განათლების ცენტრის ორგანიზებითა და ესპანურ IE University-თან, ამერიკულ The Academy of Mathematics and Science-სა და ამერიკულ უნივესიტეტ The Global American University, Schiller-თან თანამშრომლობით 2022 წლის 8 ოქტომბერს, 12:00-დან 17:00 საათამდე სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 20 უნივერსიტეტს 18 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად გაესაუბრონ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები. გამოფენაზე ასევე იქნებიან LEAF-ის კონსულტანტები. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF არის 150-ზე მეტი უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი საქართველოში. LCC International University გახლავთ ქრისტიანული ეროვნულად, ისევე როგორც საერთაშორისოდ აღიარებული ჩრდილო ამერიკის სტილზე მორგებული უნივერსიტეტი ლიეტუვაში. LCC რეგიონში მისი უნიკალურობით, მომავალზე ორიენტირებული საუნივერსიტეტო განათლებითა და ინტერაქციული აკადემიური გარემოთი გამოირჩევა. უნივერსიტეტი სტუდენტებს სრულად აკრედიტირებულ პროგრამებს სთავაზობს, როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო ხარიხებში. LCC გახლავთ თავისუფალ მეცნიერებებზე დამყარებული უნივერსიტეტი აქედან გამომდინარე თითოეული პროგრამა მოიცავს მრავალდისწიპლინურ სასწავლო კურსებს, რომლებიც სტუდენტებს კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებასა და გამოწვევების მარტივად გადალახვაში ეხმარება ქრისტიანული მსოფლმხედველობის ფარგლებში. LCC-ის კარი ღიაა ყოველი ქვეყნის მოქალაქისთვის. საერთაშორისო სტუდენტების რაოდენობა უნივერსიტეტში 75% -ია 50 ქვეყნიდან. პროფესორები კი გამოირჩევიან განსაკუთრებული სწავლების მეთოდებით. ყოველი პროფესორი ინგლისურ ენოვანია და მათი წარმომავლობა ამერიკა ან კანადა გახლავთ. უნივერსიტეტი სტუდენტებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს საბაკალავრო ისევე როგორც სამაგისტრო პროგრამებზე, ესენია:
საბაკალავრო პროგრამები
სამაგისტრო პროგრამები
თქვენ გაქვთ სურვილი, პირადად შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს და გაესაუბროთ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” 8 ოქტომბერს შუა დღის 12 საათიდან საღამოს 5 საათამდე, შემოგვიერთდით: https://logos.edu.ge/leaf/ LEAF-ის პარტნიორია ცნობილი ბრიტანული კომპანიის QS (Quacquarelli Symonds) საუნივერსიტეტო განაცხადების პლატფორმა QS Student Apply. თანამშრომლობის ფარგლებში საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ მარტივი სააპლიკაციო პროცედურით გააგზავნონ განაცხადები დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, ევროპის, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის პარტნიორ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში. Comments are closed.
|
LEAF Blogგანათლების ცენტრის ბლოგი Archives
April 2023
|