Education Center LEAF
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG

Fort Hays State University-ის განსაკუთრებული პროგრამა უფროსკლასელთათვის

25/11/2021

 
Picture
​ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF დამამთავრებელი კლასების გამორჩეულად ნიჭიერი მოსწავლეებისთვის გთავაზობთ უპრეცედენტო სასკოლო პროგრამას ამერიკულ უნივერსიტეტში.
​ცენტრი თანამშრომლობს ამერიკულ Fort Hays State University-სთან (FHSU), რომელიც სკოლის მოსწავლეებს მე-11 და მე-12 კლასებში მათთან განსაკუთრებული პროგრამის გავლას სთავაზობს. უნივერსიტეტმა მათემატიკისა და მეცნიერების აკადემია (Academy of Mathematics and Science - AMS) შექმნა. ის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, მიაღწიონ მეტს და თავად განსაზღვრონ საკუთარი წარმატებული მომავალი. AMS ფორტ ჰეისში უკვე მეორე ადრეული საუნივერსიტეტო პროგრამაა, რომელიც განუმეორებელ აკადემიურ გამოცდილებას აძლევს დამამთავრებელი კლასების ნიჭიერ მოსწავლეებს მთელი მსოფლიოდან. პროგრამაზე მოსახვედრად მოსწავლეებმა დიდი კონკურენცია უნდა დაძლიონ.

პროგრამის მონაწილეები მე-11 და მე-12 კლასებში სწავლობენ და FHSU-ში ცხოვრობენ. პროგრამა მოიცავს:
  • საუნივერსიტეტო დონის სწავლება უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების მიერ
  • შესაძლებლობა, რომ მოიპოვოთ ზოგადი სამეცნიერო განათლების ასოცირებული ხარისხი (Associate of General Studies (A.G.S.) in Science)
  • ამერიკული ე.წ. ჰაი-სქულის სასკოლო დიპლომი (მოსწავლე ამთავრებს ამერიკულ სკოლას) და 60 საათზე მეტი საუნივერსიტეტო კრედიტი
  • კვლევის წარმოების გამოცდილება PhD დონის პროფესორ-მასწავლებლებთან
  • ლიდერობის უნარ-ჩვევების გამომუშავება და სამოქალაქო ჩართულობის შესაძლებლობები
  • აკადემიური და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა
  • უსაფრთხო სასწავლო და საცხოვრებელი გარემო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე

პროგრამის განმავლობაში მიღებული საუნივერსიტეტო კრედიტების სასურველ უნივერსიტეტში გადატანის შემდეგ AMS-ის კურსდამთავრებულები შეძლებენ, რომ ბაკალავრის ხარისხი საშუალოდ 2-დან 2.5 წლამდე პერიოდში მიიღონ 4 წლის ნაცვლად. ეს მათ საშუალებას მისცემს, რომ უფრო მალე ჩაერთონ აკადემიურ თუ პროფესიულ საქმიანობაში.
​
პროგრამის ღირებულება სწავლის, საცხოვრებლის, კვებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ჩათვლით არის დაახლოებით 29000 $ წელიწადში. გასათვალისწინებელია, თუ რა ოდენობის თანხას დაზოგავს სტუდენტი იმის ხარჯზე, რომ ბაკალავრიატის დამთავრებას მხოლოდ 2 ან 2.5 წელიწადს მოანდომებს.
სააპლიკაციო პროცესს ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF გაუწევს ადმინისტრირებას College Counseling-ის მომსახურების ფარგლებში. ზუსტი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ დაუკავშირდეთ LEAF-ს.
​FHSU-ს შესახებ:

ფორტ ჰეიზის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც 1902 წელს დაარსდა (Fort Hays State University) მდებარეობს კანზასის შტატში, ქალაქ ჰეიზში . უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ასობით პროგრამასა და სასერტიფიკაციო კურსს, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე. მათი მიზანია, რომ შექმნან ხელმისაწვდომი და კომპეტენტური საგანმანათლებლო სივრცე იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ, იყვნენ წარმატებული პროფესიონალები 21-ე საუკუნის ძალიან კონკურენტულ სამუშაო გარემოში.

