ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებითა და ესპანურ IE University-სა და ფრანგულ უნივერსიტეტ Audencia Business School-თან თანამშრომლობით 2022 წლის 2 აპრილს 12:00-დან 17:00 საათამდე სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 15 უნივერსიტეტს 13 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად გაესაუბრონ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები. გამოფენაზე ასევე იქნებიან LEAF-ის კონსულტანტები. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF არის 150-ზე მეტი უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი საქართველოში. განათლების გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: http://logos.edu.ge/leaf
Studienkolleg Germany გახლავთ გერმანული სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის მოსამზადებელი პროგრამის აკრედიტებული კოლეჯი, ქალაქ მაგდებურგში. კოლეჯს აკრედიტაცია გერმანიის სახელმწიფოსგან აქვს ბოძებული, ამავდროულად კი ის კერძო სექტორია. ქალაქი მგდებურგი მდინარე ელბთან მდებარეობს და ის გამორჩეულია გოთიკური არქიტექტურით. ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ ქალაქი მაგდებურგი ჩამოყალიბდა, როგორც მნიშვნელოვანი ტექნიკური ადგილი. შთუდიენკოლეგი კი ქალაქ მაგდებურგის ცენტრში მდებარეობს. ნებისმიერ საერთაშორისო სტუდენტს, რომელსაც საბაკალავრო ხარისხის დაცვა გერმანიის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანულ ენაზე სურს,მოეთხოვება 1 წლიანი მოსამზადებელი კურსის გავლა გერმანულ ენაზე, რის შემდეგაც ისინი მარტივად ხვდებიან გერმანიის სახელმწიფო უნივერსიტეტებში მიღებული სერტიფიკატით, გერმანულ ენაზე კი Abitur-ით. Studienkolleg Germany სტუდენტებს 1 წლიანი კურსის გავლის შემდეგ ეხმარება მოხვდნენ მათთვის სასურველ უნივერსიტეტებში, მათ შორის მაგდებურგის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელთანაც სკოლას პირდაპირი აკადემიური პარტნიორობა აკავშირებს. იმისათვის, რომ საერთაშორისო სტუდენტს ჰქონდეს საშუალება ისწავლოს მოსამზადებელ კურსზე, ამისათვის მას სჭირდება გერმანული ენის B1 დონე. Studienkolleg Germany სტუდენტებს ონლაინ გამოცდის დაწერის საშუალებას აძლევს, ხოლო თუ სტუდენტს გერმანულ ენაში მსგავსი დონე არ გააჩნია, ჯერ მას ენაში მომზადებას სთავაზობს. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, პირადად შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს და გაესაუბროთ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში 2 აპრილს შუა დღის 12 საათიდან საღამოს 5 საათამდე. შემოგვიერთდით: http://logos.edu.ge/leaf Comments are closed.
|
LEAF Blogგანათლების ცენტრის ბლოგი Archives
April 2023
|