Education Center LEAF
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG

რატომაა კარგი საზღვარგარეთ სწავლა? — განათლების საერთაშორისო გამოფენა

19/9/2019

 
ბრიტანეთის საკონსულოს კვლევის მიხედვით, სტუდენტები რამდენიმე კრიტერიუმის გამო ირჩევენ უცხოეთში სწავლას. მათ შორისაა ახალი კულტურისა და ცხოვრების სტილის გაცნობა. ისინი ასევე ფიქრობენ, რომ ეს გამოცდილება მათ პროფესიულ კარიერას სამომავლოდ მეტ პერსპექტივას შესძენს.
Picture
საზღვარგარეთ განათლებას და გაცვლით პროგრამებს მართლაც უამრავი სარგებელი აქვს — ახალი, საინტერესო გარემო, გამოცდილებები, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ხარისხი, შესაძლებლობები — რომელსაც საკუთარ ქვეყანაში ვერ მიიღებ. ასევე უცხო ენაზე ხარისხიანი განათლების მიღების შანსი და სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლებთან ინტერპერსონალური ურთიერთობები. საზღვარგარეთ განათლების დროს სტუდენტები ხშირად ხვდებიან, რომ მათი შესაძლებლობების საზღვრები იმაზე ფართოა, ვიდრე ამას მანამდე აცნობიერებდნენ.

ყოველწლიურად ათასობით სტუდენტი მიდის საქართველოდან უცხოეთში განათლების მისაღებად, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ მონდომებულ ახალგაზრდას შეუძლია შეუერთდეს საუკეთესოთა რიგებს.

LEAF-ის შესახებ.
ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF-ის მოსწავლეების 80%-ზე მეტი მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სრულ ან ნაწილობრივ დაფინანსებას იღებს. ცენტრი 2008 წლიდან წარმატებით ეხმარება მსურველებს ინგლისურენოვან საბაკალავრო თუ სამაგისტრო პროგრამებზე საზღვარგარეთ ჩაბარებაში.

LEAF საერთაშორისო საგანმანათლებლო ორგანიზაციის ICEF-ის მიერ აღიარებული განათლების ცენტრია. ცენტრს მუდმივი კომუნიკაცია აქვს მსოფლიოს უნივერსიტეტებთან და სკოლებთან და ფლობს განახლებად ინფორმაციას საერთაშორისო ტესტებისა და მიღების კრიტერიუმების შესახებ.

"გვსურს, ყველა მსურველს დავეხმაროთ ინგლისური ენის საფუძვლიანად შესწავლაში, აკადემიურ და პროფესიულ ზრდაში. გვინდა, რომ საზღვარგარეთ სწავლა ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ, ამიტომ ჩვენთვის პრიორიტეტულია საზოგადოების ინფორმირებულობა და სწორი მიმართულების ჩვენება. ხელმისაწვდომი და სწორი ინფორმაცია არის გზა, რომელიც თითოეულ ახალგზარდას მიზნამდე მიიყვანს." - ცენტრის გენერალური დირექტორი გივი გუნცაძე.

LEAF-ის სერვისები
განათლების ცენტრში მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, მოემზადონ ისეთი საერთაშორისო ტესტებისთვის, როგორიცაა SAT, TOEFL, IELTS, FCE. ისინი გაივლიან ინგლისური ენის კურსებსაც.
კონსულტაციების დეპარტამენტს უძღვება გიორგი ჩავლეიშვილი, რომელსაც 10-წლიანი გამოცდილება აქვს College Counseling-ში და მისი დახმარებით სრული ან ნაწილობრივი დაფინანსებით ასობით მოსწავლე მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლობს.

განათლების საერთაშორისო გამოფენა
Picture
LEAF ამ შემოდგომაზე განათლების მორიგ საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს. ის 5 ოქტომბერს, შუადღის 12 საათიდან საღამოს 6 საათამდე გაგრძელდება და სასტუმრო Holiday Inn-ში გაიმართება.

