ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებითა და ესპანურ IE University-სა და ფრანგულ უნივერსიტეტ Audencia Business School-თან თანამშრომლობით 2022 წლის 2 აპრილს 12:00-დან 17:00 საათამდე სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 16 უნივერსიტეტს 13 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად გაესაუბრონ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები. გამოფენაზე ასევე იქნებიან LEAF-ის კონსულტანტები. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF არის 150-ზე მეტი უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი საქართველოში. განათლების გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.
LCC International University საერთაშორისოდ აღიარებული უნივერსიტეტია ლიტვაში. LCC რეგიონში მისი უნიკალურობით, მომავალზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო განათლებითა და ინტერაქციული აკადემიური გარემოთი გამოირჩევა. უნივერსიტეტი სტუდენტებს სრულად აკრედიტირებულ პროგრამებს სთავაზობს, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო ხარიხებში. LCC გახლავთ თავისუფალ მეცნიერებებზე დამყარებული უნივერსიტეტი, აქედან გამომდინარე თითოეული პროგრამა მოიცავს მრავალდისციპლინურ სასწავლო კურსებს, რომლებიც სტუდენტებს კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებასა და გამოწვევების მარტივად გადალახვაში ეხმარება ქრისტიანული მსოფლმხედველობის ფარგლებში. LCC-ის კარი ღიაა ყველა ქვეყნის მოქალაქისთვის. საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა უნივერსიტეტში 75%-ია 50 ქვეყნიდან. ინგლისურენოვანი პროფესორები აშშ-დან და კანადიდან გამოირჩევიან განსაკუთრებული სწავლების მეთოდებით. უნივერსიტეტი სტუდენტებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს საბაკალავრო, ისევე როგორც სამაგისტრო პროგრამებზე. საბაკალავრო პროგრამები
თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, პირადად შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს და გაესაუბროთ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში 2 აპრილს შუა დღის 12 საათიდან საღამოს 5 საათამდე. Comments are closed.
|
LEAF Blogგანათლების ცენტრის ბლოგი Archives
April 2023
|