ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებითა და ესპანურ IE University-სა და ფრანგულ უნივერსიტეტ Audencia Business School - თან თანამშრომლობით 2022 წლის 2 აპრილს 12:00-დან 17:00 საათამდე სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 17 უნივერსიტეტს 13 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად გაესაუბრონ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები. გამოფენაზე ასევე იქნებიან LEAF-ის კონსულტანტები. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF არის 150-ზე მეტი უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი საქართველოში.
განათლების გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე:http://logos.edu.ge/leaf/.
გამოფენაში მონაწილე ერთერთი უნივერსიტეტს, ფორტ ჰეიზის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქვს სასკოლო ასაკის მოსწავლეთათვის განკუთვნილი პროგრამა. უნივერსიტეტმა შექმნა მათემატიკისა და მეცნიერების აკადემია (Academy of Mathematics and Science — AMS). ის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს მიაღწიონ მეტს და თავად განსაზღვრონ საკუთარი წარმატებული მომავალი. AMS არის უკვე მეორე ადრეული საუნივერსიტეტო პროგრამა ფორტ ჰეიზში, რომელიც აძლევს განუმეორებელ აკადემიურ გამოცდილებას დამამთავრებელი კლასების ნიჭიერ მოსწავლეებს მთელი მსოფლიოდან. პროგრამაზე მოსახვედრად მოსწავლეებმა დიდი კონკურენცია უნდა დაძლიონ.
პროგრამის მონაწილეები მე-11 და მე-12 კლასებში სწავლობენ და ცხოვრობენ FHSU-ში. პროგრამა მოიცავს:
პროგრამის განმავლობაში მიღებული საუნივერსიტეტო კრედიტების სასურველ უნივერსიტეტში გადატანის შემდეგ AMS-ის კურსდამთავრებულები შეძლებენ, რომ ბაკალავრის ხარისხი მიიღონ საშუალოდ 2-დან 2,5 წლამდე პერიოდში 4 წლის ნაცვლად. ეს მათ საშუალებას მისცემს, რომ უფრო მალე ჩაერთონ აკადემიურ, თუ პროფესიულ საქმიანობაში. პროგრამის ღირებულება სწავლის, საცხოვრებლის, კვებისა და ჯანმრთელობის დაზღვევის ჩათვლით არის დაახლოებით 29000$ წელიწადში. გასათვალისწინებელია, თუ რა ოდენობის თანხას დაზოგავს სტუდენტი იმის ხარჯზე, რომ ბაკალავრიატის დამთავრებას მხოლოდ 2 ან 2,5 წელიწადს მოანდომებს. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, პირადად შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს და გაესაუბროთ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" 2 აპრილს შუა დღის 12 საათიდან საღამოს 5 საათამდე. შემოგვიერთდით: http://logos.edu.ge/leaf/. Comments are closed.
|
LEAF Blogგანათლების ცენტრის ბლოგი Archives
April 2023
|