ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებითა და ესპანურ IE University-სა და ფრანგულ უნივერსიტეტ Audencia Business School-თან თანამშრომლობით 2022 წლის 2 აპრილს 12:00-დან 17:00 საათამდე სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 17 უნივერსიტეტს 13 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად გაესაუბრონ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები. გამოფენაზე ასევე იქნებიან LEAF-ის კონსულტანტები. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF არის 150-ზე მეტი უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი საქართველოში. განათლების გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, გაიაროთ შემდეგ ბმულზე: http://logos.edu.ge/leaf/დანდოლკის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Dundalk Institute of Technology — DkIT), რომელიც დაარსდა 1971 წელს მდებარეობს ირლანდიაში, ქალაქ დანდოლკის ცენტრში. ის ერთ-ერთი წამყვანი სასწავლებელია ირლანდიის მასშტაბით, მაღალი სწავლების ხარისხითა და ინოვაციური კვლევითი პროგრამებით. ულამაზესი, მწვანე კამპუსი, აღჭურვილია მაღალი დონის უახლესი ტექნოლოგიებითა და სერვისებით. ინსტიტუტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე სწავლობს 5000 სტუდენტი.
უნივერსიტეტი შედგება 4 სკოლისაგან:
შემოთავაზებული საბაკალავრო პროგრამები:
ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის გადასახადი უცხოელი სტუდენტებისთვის არის 9950 ევრო წელიწადში, ხოლო სამაგისტრო პროგრამის საფასურია 12000 ევრო წელიწადში. ინსტიტუტი სთავაზობს სტუდენტებს სხვადასხვა რაოდენობით დაფინანსებას, რომელიც დამოკიდებულია მოქალაქეობასა და სტუდენტის ფინანსურ საჭიროებებზე. ბაკალავრიატის საფეხურზე სტუდენტს შეუძლია მიიღოს ყოველწლიური დაფინანსება 5000 ევროს ოდენობით. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, პირადად შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს და გაესაუბროთ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში 2 აპრილს შუა დღის 12 საათიდან საღამოს 5 საათამდე. შემოგვიერთდით: http://logos.edu.ge/leaf/ Comments are closed.
|
LEAF Blogგანათლების ცენტრის ბლოგი Archives
March 2023
|