ანანო შალამბერიძე ჩვენი კურსდამთავრებულია, რომელმაც წარმატებით ჩააბარა როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტში, ჰოლანდიაში. ანანო გვიზიარებს თავის გამოცდილებას არა მხოლოდ უნივერსიტეტში სწავლის შესახებ, არამედ ჩაბარების პროცესზეც. ის პრობლემები რომელებთანაც ანანოს მოუწია გამკლავება, საკმაოდ ხშირია ქართულ რეალობაში. უყურეთ ვიდეოს და მიიღეთ სასარგებლო რჩევები. საქართველოში აღებული ატესტატით გერმანიის სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩაბარება არ ხდება. გიორგი ჩავლეიშვილი გვირჩევს როგორ მოვიქცეთ თუ სწორედ ასეთი უნივერსიტეტია ჩვენი პრიორიტეტი. ასევე შეიტყობთ რა დოკუმენტაცია დაგჭირდებათ გერმანიის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად. რას ანიჭებენ მნიშვნელობას ეს უნივერსიტეტები სტუდენტის მიღებისას და დაფინანსებს მოპოვებისას. უნივერსიტეტების ხარისხი თანდათან იზრდება, ამიტომ ბევრი მაღალი დონის უნივერსიტეტი არსებობს ამჟამად, რაც უფრო რთულს ხდის მათ შორის არჩევნის გაკეთებას. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის საფასური, რაც ამერიკის და ევროპის უნივერსიტეტებს შორის მკვეთრად განსხვავდება (ევროპაში დაახლოებით 15 000 $ ხოლო ამერიკაში საშუალოდ 60 000 $), მიუხედავად ამისა, ევროპის უნივერსიტეტების განათლების ხარისხი კონკურენტუნციას უწევს ამერიკის უნივერსიტეტებს. გიორგი ჩავლეიშვილი გვაცნობს ასევე Applied Science უნივერსიტეტებს, რომელთა ფასიც სხვა უნივერსიტეტებთან შედარებით უფრო ხელმისაწვდომია და კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი პროცენტულობით გამოირჩევა. ამ სასიამოვნო და მნიშვნელოვანი სიახლით დავიწყეთ ახალი წელი, მნიშნელოვანი, თუმცა მწირი ინფორმაციით. ახლა უკვე მზად ვართ, კიდევ უფრო მეტი გიამბოთ ამ სიახლის შესახებ.ნიდერლანდებში სწავლის გაგრძელების მსურველი ქართველი სტუდენტები გამუდმებით აწყდებოდნენ ერთ პროლემას. უმაღლესი კვლევითი უნივერსიტეტები არ აღიარებენ ქართულ ატესტატს. ჰოლანდიის უნივერსიტეტები მისდევენ NUFFIC-ის რეკომენდაციას, რომლის მიხედვითაც ქართული ატესტატი არ უთანაბრდება ჰოლანდიის ატესტატს.
საზღვარგარეთ სწავლა თუ გსურთ, შესაძლოა მოგთხოვონ SAT ტესტის ჩაბარება. რა არის SAT და რა შემთხვევაში ბარდება გამოცდა, გაეცანით სტატიაში.SAT არის სტანდარტული მისაღები გამოცდა ამერიკის უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად.
GPA არის აბრივიატურა, რომელიც იშიფრება - Grade Point Average და წარმოადგენს თქვენი ნიშნების საშუალო მაჩვენებელს. 🔴 რისთვის არის საჭირო GPA?
GPA ესაჭიროებათ მათ, ვისაც საზღვარგარეთ სწავლა აქვთ გადაწყვეტილი, როგორც ბაკალავრიატზე, ასევე მაგისტრატურაზე. მათ, ვისაც ბაკალავრიატზე სწავლის გაგრძელება სურთ - ესაჭიროებათ სკოლის GPA, ანუ სკოლის ნიშნების საშუალო მაჩვენებელს, ხოლო მაგისტრატურაზე - ბაკალავრიატის GPA - ანუ ბაკალავრიატის ნიშნების საშუალო მაჩვენებელს. |
LEAF Blogგანათლების ცენტრის ბლოგი |