ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებითა და ესპანურ IE University-სა და ფრანგულ უნივერსიტეტ Audencia Business School-თან თანამშრომლობით 2022 წლის 2 აპრილს, 12:00-დან 17:00 საათამდე სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 17 უნივერსიტეტს 13 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად გაესაუბრონ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები. გამოფენაზე ასევე იქნებიან LEAF-ის კონსულტანტები. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF არის 150-ზე მეტი უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი საქართველოში.
ფორტ ჰეიზის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც 1902 წელს დააარსდა (Fort Hays State University), მდებარეობს კანზასის შტატში, ქალაქ ჰეიზში. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს ასობით პროგრამასა და სასერთიფიკატო კურსებს, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე. მათი მიზანია, რომ შექმნან ხელმისაწვდომი და კომპეტენტური საგანმანათლებლო სივრცე იმ ახალგაზრდებისთვის, ვისაც სურთ იყვნენ წარმატებული პროფესიონალები 21-ე საუკუნის ძალიან კონკურენტულ სამუშაო გარემოში.
უნივერსიტეტი შედგება ხუთი ძირითადი სკოლისაგან: ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლა, ბიზნესის სკოლა, განათლების სკოლა, მედიცინის მეცნიერებათა სკოლა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სკოლა და ტექნოლოგიისა და მათემატიკის სკოლა.
უნივერსიტეტი გამორჩეულია ცნობილი ონლაინ სწავლების მეთოდებითა და პროგრამებით. სტუდენტებს შეუძლიათ 200-მდე ონლაინ პროგრამის და სასერთიფიკატო კურსების გავლა, ინოვაციური სწავლების მეთოდებით. შემოთავაზებული პროგრამებია:
უნივერსიტეტს აქვს 60-მდე სხვადასხვა მიმართულება საბაკალავრო საფეხურზე, როგორებიცაა: ბუღალტერია, კომპიუტერული მეცნიერებები, ფინანსები, ისტორია, ჯანდაცვა, მარკეტინგი, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, და სხვა.
სამაგისტრო საფეხურზე ასევე 60-მდე პროგრამაა შეთავაზებული, როგორებიცაა: ბიზნესის ადმინისტრირება, ფსიქოლოგიური კონსულტაცია (Counseling), განათლება, ისტორია და სხვა. სადოქტორო ხარისხის მოპოვება სტუდენტებს შეუძლიათ Nursing Practice-ის მიმართულებით (DNP). სწავლის საფასური ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაზე, საცხოვრებელი ხარჯის ჩათვლით, არის, დაახლოებით, 25 000 აშშ დოლარი წელიწადში. უნივერსიტეტი სტუდენტებს ასევე სთავაზობს სხვადასხვა ტიპისა და რაოდენობის დაფინანსებას. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, პირადად შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს და გაესაუბროთ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" 2 აპრილს, შუა დღის 12 საათიდან საღამოს 5 საათამდე. შემოგვიერთდით: www.logos.edu.ge/leaf/ Comments are closed.
|
LEAF Blogგანათლების ცენტრის ბლოგი Archives
April 2023
|