Education Center LEAF
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Spring Fair 2023
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG

Audencia Business School — განათლების საერთაშორისო გამოფენის ვერცხლის სპონსორი

25/3/2022

 
Picture
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებითა და ესპანურ IE University-სა და ფრანგულ უნივერსიტეტ Audencia Business School-თან თანამშრომლობით 2022 წლის 2 აპრილს 12:00-დან 17:00 საათამდე სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 17 უნივერსიტეტს 13 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად გაესაუბრონ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები. გამოფენაზე ასევე იქნებიან LEAF-ის კონსულტანტები. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF არის 150-ზე მეტი უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი საქართველოში.
განათლების გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: http://logos.edu.ge/leaf/
აუდენციას ბიზნეს სკოლა საფრანგეთში, კერძოდ კი ქალაქ ნანტში მდებარეობს. უნივერსიტეტი გახლავთ ერთ — ერთი ყველაზე პრესტიჟული მთელს საფრანგეთში და მას გააჩნია როგორც ბიზნეს სკოლა ასევე ე.წ. "Grande Ecole" კომერციის მიმართულებით.
"გრანდ ეკოლის" პროგრამის დიპლომი გამორჩეულია მისი პრესტიჟულობითა და სიძლიერით. გრანდ ეკოლის პროგრამის სფეროებია: მარკეტინგი, ფინანსები, საბანკო სისტემა, ადამიანური რესურსები და საერთაშორისო ვაჭრობა. სტუდენტებს, რომლებსაც ზემოთ ნახსენები ფაკულტეტების სწავლის სურვილი აქვთ საფრანგეთში, შეუძლიათ განათლება დასავლეთ ევროპის ერთ — ერთ უძლიერეს ბიზნეს სკოლაში მიიღონ, სადაც საშუალება ექნებათ საბაკალავრო და სამაგისტრო ხარიხსი გაერთიანებულად, 5 წელიწადში მიიღონ.

Audencia Business School მსოფლიოს ბიზნეს სკოლების იმ 1%-ში შედის, რომელთაც სამმაგი აკრედიტაცია აქვთ მიღებული. LEAF რამდენიმე ასეთ ბიზნეს სკოლასთან თანამშრომლობს ევროპაში.
უნივერსიტეტში სწავლის მსურველებს აქვთ საშუალება განათლება მიიღონ ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებებში, როგორებიცაა:

● მენეჯმენტი
● საერთაშორისო ბიზნესი
● საბანკო სისტემა
● საერთაშორისო ვაჭრობა

მსურველებს ასევე შესაძლებლობა აქვთ გაიარონ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები საერთაშორისო ბიზნესსა და მენეჯმენტში.

უნივერსიტეტის საშუალო წლიური საფასური ბაკალავრიატის დონეზე 8150 ევროს შეადგენს. მაგისტრატურის შემთხვევაში პროგრამების მიხედვით ფასები განსხვავებულია. აღნიშნულ დონეზე სწავლის ფასი 15 000-დან 31 000 ევრომდე მერყეობს წელიწადში. მომავალ სტუდენტებს აქვთ დაფინანსების სხვადასხვა საშუალებით მიღების შესაძლებლობაც.
​
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, პირადად შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს და გაესაუბროთ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” 2 აპრილს შუა დღის 12 საათიდან საღამოს 5 საათამდე. შემოგვიერთდით: http://logos.edu.ge/leaf/

Comments are closed.

    LEAF Blog

    განათლების ცენტრის ბლოგი

    Archives

    March 2023
    February 2023
    January 2023
    December 2022
    November 2022
    October 2022
    September 2022
    April 2022
    March 2022
    November 2021
    October 2021
    September 2021
    April 2021
    March 2021
    September 2020
    June 2020
    May 2020
    March 2020
    February 2020
    December 2019
    October 2019
    September 2019
    March 2019
    February 2019
    January 2019
    December 2018
    November 2018
    February 2017
    December 2016

    Subscribe to Newsletter

    All
    Alumni
    CBS International Business School
    College Counseling
    EU Business School
    IELTS
    MBA
    SAT
    TIO University Of Applied Sciences
    TOEFL
    ბაკალავრიატი ამერიკაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი ევროპაში
    ბაკალავრიატი ესპანეთში
    ბრიტანული დიპლომი
    ბრიტანული დიპლომი
    განათლების გამოფენა
    დაფინანსება გერმანიაში
    ინგლისური ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის კურსები
    ინგლისური ენის კურსები ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის შესწავლა
    ინგლისური ენის ცენტრი
    ინგლისური ლიტერატურა
    ინგლისური წიგნები უცხოელებისთვის
    მაგისტრატურა ამერიკაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა ევროპაში
    მაგისტრატურა ესპანეთში
    მარტივად წასაკითხი წიგნები ინგლისურ ენაზ
    რა არის GPA
    როგორ გადავიყვანოთ GPA
    როგორ გამოვთვალოთ GPA
    როგორ ვისაუბროთ ინგლისურად გამართულად?
    როგორ ვისწავლოთ ინგლისური ენა მარტივად
    სწავლა Jacobs ში
    სწავლა Jacobs-ში
    სწავლა ამერიკაში
    სწავლა ამსტერდამში
    სწავლა გერმანიაში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა ევროპაში
    სწავლა ესპანეთში
    სწავლა იტალიაში
    სწავლა ნიდერლანდებში
    სწავლა პრაღაში
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა ჰოლანდიაში
    სწავლის დაფინანსება
    წიგნები ინგლისურ ენაზე

    RSS Feed

გამსახურდიას (პეკინის) გამზ. 34

სასარგებლო ბმულები:

კურსები
უნივერსიტეტები
სწავლა საზღვარგარეთ

+995 32 294 6174

    გამოიწერეთ სიახლეები

გამოწერა
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Spring Fair 2023
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG