Education Center LEAF
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG

American University in Switzerland - განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე

21/4/2021

 
Picture
​ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებით და გერმანულ Jacobs University-თან, Toulouse Business School-ის ბარსელონის კამპუსსა და ფრანგულ Université Catholique de l'Ouest (UCO)-თან თანამშრომლობით 2021 წლის 24 აპრილს, 12:00-დან 17:00 საათამდე გაიმართება განათლების საერთაშორისო ვირტუალური გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 29 უნივერსიტეტს 16 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად დაუკავშირდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები.
​მონაწილეები ასევე მიიღებენ შანსს მოიგონ College Counseling-ის სრული მომსახურება უფასოდ, 50%-იანი და 20%-იანი ფასდაკლებით.
განათლების ვირტუალური გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: leafonlinefair.com
ამერიკული უნივერსიტეტი შვეიცარიაში (American University in Switzerland - AUS) მდებარეობს ლა ტურ დე პეის მუნიციპალიტეტში, ქალაქი მდებარეობს ჟენევის ტბაზე. უნივერსიტეტის ისტორია დაიწყო 1963 წელს, როდესაც შეიქმნა ამერიკული კოლეჯი შვეიცარიაში, რომელიც გამორჩეული იყო მათი კომბინირებული ხედვით: ამერიკული განათლების სისტემითა და შვეიცარიული სამუშაო ეთიკით. 1991 წელს ჩამოყალიბდა ბიზნეს სკოლა, რომელიც გახდა ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ბიზნეს სკოლა შვეიცარიაში.
უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს პროგრამებს, როგორც ბაკალავრის, ასევე მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე. ბაკალავრის საფეხურზე სტუდენტებს შეუძლიათ ისწავლონ: ბიზნესის ადმინისტრირება (BSc), სპორტის ადმინისტრირება, საერთაშორისო ბიზნესი და სპორტის მარკეტინგი. მაგისტრატურის პროგრამებია: საერთაშორისო ბიზნესის ადმინისრტირება, ავიაციის მართვა, ფინანსები, ინფორმაციის ანალიტიკა, ექსპერტიზა და თაღლითობის კვლევა, ჯანდაცვის ადმინისტრირება, ადამიანური რესურსების მართვა, ლიდერობა და ცვლილება, მარკეტინგი და სპორტის მენეჯმენტი. ხოლო დოქტორანტურაზე სტუდენტებს შეუძლიათ სწავლა ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.
უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სტუდენტების მაღალი ხარისხის განათლებას, პერსონალურ ყურადღებასა და დახმარებას, როგორც აკადემიურ საკითხებში, ასევე მათ პროფესიონალურ წინსვლაში. უნივერსიტეტი პასუხისმგებლობას იღებს, რომ სტუდენტების მიერ ჩადებული ინვესტიცია გახდება მათი წარმატებული მომავლის გარანტია. ასევე, უნივერსიტეტი გამორჩეულია ინოვატორული და ინტერაქტიული სასწავლო გარემოთი.
Picture
წლიური გადასახადი სამწლიანი ბაკალავრის საფეხურზე 18,000 შვეიცარიული ფრანკია, ორწლიანი მაგისტრატურის წლიური საფასურია 15,000 შვეიცარიული ფრანკი, ხოლო სამწლიანი დოქტორანტურის წლიური ღირებულებაა 20,000 შვეიცარიული ფრანკი.
დაფინანსება დამოკიდებულია სტუდენტის მოსწრებასა და ფინანსურ საჭიროებაზე, სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ 5-60%-მდე დაფინანსება.
უნივერსიტეტს ჰყავს მსოფლიოს მასშტაბით 13 პარტნიორი. ერთ-ერთი განსაკუთრებული პარტნიორია ამერიკული უნივერსიტეტი - Cornell University. ბაკალავრისა და მაგისტრატურის სტუდენტებს აქვთ საშუალება მიიღონ პროფესიონალური სერთიფიკატები კორნელის უნივერსიტეტის ონლაინ პროგრამის ფარგლებში. ასევე AUS- ს აქვს ორმაგი დიპლომის პროგრამა ამერიკულ უნივერსიტეტთან - Tiffin University, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს მიიღოს ორმაგი ხარისხი ორივე უნივერსიტეტისგან.
ამერიკული უნივერსიტეტი შვეიცარიაში მსურველებს სთავაზობს საზაფხულო ბიზნეს სკოლას, რომლის ხანგრძლივობაცაა 2-4 კვირა და სწავლის საფასური 5,000 შვეიცარიული ფრანკია. მონაწილეები საგნებს ისწავლიან სხვადასხვა აკადემიური სფეროდან და მიიღებენ მონაწილეობას ჯგუფურ აქტივობებსა ად პროექტებში.
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა პირადად შეხვდეთ AUS-ს წარმომადგენელს განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე 24 აპრილს, 12 საათიდან 17 საათამდე. შემოგვიერთდით: https://leafonlinefair.com/.


ორიგინალი სტატიის ბმული


Comments are closed.

    LEAF Blog

    განათლების ცენტრის ბლოგი

    Archives

    March 2022
    November 2021
    October 2021
    September 2021
    April 2021
    March 2021
    September 2020
    June 2020
    May 2020
    March 2020
    February 2020
    December 2019
    October 2019
    September 2019
    March 2019
    February 2019
    January 2019
    December 2018
    November 2018
    February 2017
    December 2016

    Subscribe to Newsletter

    All
    Alumni
    CBS International Business School
    College Counseling
    EU Business School
    IELTS
    MBA
    SAT
    TIO University Of Applied Sciences
    TOEFL
    ბაკალავრიატი ამერიკაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი ევროპაში
    ბაკალავრიატი ესპანეთში
    ბრიტანული დიპლომი
    ბრიტანული დიპლომი
    განათლების გამოფენა
    დაფინანსება გერმანიაში
    ინგლისური ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის კურსები
    ინგლისური ენის კურსები ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის შესწავლა
    ინგლისური ენის ცენტრი
    ინგლისური ლიტერატურა
    ინგლისური წიგნები უცხოელებისთვის
    მაგისტრატურა ამერიკაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა ევროპაში
    მაგისტრატურა ესპანეთში
    მარტივად წასაკითხი წიგნები ინგლისურ ენაზ
    რა არის GPA
    როგორ გადავიყვანოთ GPA
    როგორ გამოვთვალოთ GPA
    როგორ ვისაუბროთ ინგლისურად გამართულად?
    როგორ ვისწავლოთ ინგლისური ენა მარტივად
    სწავლა Jacobs-ში
    სწავლა ამერიკაში
    სწავლა ამსტერდამში
    სწავლა გერმანიაში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა ევროპაში
    სწავლა ესპანეთში
    სწავლა იტალიაში
    სწავლა ნიდერლანდებში
    სწავლა პრაღაში
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა ჰოლანდიაში
    სწავლის დაფინანსება
    წიგნები ინგლისურ ენაზე

    RSS Feed

გამსახურდიას (პეკინის) გამზ. 34

სასარგებლო ბმულები:

კურსები
უნივერსიტეტები
სწავლა საზღვარგარეთ

+995 32 294 6174

    გამოიწერეთ სიახლეები

გამოწერა
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG