ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებით 2021 წლის 9 ოქტომბერს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე გაიმართება განათლების საერთაშორისო ვირტუალური გამოფენა. ღონისძიების სპონსორები არიან: IE University, Mt. San Antonio College, CBS International Business School და EU Business School. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია საზღვარგარეთ სწავლის, უნივერსიტეტებისა და მათი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად დაუკავშირდნენ უნივერსიტეტების წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები. Ecole hôtelière de Lausanne — ლოზანის სასტუმროს მართვისა და სტუმართმოყვარეობის სკოლა შვეიცარიაში, კერძოდ კი ლოზანაში მდებარეობს. უნივერსიტეტი 1893 წელს ჟაკ შუმმა დაარსა. ჟაკი ამ პერიოდში ლოზანის სასახლეს და მისი სტუმრების მენეჯმენტს ხელმძღვანელობდა. ის სასახლეში მსახურების შემდეგ, მოკლე პერიოდში სრულუფლებიანი შვეიცარიის სასტუმროების მართვის მენეჯმენტის წევრი გახდა. მან მისი მიღწევები და ცოდნა გააერთიანა და დაარსა უნივერსიტეტი, რომელიც დღემდე ინარჩუნებს მოწინავე ადგილს მსოფლიოს სხვა უნივერსიტეტებში კონკრეტული მიმართულებით. უნივერსიტეტს სტუდენტებს საშუალება აქვთ რამდენიმე პროგრამა პარტნიორ უნიევრსიტეტშიც გაიარონ, რომელიც სინგაპურში მდებარეობს.
1994 წელს, უნივერსიტეტმა ოფიციალურად შექმნა საბაკალავრო პროგრამა სტუმართმოყვარეობისა და სასტუმროს მენეჯმენტის მიმართულებით. დღევანდელ დღეს, ლოზანის სასტუმროს მართვისა და სტუმართმოყვარეობის სკოლა მის მომავალ სტუდენტებს სთავაზობს შემდეგ პროგრამებს:
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა პირადად შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე 9 ოქტომბერს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე. შეუერთდით ღონისძიებას: https://leafonlinefair.com/ Comments are closed.
|
LEAF Blogგანათლების ცენტრის ბლოგი Archives
April 2023
|