გამოფენაში მონაწილეობენ უნივერსიტეტები ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან და დასწრების შემთხვევაში, მათ წარმომადგენლებთან პირადად გასაუბრებას შეძლებთ. განათლების კონსულტანტები მოგაწვდიან ინფორმაციას საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების, ფასების, დაფინანსების, მიღების კრიტერიუმებისა და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ.
​
ყველა დამსწრეს გადაეცემა TOEFL-ის ან SAT-ის ვაუჩერი, რაც ნიშნავს, რომ ისინი უფასოდ გაივლიან TOEFL-ის ან SAT-ის სრულ სიმულაციურ ტესტს და მიიღებენ ამომწურავ შეფასებაა LEAF-ის პედაგოგებისგან. გამოფენაზე დასწრება უფასოა.


Picture
​გამოფენაზე წარმოდგენილი უნივერსიტეტები
  • Vilnius University;
  • EU Business School;
  • Tio University of Applied Sciences;
  • Wittenborg University of Applied Sciences;
  • Middlesex University Dubai;
  • University of Padova;
  • KTU - Kaunas University of Technology;
  • MRU - Mykolas Romeris University;
  • Schiller International University;
  • IUBH University of Applied Sciences;
  • European School of Economics;
  • Rotterdam University of Applied Sciences;
  • Solbridge International School of Business;
  • Saxion University of Applied Sciences;
  • Budapest Metropolitan University;
  • Riseba University;
  • Quasar Institute for Advanced Design;
  • LUISS Business School.

​წყარო: on.ge

Comments are closed.

    LEAF Blog

    განათლების ცენტრის ბლოგი

    Archives

    April 2022
    March 2022
    November 2021
    October 2021
    September 2021
    April 2021
    March 2021
    September 2020
    June 2020
    May 2020
    March 2020
    February 2020
    December 2019
    October 2019
    September 2019
    March 2019
    February 2019
    January 2019
    December 2018
    November 2018
    February 2017
    December 2016

    Subscribe to Newsletter

    All
    Alumni
    CBS International Business School
    College Counseling
    EU Business School
    IELTS
    MBA
    SAT
    TIO University Of Applied Sciences
    TOEFL
    ბაკალავრიატი ამერიკაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი გერმანიაში
    ბაკალავრიატი ევროპაში
    ბაკალავრიატი ესპანეთში
    ბრიტანული დიპლომი
    ბრიტანული დიპლომი
    განათლების გამოფენა
    დაფინანსება გერმანიაში
    ინგლისური ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის კურსები
    ინგლისური ენის კურსები ბავშვებისთვის
    ინგლისური ენის შესწავლა
    ინგლისური ენის ცენტრი
    ინგლისური ლიტერატურა
    ინგლისური წიგნები უცხოელებისთვის
    მაგისტრატურა ამერიკაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა გერმანიაში
    მაგისტრატურა ევროპაში
    მაგისტრატურა ესპანეთში
    მარტივად წასაკითხი წიგნები ინგლისურ ენაზ
    რა არის GPA
    როგორ გადავიყვანოთ GPA
    როგორ გამოვთვალოთ GPA
    როგორ ვისაუბროთ ინგლისურად გამართულად?
    როგორ ვისწავლოთ ინგლისური ენა მარტივად
    სწავლა Jacobs-ში
    სწავლა ამერიკაში
    სწავლა ამსტერდამში
    სწავლა გერმანიაში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა დუბაიში
    სწავლა ევროპაში
    სწავლა ესპანეთში
    სწავლა იტალიაში
    სწავლა ნიდერლანდებში
    სწავლა პრაღაში
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა საზღვარგარეთ
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა შვეიცარიაში
    სწავლა ჰოლანდიაში
    სწავლის დაფინანსება
    წიგნები ინგლისურ ენაზე

    RSS Feed

გამსახურდიას (პეკინის) გამზ. 34

სასარგებლო ბმულები:

კურსები
უნივერსიტეტები
სწავლა საზღვარგარეთ

+995 32 294 6174

    გამოიწერეთ სიახლეები

გამოწერა
  • შესახებ
    • ადმინისტრაცია
    • პედაგოგები
  • მედია
    • ბლოგი
  • აკადემიური
    • კურსები
    • უნივერსიტეტები
    • ზამთრის ბანაკები
    • საზაფხულო ბანაკები
  • Education Fairs
    • Fall Fair 2022
    • Spring Fair 2022
    • Virtual Fair 2021
    • Virtual Fair 2020
    • Education Fair Fall 2019
    • Education Fair Spring 2019
  • გალერეა
    • ვიდეო
  • კონტაქტი
  • ENG