ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი წარმოგიდგენთ უნივერსიტეტების ვიდეო-მიმოხილვების სერიას, რომელიც გაგაცნობთ 5 ოქტომბერს განათლების საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეებს. მათ შორის არის ვილნიუსის უნივერსიტეტი, რომელიც ლიეტუვას დედაქალაქში მდებარეობს. ის ყველაზე დიდი უნივერსიტეტია ლიეტუვაში და ასევე არის ბალტიისპირეთში ყველაზე ძველი, 440 წლის.
ბრიტანეთის საკონსულოს კვლევის მიხედვით, სტუდენტები რამდენიმე კრიტერიუმის გამო ირჩევენ უცხოეთში სწავლას. მათ შორისაა ახალი კულტურისა და ცხოვრების სტილის გაცნობა. ისინი ასევე ფიქრობენ, რომ ეს გამოცდილება მათ პროფესიულ კარიერას სამომავლოდ მეტ პერსპექტივას შესძენს.
თუ საზღვარგარეთ გინდა ისწავლო იაფად, მაშინ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე უნდა მიხვიდე25/3/2019
შენი ოცნების ახდენა შენს ხელშია, ამისათვის მხოლოდ მონდომებაა აუცილებელი და საჭირო ადგილას, საჭირო დროს უნდა აღმოჩნდე. ცხოვრებაში იშვიათად ხდება ისე, რომ ვინმემ გიკარნახოს, სად იხსნება შენი მომავლის კარი. თუმცა, შენ იღბლიანი ხარ, რადგან ამ სტატიაში ჩვენ სწორედ იმ ადგილს მიგასწავლით, სადაც დაგეხმარებიან გაიკვლიო გზა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებამდე, თანაც დიდი ფინანსების გარეშე.
იტალიაში უნივერსიტეტების უმრავლესობა საჯაროა და შედარებით ხელმისაწვდომი ფასები აქვს, 1000-დან 2000 ევრომდე წელიწადში. თუმცა კეძო უნივერსიტეტის შემთხვევაში გადასახადი გაცილებით მეტია.
უნივერსიტეტების ხარისხი თანდათან იზრდება, ამიტომ ბევრი მაღალი დონის უნივერსიტეტი არსებობს ამჟამად, რაც უფრო რთულს ხდის მათ შორის არჩევნის გაკეთებას. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის საფასური, რაც ამერიკის და ევროპის უნივერსიტეტებს შორის მკვეთრად განსხვავდება (ევროპაში დაახლოებით 15 000 $ ხოლო ამერიკაში საშუალოდ 60 000 $), მიუხედავად ამისა, ევროპის უნივერსიტეტების განათლების ხარისხი კონკურენტუნციას უწევს ამერიკის უნივერსიტეტებს. გიორგი ჩავლეიშვილი გვაცნობს ასევე Applied Science უნივერსიტეტებს, რომელთა ფასიც სხვა უნივერსიტეტებთან შედარებით უფრო ხელმისაწვდომია და კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი პროცენტულობით გამოირჩევა. საზღვარგარეთ სწავლა თუ გსურთ, შესაძლოა მოგთხოვონ SAT ტესტის ჩაბარება. რა არის SAT და რა შემთხვევაში ბარდება გამოცდა, გაეცანით სტატიაში.SAT არის სტანდარტული მისაღები გამოცდა ამერიკის უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად.
GPA არის აბრივიატურა, რომელიც იშიფრება - Grade Point Average და წარმოადგენს თქვენი ნიშნების საშუალო მაჩვენებელს. 🔴 რისთვის არის საჭირო GPA?
GPA ესაჭიროებათ მათ, ვისაც საზღვარგარეთ სწავლა აქვთ გადაწყვეტილი, როგორც ბაკალავრიატზე, ასევე მაგისტრატურაზე. მათ, ვისაც ბაკალავრიატზე სწავლის გაგრძელება სურთ - ესაჭიროებათ სკოლის GPA, ანუ სკოლის ნიშნების საშუალო მაჩვენებელს, ხოლო მაგისტრატურაზე - ბაკალავრიატის GPA - ანუ ბაკალავრიატის ნიშნების საშუალო მაჩვენებელს. |
LEAF Blogგანათლების ცენტრის ბლოგი |