ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებით 2021 წლის 9 ოქტომბერს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე განათლების საერთაშორისო ვირტუალური გამოფენა გაიმართება. ღონისძიების სპონსორები არიან: IE University, Mt. San Antonio College, CBS International Business School და EU Business School. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია საზღვარგარეთ სწავლის, უნივერსიტეტებისა და მათი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად დაუკავშირდნენ უნივერსიტეტების წარმომადგენლებს და მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვან.
IE უნივერსიტეტი არის კერძო უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს სეგოვიასა და მადრიდში, ესპანეთში. ის არის ესპანეთის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი, რომელიც მსოფლიოშია ცნობილი მაღალი აკადემიური ხარისხით. აი ი დაარსდა 1973 წელს, როდესაც აი ი ბიზნეს სკოლამ MBA პროგრამის სტუდენტები მიიღო. უნივერსიტეტმა რამდენიმე წლის შემდეგ იურიდიული სკოლაც გახსნა. აი იმ საბაკალავრო პროგრამები 2006 წელს დანერგა.
ბაკალავრიატის დონეზე დღეს სტუდენტებს დიდი არჩევანი აქვთ:
სამაგისტრო დონეზე სტუდენტებს შეუძლიათ მიიღონ მაგისტრის ხარისხი 16 მიმართულებით, ასევე MBA ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი და საერთაშორისო სამართლის მაგისტრის ხარისხი. IE უნივერსიტეტი თანამშრომლობს სხვა უნივერსიტეტებთანაც. მაგალითად ამერიკულ ბრაუნის უნივერსიტეტთან ერთად ხორციელდება IE Brown ეგზეკუტივ MBA პროგრამა. უნივერსიტეტი პარტნიორობს 100-მდე პრესტიჟულ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან მთელს მსოფლიოში. უნივერსიტეტს ასევე აქვს სადოქტორო პროგრამა ბიზნესის მიმართულებით. აი ი ევროპაში არის მოწინავე დისტანციურ სწავლებაშიც და აქვს ინოვაციური პროგრამები, რაც დღეს ძალიან მნიშვნელოვანია. ბაკალავრიატსა და მაგისტრატურაზე სწავლების ენა არის ინგლისური, ხოლო დოქტურანტურაზე — ესპანური. ყოველ წელს უნივერსიტეტი კარს უღებს 130 სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტს, უნივერსიტეტის სტუდენტთა 75% არა-ესპანელია. საბაკალავრო პროგრამის წლიური გადასახადი 21 000 ევროა. ორმაგი საბაკალავრო დიპლომის შემთხვევაში, კი — 23 000 ევრო. სამაგისტრო პროგრამის საფასური 33 000 ევროდან 36 000 ევრომდე მერყეობს. უნივერსიტეტი დამსახურებულ სტუდენტებს აძლევს დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას. მათ ასევე შეუძლიათ ისარგებლონ სტუდენტური სესხით. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა პირადად შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე 9 ოქტომბერს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე. შემოგვიერთდით: https://leafonlinefair.com/ Comments are closed.
|
LEAF Blogგანათლების ცენტრის ბლოგი Archives
April 2023
|