Education Center LEAF
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Spring Fair 2023
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG

QS (Quacquarelli Symonds) განათლების საერთაშორისო გამოფენაზე

27/9/2022

 
Picture
​განათლების ცენტრ LEAF-ის ორგანიზებითა და ესპანურ IE University-თან, The Academy of Mathematics and Science-სა და ამერიკულ უნივერსიტეტ The Global American University, Schiller-თან თანამშრომლობით, 2022 წლის 8 ოქტომბერს 12 საათიდან 17 საათამდე სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 20 უნივერსიტეტს 18 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. ისინი ასევე შეძლებენ, პირადად გაესაუბრონ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო შეკითხვები. ამასთან გამოფენაზე იქნებიან LEAF-ის კონსულტანტები.
​ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF არის 150-ზე მეტი უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი საქართველოში.
​
განათლების გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://logos.edu.ge/leaf/
Picture
​განათლების ცენტრი LEAF არის საერთაშორისო ორგანიზაცია QS-ის (Quacquarelli Symonds) პარტნიორიც. ამ თანამშრომლობის ფარგლებში საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, მარტივი სააპლიკაციო პროცედურით გაგზავნონ განაცხადები დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ევროპის, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის პარტნიორ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში. რაც მთავარია, LEAF აღნიშნულ მომსახურებას სრულიად უფასოდ გაგიწევთ.

QS (Quacquarelli Symonds) არის საერთაშორისო ანალიტიკური ორგანიზაცია, რომელიც იკვლევს უმაღლეს განათლებას მსოფლიოში. ის ცნობილია უმაღლესი განათლების რეიტინგებით — QS World University Rankings — რომლებშიც მსოფლიოს 1 300-ზე მეტი უნივერსიტეტი მონაწილეობს. 2004 წლიდან მოყოლებული QS აგროვებს მონაცემებს უნივერსიტეტების მუშაობის შესახებ და ქმნის ყველაზე მრავალფეროვან და შედარებად მონაცემთა ბაზებს. ის კვლევის საშუალებით ასევე სწავლობს მომავალი სტუდენტების მოტივაციას, პრიორიტეტებსა და სურვილებს. QS-ის მისიაა, საგანმანათლებლო მიზნების მიღწევით, დაეხმაროს მოტივირებულ ადამიანებს მათი კარიერული მიზნებისკენ სწრაფვაში.

2022-2023 აკადემიური წლიდან QS განათლების კონსულტანტებს შესთავაზებს თავის სააპლიკაციო სისტემას QS Apply, რომლის საშუალებითაც მსურველები შეძლებენ, სააპლიკაციო განაცხადები გაგზავნონ მსოფლიოს ცნობილ უნივერსიტეტებში. აპლიკანტებს შეეძლებათ, განაცხადი გააკეთონ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა:
  • ბიზნესი და მართვა
  • ინჟინერია და ტექნოლოგიები
  • სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა
  • კომპიუტერული მეცნიერებები
  • ხელოვნება, დიზაინი და მედია
  • სამართალი
  • ფარმაცია
  • ეკონომიკა
  • არქიტექტურა

QS Apply-ის საშუალებით განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია გაერთიანებული სამეფოს ისეთ უნივერსიტეტებში, როგორებიცაა:
  • Queen Mary University of London
  • Oxford International College
  • Queen's University Belfast
  • University of Brighton
  • University of Bristol
  • University of Essex
  • University of Exeter
  • University of Liverpool
  • University of Westminster
  • University of York
  • University of Glasgow
  • University of Bristol
  • University of Bath
  • Royal Holloway, University of London
  • Nottingham Trent University
  • Manchester Metropolitan University
  • London South Bank University
  • Kings London
  • Istituto Marangoni in London
  • Durham University

სწავლის საფასური განსხვავდება უნივერსიტეტისა და სწავლის საფეხურის მიხედვით. უნივერსიტეტებისა და პროგრამების შერჩევა ხდება აპლიკანტთა აკადემიური მონაცემებისა და ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.
​
როგორც ვთქვით, განათლების საერთაშორისო გამოფენაზე თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, პირადად შეხვდეთ ცენტრის კონსულტანტებს და გაესაუბროთ მათ. ღონისძიება სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში, 8 ოქტომბერს, 12 საათიდან საღამოს 5 საათამდე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ მასზე დასასწრებად საჭიროა სარეგისტრაციო ფორმის შევსება ბმულზე: https://logos.edu.ge/leaf.

Comments are closed.

    LEAF Blog

    განათლების ცენტრის ბლოგი

    Archives

    March 2023
    February 2023
    January 2023
    December 2022
    November 2022
    October 2022
    September 2022
    April 2022
    March 2022
    November 2021
    October 2021
    September 2021
    April 2021
    March 2021
    September 2020
    June 2020
    May 2020
    March 2020
    February 2020
    December 2019
    October 2019
    September 2019
    March 2019
    February 2019
    January 2019
    December 2018
    November 2018
    February 2017
    December 2016

    Subscribe to Newsletter

    All
    Alumni
    CBS International Business School
    College Counseling
    EU Business School
    IELTS
    MBA
    SAT
    TIO University Of Applied Sciences
    TOEFL
    ბაკალავრიატი ამერიკაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი ევროპაში
    ბაკალავრიატი ესპანეთში
    ბრიტანული დიპლომი
    ბრიტანული დიპლომი
    განათლების გამოფენა
    დაფინანსება გერმანიაში
    ინგლისური ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის კურსები
    ინგლისური ენის კურსები ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის შესწავლა
    ინგლისური ენის ცენტრი
    ინგლისური ლიტერატურა
    ინგლისური წიგნები უცხოელებისთვის
    მაგისტრატურა ამერიკაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა ევროპაში
    მაგისტრატურა ესპანეთში
    მარტივად წასაკითხი წიგნები ინგლისურ ენაზ
    რა არის GPA
    როგორ გადავიყვანოთ GPA
    როგორ გამოვთვალოთ GPA
    როგორ ვისაუბროთ ინგლისურად გამართულად?
    როგორ ვისწავლოთ ინგლისური ენა მარტივად
    სწავლა Jacobs ში
    სწავლა Jacobs-ში
    სწავლა ამერიკაში
    სწავლა ამსტერდამში
    სწავლა გერმანიაში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა ევროპაში
    სწავლა ესპანეთში
    სწავლა იტალიაში
    სწავლა ნიდერლანდებში
    სწავლა პრაღაში
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა ჰოლანდიაში
    სწავლის დაფინანსება
    წიგნები ინგლისურ ენაზე

    RSS Feed

გამსახურდიას (პეკინის) გამზ. 34

სასარგებლო ბმულები:

კურსები
უნივერსიტეტები
სწავლა საზღვარგარეთ

+995 32 294 6174

    გამოიწერეთ სიახლეები

გამოწერა
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Spring Fair 2023
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG