Education Center LEAF
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG

EU ბიზნეს სკოლა — განათლების საერთაშორისო ვირტუალური გამოფენის ვერცხლის სპონსორი

30/9/2021

 
Picture
​ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებით 2021 წლის 9 ოქტომბერს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე გაიმართება განათლების საერთაშორისო ვირტუალური გამოფენა. ღონისძიების სპონსორები არიან: IE University, CBS International Business School და EU Business School. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია საზღვარგარეთ სწავლის, უნივერსიტეტებისა და მათი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად დაუკავშირდნენ უნივერსიტეტების წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები.
EU ბიზნეს სკოლა წარსულში ცნობილი, როგორც ევროპის უნივერსიტეტი არის შვეიცარული საგანმანათლებლო დაწესებულება. ის ჟენევაში დაარსდა. მას ასევე აქვს კამპუსები მონტროში (შვეიცარია), ბარსელონაში (ესპანეთი) და მიუნხენში (გერმანია). უნივერსიტეტს ასევე აქვს დისტანციური (ონლაინ) სწავლების პროგრამა, როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურზე. პროგრამები მოიცავენ ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომის გაცემას.
​სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე და ოთხივე კამპუსზე ისწავლება ყველა პროგრამა, რაც სტუდენტებს აძლევს საშუალებას, რომ ბაკალავრიატზე სწავლის პერიოდში, 3 წლის განმავლობაში, ისწავლონ სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ერთსა და იმავე უნივერსიტეტში.
მაგისტრატურისა და MBA პროგრამის ხანგრძლივობა არის 1 წელი. სწავლის დაწყება შესაძლებელია ოქტომბერში, იანვარსა ან მარტში. ბაკალავრიატის შემთხვევაში სწავლის ხანგრძლივობა 3 წელია და 2 დაწყების პერიოდია: ოქტომბერი და იანვარი. EU ბიზნეს სკოლას ასევე აქვს, საბაზისო, ე.წ. foundation კურსი მათთვის, ვისაც სურს ინგლისურის ან სხვა პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება სადიპლომო პროგრამაზე სწავლის დაწყებამდე.
ბაკალავრიატის საფეხურზე გერმანიასა და ესპანეთში სწავლის საფასური 12900 ევროა წელიწადში, შვეიცარიაში 27600 შვეიცარული ფრანკი. მაგისტრატურის შემთხვევაში ესპანეთსა და გერმანიაში სწავლის საფასურია 13800 ევრო, ხოლო შვეიცარიაში 28800 შვეიცარული ფრანკი.
უნივერსიტეტში დიდი ყურადღება ეთმობა თეორიული ცოდნის სტუდენტებისათვის გაზიარებას, მაგრამ ნებისმიერ პროგრამაში ხაზგასმულია სწავლის პრაქტიკული ასპექტი. სტუდენტები ინდივიდუალურად და ჯგუფურად მუშაობენ რეალურ ბიზნეს ქეისებზე, დადიან სხვადასხვა კომპანიაში და ეცნობიან მათ საქმიანობას. მათი პროფესორები კი ასევე დასაქმებულები არიან სხვადასხვა ინდუსტრიაში და აქვთ შესაძლებლობა, დააკავშირონ თეორიული ცოდნა სამუშაო გამოცდილებასთან. ბიზნეს სამყაროში ინფორმაცია უნდა იყოს მუდმივად განახლებადი და გამოყენებადი.
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა პირადად შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე 9 ოქტომბერს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე. 

Comments are closed.

    LEAF Blog

    განათლების ცენტრის ბლოგი

    Archives

    April 2022
    March 2022
    November 2021
    October 2021
    September 2021
    April 2021
    March 2021
    September 2020
    June 2020
    May 2020
    March 2020
    February 2020
    December 2019
    October 2019
    September 2019
    March 2019
    February 2019
    January 2019
    December 2018
    November 2018
    February 2017
    December 2016

    Subscribe to Newsletter

    All
    Alumni
    CBS International Business School
    College Counseling
    EU Business School
    IELTS
    MBA
    SAT
    TIO University Of Applied Sciences
    TOEFL
    ბაკალავრიატი ამერიკაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი ევროპაში
    ბაკალავრიატი ესპანეთში
    ბრიტანული დიპლომი
    ბრიტანული დიპლომი
    განათლების გამოფენა
    დაფინანსება გერმანიაში
    ინგლისური ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის კურსები
    ინგლისური ენის კურსები ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის შესწავლა
    ინგლისური ენის ცენტრი
    ინგლისური ლიტერატურა
    ინგლისური წიგნები უცხოელებისთვის
    მაგისტრატურა ამერიკაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა ევროპაში
    მაგისტრატურა ესპანეთში
    მარტივად წასაკითხი წიგნები ინგლისურ ენაზ
    რა არის GPA
    როგორ გადავიყვანოთ GPA
    როგორ გამოვთვალოთ GPA
    როგორ ვისაუბროთ ინგლისურად გამართულად?
    როგორ ვისწავლოთ ინგლისური ენა მარტივად
    სწავლა Jacobs-ში
    სწავლა ამერიკაში
    სწავლა ამსტერდამში
    სწავლა გერმანიაში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა ევროპაში
    სწავლა ესპანეთში
    სწავლა იტალიაში
    სწავლა ნიდერლანდებში
    სწავლა პრაღაში
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა ჰოლანდიაში
    სწავლის დაფინანსება
    წიგნები ინგლისურ ენაზე

    RSS Feed

გამსახურდიას (პეკინის) გამზ. 34

სასარგებლო ბმულები:

კურსები
უნივერსიტეტები
სწავლა საზღვარგარეთ

+995 32 294 6174

    გამოიწერეთ სიახლეები

გამოწერა
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG