელს და დღესდღეობით მასში წლიურად 40-ზე მეტი ქვეყნიდან 1 000 სტუდენტი სწავლობს. სტუდენტთა 50% უცხოელია. AUBG არის პირველი ამერიკული სტილის, ინგლისურენოვანი, ლიბერალ ართს (თავისუფალი მეცნიერებები) უნივერსიტეტი აღმოსავლეთ ევროპაში. უნივერსიტეტი დაარსდა ამერიკისა და ბულგარეთის სახელმწიფოების, ფონდ ღია საზოგადოებისა და მეინის უნივერსიტეტის (აშშ) თანამშრომლობის შედეგად.
ბაკალავრიატის დონეზე უნივერსიტეტში ისწავლება 13 ძირითადი სპეციალობა, ანუ მეიჯორი და 20 დამატებითი სპეციალობა — მაინორი. საბაკალავრო პროგრამის ძირითადი სპეციალობის ფაკულტეტებია:
მაგისტრატურის დონეზე AUBG-ს აქვს Executive MBA პროგრამა, რომელიც აკრედიტირებულია აშშ-სა და ბულგარეთში და შექმნილია დასაქმებული პროფესიონალებისთვის შესაბამისი მოქნილი გრაფიკით. პროგრამა კონცენტრირებულია კონკრეტული ბიზნეს ქეისების განხილვასა და უახლესი მეთოდოლოგიების სწავლებაზე. უნივერსიტეტში ბაკალვრიატზე სწავლის საფასური, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლის ხარჯების გარეშე არის $12 450 წელიწადში. სწავლის საფასური ერთი და იგივეა ნებისმიერი ქვეყნის სტუდენტებისათვის და ყველა მათგანს შეუძლია სწავლის თანადაფინანსება საგრანტო და სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში მოიპოვოს. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა პირადად შეხვდეთ ბულგარეთის ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგენელს განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე 24 აპრილს, 12 საათიდან 17 საათამდე. დაინტერესების შემთხვევაში, ეწვიეთ ვებგვერდს: Leafonlinefair.com ორიგინალი სტატიის ბმული Comments are closed.
|
LEAF Blogგანათლების ცენტრის ბლოგი Archives
April 2023
|