ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებით 2021 წლის 9 ოქტომბერს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე გაიმართება განათლების საერთაშორისო ვირტუალური გამოფენა. ღონისძიების სპონსორები არიან: IE University, Mt. San Antonio College, CBS International Business School და EU Business School. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია საზღვარგარეთ სწავლის, უნივერსიტეტებისა და მათი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად დაუკავშირდნენ უნივერსიტეტების წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები. University of Kansas (KU) 1865 წლის 21 მარტს დაარსდა. KU სახელმწიფო კვლევითი უნივერსიტეტია და მისი მთავარი კამპუსი კანზასის შტატში, კერძოდ კი ლოურენსში მდებარეობს. უნივერსიტეტი ყოველწლიურად 20 000-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივი წარმომავლობის სტუდენტს მასპინძლობს.
კანზასის უნივერსიტეტი სტუდენტებს 400-ზე მეტ პროგრამას სთავაზობს საბაკალავრო და სამაგისტრო მიმართულებებზე, ასევე უნივერსიტეტში ისწავლება 50-ზე მეტი უცხო ენა. საბაკალავრო და სამაგისტრო მიმართულებებია: ● დიზაინი და არქიტექტურა ● ხელოვნება ● ბიზნესი ● განათლება და ჰუმანიტარული მეცნიერებები ● ინჟინერია ● ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია ● ჯანდაცვა ● სამართალი ● მართვა და მეცნიერებები ● სამედიცინო სკოლა ● მუსიკა ● საექთნო სკოლა ● ფარმაკოლოგია ● პროფესიული სწავლება ● საზოგადოებრივი საქმიანობა და ადმინისტრაცია ● სოციალური კეთილდღეობა სწავლის წლიური საფასური 40 000 ამერიკული დოლარიდან 50 000 ამერიკულ დოლარამდე მერყეობს. საერთაშორისო სტუდენტებს უნივერსიტეტი დაფინანსების არაერთ საშუალებას სთავაზობს. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, პირადად შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს განათლების საერთაშორისო ვირტუალურ გამოფენაზე 9 ოქტომბერს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე. შემოგვიერთდით: https://leafonlinefair.com/ Comments are closed.
|
LEAF Blogგანათლების ცენტრის ბლოგი Archives
April 2023
|