უნივერსიტეტი შედგება ხუთი ძირითადი სკოლისაგან: ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა, ბიზნესის სკოლა, განათლების სკოლა, მედიცინის მეცნიერებათა სკოლა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სკოლა და ტექნოლოგიისა და მათემატიკის სკოლა.
უნივერსიტეტი გამორჩეულია ცნობილი ონლაინ სწავლების მეთოდებითა და პროგრამებით. სტუდენტებს შეუძლიათ 200-მდე ონლაინ პროგრამის და სასერტიფიკატო კურსების გავლა, ინოვაციური სწავლების მეთოდებით.

სწავლის საფასური დამოკიდებულია კრედიტების რაოდენობაზე. საბაკალავრო საფეხურზე ერთი კრედიტის საფასურია $226.88, სამაგისტრო საფეხურზე 298.55, ბიზნესის მაგისტრატურის მიმართულებით $350, ხოლო დოქტორანტურის საფეხურზე $400. უნივერსიტეტი სტუდენტებს ასევე სთავაზობს სხვადასხვა ტიპისა და რაოდენობის დაფინანსებას.

​უნივერსიტეტს საბაკალავრო საფეხურზე 60-მდე სხვადასხვა მიმართულება აქვს, როგორებიცაა: ბუღალტერია, კომპიუტერული მეცნიერებები, ფინანსები, ისტორია, ჯანდაცვა, მარკეტინგი, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, და სხვა.
​
სამაგისტრო საფეხურზე ასევე 60-მდე პროგრამაა შეთავაზებული, როგორებიცაა: ბიზნესის ადმინისტრირება, ფსიქოლოგიური კონსულტაცია (Counseling), განათლება, ისტორია და სხვა. სადოქტორო ხარისხის მოპოვება სტუდენტებს შეუძლიათ Nursing Practice-ის მიმართულებით (DNP).

Comments are closed.

    LEAF Blog

    განათლების ცენტრის ბლოგი

    Archives

    April 2022
    March 2022
    November 2021
    October 2021
    September 2021
    April 2021
    March 2021
    September 2020
    June 2020
    May 2020
    March 2020
    February 2020
    December 2019
    October 2019
    September 2019
    March 2019
    February 2019
    January 2019
    December 2018
    November 2018
    February 2017
    December 2016

    Subscribe to Newsletter

    All
    Alumni
    CBS International Business School
    College Counseling
    EU Business School
    IELTS
    MBA
    SAT
    TIO University Of Applied Sciences
    TOEFL
    ბაკალავრიატი ამერიკაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი ევროპაში
    ბაკალავრიატი ესპანეთში
    ბრიტანული დიპლომი
    ბრიტანული დიპლომი
    განათლების გამოფენა
    დაფინანსება გერმანიაში
    ინგლისური ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის კურსები
    ინგლისური ენის კურსები ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის შესწავლა
    ინგლისური ენის ცენტრი
    ინგლისური ლიტერატურა
    ინგლისური წიგნები უცხოელებისთვის
    მაგისტრატურა ამერიკაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა ევროპაში
    მაგისტრატურა ესპანეთში
    მარტივად წასაკითხი წიგნები ინგლისურ ენაზ
    რა არის GPA
    როგორ გადავიყვანოთ GPA
    როგორ გამოვთვალოთ GPA
    როგორ ვისაუბროთ ინგლისურად გამართულად?
    როგორ ვისწავლოთ ინგლისური ენა მარტივად
    სწავლა Jacobs-ში
    სწავლა ამერიკაში
    სწავლა ამსტერდამში
    სწავლა გერმანიაში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა ევროპაში
    სწავლა ესპანეთში
    სწავლა იტალიაში
    სწავლა ნიდერლანდებში
    სწავლა პრაღაში
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა ჰოლანდიაში
    სწავლის დაფინანსება
    წიგნები ინგლისურ ენაზე

    RSS Feed

გამსახურდიას (პეკინის) გამზ. 34

სასარგებლო ბმულები:

კურსები
უნივერსიტეტები
სწავლა საზღვარგარეთ

+995 32 294 6174

    გამოიწერეთ სიახლეები

გამოწერა
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG