თუ გინდა ისწავლო ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილ უნივერსიტეტში, დანდალკის ტექნოლოგიის უნივერსიტეტი შენთვისაა, ულამაზესი, მწვანე კამპუსში არსებული სერვისები უზრუნველყოფს პროექტებზე დაფუძნებულ სასწავლო სისტემას. ის ერთ-ერთი წამყვანი სასწავლებელია ირლანდიის მასშტაბით, მაღალი სწავლების ხარისხითა და ინოვაციური კვლევითი პროგრამებით.
თუ გაინტერესებს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებები, LEAF გთავაზობს ვილნიუსის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლას, რომელსაც აქვს კურსდამთავრებულთა და ბიზნეს პარტნიორების განსაკუთრებულად ძლიერი ქსელი და გთავაზობს კარიერული განვითარების ისეთ სერვისებს, როგორიცაა სამუშაო ბაზრობები და სემინარები. ასევე, გთავაზობს ინდივიდუალურ კარიერულ მწვრთნელს, რაც დაგეხმარება კარიერული მიზნების დაგეგმვასა და მათ მიღწევაში.
თუ ხარ დაინტერესებული ბიზნესის, მარკეტინგისა და პროგრამირების შესწავლით, LEAF გთავაზობს განსაკუთრებულად ხელმისაწვდომ ფასად ლატვიაში სწავლას EKA-ს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში, რომელიც მუდმივ აკრედიტებული უნივერსიტეტის სტატუსს ატარებს და მისი ლექტორებისა და პროფესორების 67% დოქტორის ხარისხის მფლობელებს წარმოადგენს. EKA-ს უნივერსიტეტი სწავლის დაფინანსების შესაძლებლობებითაც გამოირჩევა, რაც მნიშვნელოვნად გაგიმარტივებს განათლების მიღების შესაძლებლობას.
თუ დაინტერესებული ხარ ტურიზმის ბიზნესისა და სასტუმრო მენეჯმენტის შესწავლით LEAF გთავაზობს BHMS Business & Hotel Management School-ს შვეიცარიაში, რომელიც უნიკალურია სწავლისა და მუშაობის ერთობლივი პროგრამებით, რაც მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა თეორიული ცოდნის პრაქტიკულად განხორციელებისთვის ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში.
უნივერსიტეტი გარანტირებულ მომავალს და დასაქმების ხელშეწყობას გთავაზობს ისეთ პარტნიორ კომპანიებში, როგორებიცაა: ჰილტონის, მერიოტის და ამარის სასტუმროთა ქსელში ამერიკის, ევროპისა და აზიის მასშტაბით. თუ მოდის და დიზაინის მიმართულებით ხარ დაინტერესებული, LEAF გთავაზობს სწავლას მსოფლიოში აღიარებულ ერთ-ერთ საუკეთესო დიზაინის სკოლაში იტალიაში. IED Istituto Europeo di Design გამოირჩევა პარტნიორობით ისეთ წამყვან კომპანიებთან, როგორებიცაა BMW, Gucci და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP). ეს თანამშრომლობა უნიკალურ შესაძლებლობებს მოგცემს, იმუშაო რეალურ სამყაროში არსებულ პროექტებზე და მიიღო პრაქტიკული გამოცდილება.
ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ უნახავს სამეფო კარის თამაშები. HBO-ს ამ სატელევიზიო პროექტმა მსოფლიოს არაერთი მაყურებელი აღაფრთოვანა, რეალობას მოწყვიტა და მაგიურ რეალიზმში გადაისროლა.
საინტერესოა, შენ თუ იცოდი, რომ ამ სერიალზე მუშაობდნენ არა მხოლოდ პროფესიონალები, აგრეთვე, ჯერ კიდევ უნივერსიტეტის სტუდენტები, რომელთაც არ შეეშინდათ თავიანთი საუცხოო იდეების გაჟღერება და მათი რეალობად ქცევა? |
LEAF Blogგანათლების ცენტრის ბლოგი |